მეწარმეთა შესახებ

მუხლი 63. საერთო კრება

რედაქცია №70კონსოლიდირებული · 2 აგვ. 2021

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

ავთანდილ კუჭავა

1.კოოპერატივის წევრები თავიანთ უფლებებს კოოპერატივის საქმეების გამო ახორციელებენ საერთო კრებაზე, თუ კანონი სხვა რამეს არ ითვალისწინებს.

2.საერთო კრება გადაწყვეტილებებს იღებს ხმების უბრალო უმრავლესობით, თუ კანონით ან წესდებით არ არის გათვალისწინებული ხმების უფრო მეტი რაოდენობა ან სხვა დამატებითი მოთხოვნები. არჩევნებისათვის წესდებამ შეიძლება გაითვალისწინოს გამონაკლისი წესი.

3.ყოველ წევრს აქვს თითო ხმა. წესდებით შესაძლებელია დადგინდეს ხმათა განსხვავებული გადანაწილება.

4.წევრს უფლება აქვს, პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით განახორციელოს თავისი ხმის უფლება. სასამართლოს მიერ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1293-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე მხარდაჭერის დანიშვნისას მხარდაჭერის მიმღების ან/და შეზღუდულქმედუნარიანი ფიზიკური პირის ხმის უფლებას, აგრეთვე იურიდიული პირის ხმის უფლებას ახორციელებენ მათი კანონიერი წარმომადგენლები, ხოლო სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების ხმის უფლებას ახორციელებს წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი. ფიზიკური პირის მიერ გაცემული მინდობილობა ნოტარიულად უნდა დამოწმდეს.

5.არავის არა აქვს უფლება, თავისთვის ან სხვა პირისთვის განახორციელოს ხმის უფლება, თუ არსებობს გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ მოსმენილ იქნეს მისი ან მისი წარმომადგენლის ანგარიში, ან რომ უნდა განთავისუფლდეს ვალდებულებებისაგან, ან რომ კოოპერატივმა პრეტენზიები უნდა წამოაყენოს მისი ან ამ შეცვლილი წევრის მიმართ.

6.საერთო კრებას იწვევს გამგეობა, თუ წესდებით ან კანონით სხვა პირებიც არ არიან საამისოდ უფლებამოსილი. საერთო კრება, გარდა წესდებითა და ამ კანონით სპეციალურად გათვალისწინებული შემთხვევებისა, მოწვეული უნდა იქნეს წელიწადში ერთხელ მაინც.

7.საერთო კრება დაუყოვნებლივ უნდა იქნეს მოწვეული, თუ წევრთა 1/10 ან წესდებაში საამისოდ აღნიშნული უფრო მცირე ნაწილი მათ მიერ ხელმოწერილ განცხადებაში მოითხოვს კრების მოწვევას კონკრეტული მიზნის მითითებით. თუ მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, მაშინ სასამართლოს, რომლის ტერიტორიაზედაც აქვს კოოპერატივს იურიდიული მისამართი, შეუძლია საერთო კრების მოწვევის ან დღის წესრიგის გამოცხადების უფლებამოსილება მიანიჭოს იმ წევრებს, რომლებმაც წამოაყენეს მოთხოვნა. კრების მოწვევაზე ან გამოცხადებაზე სასამართლოს მიერ მინიჭებული უფლებამოსილება უნდა გამოქვეყნდეს.

8.საერთო კრება მოიწვევა სულ ცოტა 3 კვირის ვადაში საქართველოს ერთ-ერთ ოფიციალურ ანდა წესდებით განსაზღვრულ გაზეთში გამოქვეყნებით. საერთო კრების დღის წესრიგი გამოცხადდება კრების მოწვევისას. იმ საკითხთა შესახებ, რომლებიც არ გამოცხადდება კრებამდე 3 დღით ადრე, გადაწყვეტილებები არ მიიღება. გამონაკლისია გადაწყვეტილებები კრების წარმართვის, აგრეთვე რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ.

9.საერთო კრების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე უნდა შედგეს ოქმი. იგი უნდა შეიცავდეს კრების ჩატარების ადგილსა და დღეს, კრების თავმჯდომარის სახელსა და გვარს, აგრეთვე მითითებას კენჭისყრის სახეობისა და შედეგების შესახებ და თავმჯდომარის დადგენილებას გადაწყვეტილების მიღებისა და ოქმის მიმართ სხვა განცხადებების შესახებ. ოქმს ხელს აწერენ თავმჯდომარე და გამგეობის დამსწრე წევრები და მას ერთვის კრების მოწვევის მასალები. ყოველ წევრს უნდა მიეცეს უფლება, გაეცნოს საოქმო ჩანაწერს. ოქმი ინახება კოოპერატივში.

