საინვესტიციო ფონდების შესახებ

მუხლი 1. კანონის მიზანი, რეგულირების საგანი და მოქმედების სფერო

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ამ კანონის მიზანია საქართველოში საინვესტიციო ფონდების ბაზრის განვითარება, ამ ბაზარზე თავისუფალი კონკურენციის უზრუნველყოფა და ინვესტორთა ინტერესების დაცვა.

2.ეს კანონი ვრცელდება: ა) საქართველოში დაფუძნებულ საინვესტიციო ფონდზე, აგრეთვე იმ უცხოურ საინვესტიციო ფონდზე, რომლის ერთეულების შეთავაზება ხორციელდება საქართველოში; ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საინვესტიციო ფონდების აქტივების მმართველ კომპანიებზე; გ) საქართველოში დაფუძნებულ აქტივების მმართველ კომპანიაზე, მიუხედავად იმისა, დაფუძნებულია თუ არა მისი მართვის ქვეშ მყოფი საინვესტიციო ფონდი საქართველოში; დ) სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, რომლებიც ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საინვესტიციო ფონდების აქტივების ინვესტირებასთან, მართვასთან, შენახვასთან, ადმინისტრირებასა და აღრიცხვა-რეგისტრაციასთან დაკავშირებულ საქმიანობაში მონაწილეობენ.

3.პირს, რომელსაც საქართველოში აქვს რეგისტრაციის ან მართვის ადგილი, ეკრძალება, საინვესტიციო ფონდის ან აქტივების მმართველი კომპანიის საქმიანობა განახორციელოს საქართველოში ან მისი ფარგლების გარეთ ამ კანონის შესაბამისად საზედამხედველო ორგანოს მიერ მისი ავტორიზაციის/რეგისტრაციის/ლიცენზირების გარეშე, გარდა ამავე კანონით დადგენილი გამონაკლისებისა.

4.ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება: ა) სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოებზე, უცხო ქვეყნის ეროვნულ, რეგიონალურ და ადგილობრივ ორგანოებსა და დაწესებულებებზე, რომლებიც სოციალური უზრუნველყოფის ან საპენსიო სისტემების ფონდებს მართავენ; ბ) ჰოლდინგურ კომპანიაზე; გ) „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ და „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრულ საპენსიო სქემებზე; დ) საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტზე; ე) იურიდიულ პირზე/სახელშეკრულებო სქემაზე, რომელიც საქართველოს ან უცხო ქვეყნის მარეგულირებელი კანონმდებლობის შესაბამისად საქმიანობას ახორციელებს, როგორც სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეული; ვ) საქართველოს ეროვნულ ბანკსა და უცხო ქვეყნის ცენტრალურ ბანკზე (გარდა სპეციალიზებულ დეპოზიტართან დაკავშირებული მოთხოვნებისა). [ 5. საინვესტიციო ფონდსა და მის მიერ ამ კანონის შესაბამისად განხორციელებულ საქმიანობაზე არ ვრცელდება „ფაქტორინგის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება. (ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან) ] საქართველოს 2023 წლის 28 ივნისის კანონი №3346 – ვებგვერდი, 19.07.2023წ. საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3928 – ვებგვერდი, 27.12.2023წ. საქართველოს 2026 წლის 1 აპრილის კანონი №1458 – ვებგვერდი, 06.04.2026წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ამ კანონის მიზანია საქართველოში საინვესტიციო ფონდების ბაზრის განვითარება, ამ ბაზარზე თავისუფალი კონკურენციის უზრუნველყოფა და ინვესტორთა ინტერესების დაცვა. 2. ეს კანონი ვრცელდება: ა) საქართველოში დაფუძნებულ საინვესტიციო ფონდზე, აგრეთვე იმ უცხოურ საინვესტიციო ფონდზე, რომლის ერთეულების შეთავაზება ხორციელდება საქართველოში; ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საინვესტიციო ფონდების აქტივების მმართველ კომპანიებზე; გ) საქართველოში დაფუძნებულ აქტივების მმართველ კომპანიაზე, მიუხედავად იმისა, დაფუძნებულია თუ არა მისი მართვის ქვეშ მყოფი საინვესტიციო ფონდი საქართველოში; დ) სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, რომლებიც ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საინვესტიციო ფონდების აქტივების ინვესტირებასთან, მართვასთან, შენახვასთან, ადმინისტრირებასა და აღრიცხვა-რეგისტრაციასთან დაკავშირებულ საქმიანობაში მონაწილეობენ. 3. პირს, რომელსაც საქართველოში აქვს რეგისტრაციის ან მართვის ადგილი, ეკრძალება, საინვესტიციო ფონდის ან აქტივების მმართველი კომპანიის საქმიანობა განახორციელოს საქართველოში ან მისი ფარგლების გარეთ ამ კანონის შესაბამისად საზედამხედველო ორგანოს მიერ მისი ავტორიზაციის/რეგისტრაციის/ლიცენზირების გარეშე, გარდა ამავე კანონით დადგენილი გამონაკლისებისა. 4. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება: ა) სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოებზე, უცხო ქვეყნის ეროვნულ, რეგიონალურ და ადგილობრივ ორგანოებსა და დაწესებულებებზე, რომლებიც სოციალური უზრუნველყოფის ან საპენსიო სისტემების ფონდებს მართავენ; ბ) ჰოლდინგურ კომპანიაზე; გ) „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ და „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრულ საპენსიო სქემებზე; დ) საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტზე; ე) იურიდიულ პირზე/სახელშეკრულებო სქემაზე, რომელიც საქართველოს ან უცხო ქვეყნის მარეგულირებელი კანონმდებლობის შესაბამისად საქმიანობას ახორციელებს, როგორც სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეული; ვ)  საქართველოს ეროვნულ ბანკსა და უცხო ქვეყნის ცენტრალურ ბანკზე (გარდა სპეციალიზებულ დეპოზიტართან დაკავშირებული მოთხოვნებისა). [ 5. საინვესტიციო ფონდსა და მის მიერ ამ კანონის შესაბამისად განხორციელებულ საქმიანობაზე არ ვრცელდება „ფაქტორინგის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება. (ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან) ] საქართველოს 2023 წლის 28 ივნისის კანონი №3346 – ვებგვერდი, 19.07.2023წ. საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3928 – ვებგვერდი, 27.12.2023წ. საქართველოს 2026  წლის 1  აპრილის კანონი №1458  – ვებგვერდი, 06.04.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ზემოთ მოცემულ ტექსტში ასახულია ცვლილება, რომელიც ჯერ არ ამოქმედებულა (ამოქმედდება: 1 იან. 2027). დღეს მოქმედებს ეს ტექსტი:

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №7 · ძალაშია 1 აპრ. 2024-დან · იცვლება 1 იან. 2027-დან

1. ამ კანონის მიზანია საქართველოში საინვესტიციო ფონდების ბაზრის განვითარება, ამ ბაზარზე თავისუფალი კონკურენციის უზრუნველყოფა და ინვესტორთა ინტერესების დაცვა. 2. ეს კანონი ვრცელდება: ა) საქართველოში დაფუძნებულ საინვესტიციო ფონდზე, აგრეთვე იმ უცხოურ საინვესტიციო ფონდზე, რომლის ერთეულების შეთავაზება ხორციელდება საქართველოში; ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საინვესტიციო ფონდების აქტივების მმართველ კომპანიებზე; გ) საქართველოში დაფუძნებულ აქტივების მმართველ კომპანიაზე, მიუხედავად იმისა, დაფუძნებულია თუ არა მისი მართვის ქვეშ მყოფი საინვესტიციო ფონდი საქართველოში; დ) სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, რომლებიც ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საინვესტიციო ფონდების აქტივების ინვესტირებასთან, მართვასთან, შენახვასთან, ადმინისტრირებასა და აღრიცხვა-რეგისტრაციასთან დაკავშირებულ საქმიანობაში მონაწილეობენ. 3. პირს, რომელსაც საქართველოში აქვს რეგისტრაციის ან მართვის ადგილი, ეკრძალება, საინვესტიციო ფონდის ან აქტივების მმართველი კომპანიის საქმიანობა განახორციელოს საქართველოში ან მისი ფარგლების გარეთ ამ კანონის შესაბამისად საზედამხედველო ორგანოს მიერ მისი ავტორიზაციის/რეგისტრაციის/ლიცენზირების გარეშე, გარდა ამავე კანონით დადგენილი გამონაკლისებისა. 4. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება: ა) სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოებზე, უცხო ქვეყნის ეროვნულ, რეგიონალურ და ადგილობრივ ორგანოებსა და დაწესებულებებზე, რომლებიც სოციალური უზრუნველყოფის ან საპენსიო სისტემების ფონდებს მართავენ; ბ) ჰოლდინგურ კომპანიაზე; გ) „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ და „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრულ საპენსიო სქემებზე; დ) საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტზე; ე) იურიდიულ პირზე/სახელშეკრულებო სქემაზე, რომელიც საქართველოს ან უცხო ქვეყნის მარეგულირებელი კანონმდებლობის შესაბამისად საქმიანობას ახორციელებს, როგორც სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეული; ვ)  საქართველოს ეროვნულ ბანკსა და უცხო ქვეყნის ცენტრალურ ბანკზე (გარდა სპეციალიზებულ დეპოზიტართან დაკავშირებული მოთხოვნებისა). საქართველოს 2023 წლის 28 ივნისის კანონი №3346 – ვებგვერდი, 19.07.2023წ. საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3928 – ვებგვერდი, 27.12.2023წ.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 აპრ. 2024 – 1 იან. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

მია ზოიძე

მია ზოიძე

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს თანადამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ნინი ჩახუნაშვილი

ნინი ჩახუნაშვილი

სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაცია

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მარიამ სარიშვილი

მარიამ სარიშვილი

საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი // მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1122171111111
მნიშვნელობით ახლოსნებაყოფლობითი კერძო პე…ინვესტიციების სახელმწი…დაგროვებითი პენსიის შე…ინოვაციების შესახებიპოთეკით დაცული ობლიგა…დემატერიალიზებული ფასი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №9 · ბოლოს შემოწმდა