10.საერთო კრება ამტკიცებს წლიურ ბალანსს. იგი იღებს გადაწყვეტილებას წლიური მოგების გამოყენების ან წლიური დანაკლისის დაფარვის თაობაზე, აგრეთვე გადაწყვეტილებას გამგეობისა და სამეთვალყურეო საბჭოს ანგარიშის დამტკიცების შესახებ. საერთო კრება უნდა ჩატარდეს სამეურნეო წლის დამთავრებიდან 3 თვის განმავლობაში. წლიური ბალანსი, მდგომარეობის შესახებ მოხსენება და სამეთვალყურეო საბჭოს მოხსენება კრების ჩატარებამდე სულ ცოტა 1 კვირით ადრე უნდა გამოიკრას კოოპერატივის ოფისში ან გამგეობის მიერ განსაზღვრულ სხვა ადგილას, რათა წევრები გაეცნონ მათ. ყოველ წევრს აქვს უფლება, საკუთარი ხარჯით მოითხოვოს წლიური ბალანსის, მდგომარეობის შესახებ მოხსენებისა და სამეთვალყურეო საბჭოს მოხსენების ასლები.

11.მხოლოდ საერთო კრებას შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება წესდებაში (პარტნიორთა შეთანხმებაში) ცვლილებების შეტანის თაობაზე, ამასთანავე, გადაწყვეტილება სანოტარო წესით უნდა დამოწმდეს. ქვემოთ მოცემული ცვლილებების შესატანად საჭიროა კენჭისყრაში მონაწილეთა ხმების უბრალო უმრავლესობა (თუ წესდებაში (პარტნიორთა შეთანხმებაში) სხვა რამ არ არის მითითებული): ა) პაის გაზრდა; ბ) რამდენიმე სავალდებულო პაით მონაწილეობის შემოღება ან გაფართოება; გ) დამატებითი შესატანის შეტანის მოვალეობის შემოღება ან გაფართოება; დ) რეზერვებში გამსვლელ წევრთა მონაწილეობის შემოღება ან გაფართოება; ე) რამდენიმე ხმის უფლების დაწესება ან გაფართოება; ვ) პაის დაყოფა; წესდების (პარტნიორთა შეთანხმების) იმ ცვლილებისათვის, რომლითაც შემოღებული ან გაფართოებულია წევრის მოვალეობა კოოპერატივის მოწყობილობების ან სხვა საქმიანობის გამოყენების ანდა სამსახურის შემოღების შესახებ, საჭიროა ხმების 9/10-ის უმრავლესობა. წესდება (პარტნიორთა შეთანხმება) შეიძლება სხვა მოთხოვნებსაც ითვალისწინებდეს. კოოპერატივის ადგილსამყოფლის მიხედვით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციამდე გადაწყვეტილებას ძალა არა აქვს. საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1781 - სსმ I, №40, 18.07.2005წ., მუხ.279 საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5913 - სსმ I, №7, 26.03.2008წ., მუხ.33 საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1974 - სსმ I, №35, 19.11.2009წ., მუხ.262 საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3395 - ვებგვერდი,  31.03.2015წ.

სამოქალაქო საქმეთა პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 11

ყველა გადაწყვეტილება
  • №ას-513-860-072008-06-3016
    კრებულისაკასაციო არსებითი (T2)

    ნიშნავს თუ არა კოოპერატივის ქონების გადაცემა თავისთავად საწესდებო კაპიტალის შემცირებას?

    კოოპერატივის მეპაიეები ითხოვდნენ წარმომადგენელთა კრების გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, რომლითაც კოოპერატივის ქონება სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადაეცა. დავა შეეხებოდა კრების გადაწყვეტილებაუნარიანობასა და იმას, მოითხოვდა თუ არა ქონების გადაცემა საწესდებო კაპიტალის შეცვლისთვის დადგენილ ხმათა სამ მეოთხედს. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ საწესდებო კაპიტალი საზოგადოების ქონების იდენტური არ არის და კაპიტალის შემცირება დადასტურებული არ ყოფილა. სასამართლომ საკასაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა და სააპელაციო განჩინება სსსკ 410-ის საფუძველზე უცვლელად დატოვა.

  • №ას-93-87-20152015-04-1540
    კრებულიდაუშვებლობა (T5)

    საჭიროა თუ არა პარტნიორის რწმუნებულის წილის მმართველად რეგისტრაცია, როდესაც იგი წილის მმართველად დანიშნული არ არის?

    მოსარჩელე მოითხოვდა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორთა 2013 წლის 16 და 23 სექტემბრის კრებების ოქმების ბათილად ცნობას, რადგან სადავოდ მიიჩნევდა პარტნიორის წარმომადგენლის უფლებამოსილებას და კრებებზე განსახილველი საკითხების დასაბუთებულობას. უზენაესმა სასამართლომ დასაშვებობის შემოწმებისას გაიზიარა შეფასება, რომ წარმომადგენელი მოქმედებდა დავალების საფუძველზე და არ იყო წილის მმართველი, ხოლო კრების მოწვევის შეტყობინებაში დღის წესრიგის საკითხების დასაბუთება საჭირო არ იყო. სასამართლომ ვერ აღმოაჩინა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძველი და სსსკ 391-ე მუხლით საჩივარი დაუშვებლად ცნო. შედეგად, ძალაში დარჩა სარჩელზე უარის შესახებ გადაწყვეტილება; საკასაციო საჩივარი არსებითად არ განხილულა.

  • №ას-751-1381-032004-02-2521
    საკასაციო არსებითი (T2)

    არის თუ არა ოქმზე ხელმოწერის ან მისი ასლის ნამდვილობის სანოტარო დამოწმების ბათილობის დავა ადმინისტრაციული სასამართლოს განსჯადი?

    მეანაბრეები ითხოვდნენ კოოპერატივის კრების ოქმებთან დაკავშირებული სანოტარო მოქმედებებისა და რეგისტრაციაში ცვლილების ბათილად ცნობას, აგრეთვე მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურებას. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ ასლის დედანთან და ხელმოწერის ნამდვილობის დამოწმება ადმინისტრაციული გარიგება არ არის და ამ მოქმედებების ბათილობის საფუძველი არ დადგინდა. სასამართლომ ზიანის მოთხოვნაც უსაფუძვლოდ მიიჩნია და პროცესში მონაწილეობის ხარჯები საქმის განხილვასთან დაკავშირებულ ხარჯებს მიაკუთვნა. საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და სააპელაციო გადაწყვეტილება სსსკ 410-ის საფუძველზე უცვლელად დარჩა; კრების ოქმებისა და რეგისტრაციაში ცვლილების ბათილობის ნაწილში გადაწყვეტილება უკვე კანონიერ ძალაში იყო შესული.

  • №3კ-1357-022003-03-0511
    საკასაციო არსებითი (T2)

    შეუძლია თუ არა ორი წევრისაგან შემდგარი კოოპერატივის გამგეობის ერთ წევრს საერთო კრების დამოუკიდებლად მოწვევა, როდესაც წესდება კანონით დადგენილისაგან განსხვავებულ

    დავა შეეხებოდა კოოპერატივის მეპაიეთა საერთო კრების ოქმების ბათილად ცნობას და სამეწარმეო რეესტრში ცვლილებების საკითხს. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც გამგეობა ორი წევრისაგან შედგება და წესდება სხვა წესს არ ადგენს, საერთო კრებას გამგეობა იწვევს და არა მისი ერთ-ერთი წევრი. სასამართლომ ასევე არ გაიზიარა საკასაციო პრეტენზიები საპროცესო ვადისა და სასამართლოს შემადგენლობის შესახებ. საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და სააპელაციო სასამართლოს აქტი სსსკ 410-ის საფუძველზე უცვლელად დარჩა.

  • №3კ/616-012001-09-1415
    საკასაციო არსებითი (T2)

    შეიძლება თუ არა სასამართლოში დროულად შეტანილმა და რეაგირების გარეშე დარჩენილმა საჩივარმა შეაჩეროს კრების გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის დენა?

    დავა შეეხებოდა კოოპერატივის მეპაიეთა საერთო კრების ოქმისა და კრების შედეგების ბათილად ცნობას. უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ კრების გადაწყვეტილების გასაჩივრების ორთვიანი ვადის დენა შეწყდა სასამართლოსთვის დროულად წარდგენილი საჩივრით, რომელიც რეაგირების გარეშე დარჩა. პალატამ არსებით დარღვევებად მიიჩნია კრების მოწვევისა და ჩატარების იმპერატიული მოთხოვნების დაუცველობა და რეგისტრაციისთვის ჯერ კიდევ წარუდგენელი წესდების ცვლილების გამოყენება. საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სსსკ 410-ე მუხლით უცვლელად დარჩა.

  • დაუშვებლობა (T5)

    რა საფუძვლებით ამოწმებდა უზენაესი სასამართლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობას მოცემულ საქმეში?

    დავა ეხებოდა კოოპერატივის მეპაიეთა საერთო კრების ოქმის ბათილად ცნობას კრების მოწვევისა და დღის წესრიგის შესახებ ინფორმირების წესის სავარაუდო დარღვევის გამო. პირველი ინსტანციის სასამართლომ სარჩელი დააკმაყოფილა, ხოლო სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა. უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა დასაშვებობის არც ერთ მითითებულ საფუძველს. საჩივარი არსებითად არ განხილულა და სსსკ 391-ე მუხლის საფუძველზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. კოოპერატივის წევრები თავიანთ უფლებებს კოოპერატივის საქმეების გამო ახორციელებენ საერთო კრებაზე, თუ კანონი სხვა რამეს არ ითვალისწინებს. 2. საერთო კრება გადაწყვეტილებებს იღებს ხმების უბრალო უმრავლესობით, თუ კანონით ან წესდებით არ არის გათვალისწინებული ხმების უფრო მეტი რაოდენობა ან სხვა დამატებითი მოთხოვნები. არჩევნებისათვის წესდებამ შეიძლება გაითვალისწინოს გამონაკლისი წესი. 3. ყოველ წევრს აქვს თითო ხმა. წესდებით შესაძლებელია დადგინდეს ხმათა განსხვავებული გადანაწილება. 4. წევრს უფლება აქვს, პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით განახორციელოს თავისი ხმის უფლება. სასამართლოს მიერ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1293-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე მხარდაჭერის დანიშვნისას მხარდაჭერის მიმღების ან/და შეზღუდულქმედუნარიანი ფიზიკური პირის ხმის უფლებას, აგრეთვე იურიდიული პირის ხმის უფლებას ახორციელებენ მათი კანონიერი წარმომადგენლები, ხოლო სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების ხმის უფლებას ახორციელებს წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი. ფიზიკური პირის მიერ გაცემული მინდობილობა ნოტარიულად უნდა დამოწმდეს. 5. არავის არა აქვს უფლება, თავისთვის ან სხვა პირისთვის განახორციელოს ხმის უფლება, თუ არსებობს გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ მოსმენილ იქნეს მისი ან მისი წარმომადგენლის ანგარიში, ან რომ უნდა განთავისუფლდეს ვალდებულებებისაგან, ან რომ კოოპერატივმა პრეტენზიები უნდა წამოაყენოს მისი ან ამ შეცვლილი წევრის მიმართ. 6. საერთო კრებას იწვევს გამგეობა, თუ წესდებით ან კანონით სხვა პირებიც არ არიან საამისოდ უფლებამოსილი. საერთო კრება, გარდა წესდებითა და ამ კანონით სპეციალურად გათვალისწინებული შემთხვევებისა, მოწვეული უნდა იქნეს წელიწადში ერთხელ მაინც. 7. საერთო კრება დაუყოვნებლივ უნდა იქნეს მოწვეული, თუ წევრთა 1/10 ან წესდებაში საამისოდ აღნიშნული უფრო მცირე ნაწილი მათ მიერ ხელმოწერილ განცხადებაში მოითხოვს კრების მოწვევას კონკრეტული მიზნის მითითებით. თუ მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, მაშინ სასამართლოს, რომლის ტერიტორიაზედაც აქვს კოოპერატივს იურიდიული მისამართი, შეუძლია საერთო კრების მოწვევის ან დღის წესრიგის გამოცხადების უფლებამოსილება მიანიჭოს იმ წევრებს, რომლებმაც წამოაყენეს მოთხოვნა. კრების მოწვევაზე ან გამოცხადებაზე სასამართლოს მიერ მინიჭებული უფლებამოსილება უნდა გამოქვეყნდეს. 8. საერთო კრება მოიწვევა სულ ცოტა 3 კვირის ვადაში საქართველოს ერთ-ერთ ოფიციალურ ანდა წესდებით განსაზღვრულ გაზეთში გამოქვეყნებით. საერთო კრების დღის წესრიგი გამოცხადდება კრების მოწვევისას. იმ საკითხთა შესახებ, რომლებიც არ გამოცხადდება კრებამდე 3 დღით ადრე, გადაწყვეტილებები არ მიიღება. გამონაკლისია გადაწყვეტილებები კრების წარმართვის, აგრეთვე რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ. 9. საერთო კრების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე უნდა შედგეს ოქმი. იგი უნდა შეიცავდეს კრების ჩატარების ადგილსა და დღეს, კრების თავმჯდომარის სახელსა და გვარს, აგრეთვე მითითებას კენჭისყრის სახეობისა და შედეგების შესახებ და თავმჯდომარის დადგენილებას გადაწყვეტილების მიღებისა და ოქმის მიმართ სხვა განცხადებების შესახებ. ოქმს ხელს აწერენ თავმჯდომარე და გამგეობის დამსწრე წევრები და მას ერთვის კრების მოწვევის მასალები. ყოველ წევრს უნდა მიეცეს უფლება, გაეცნოს საოქმო ჩანაწერს. ოქმი ინახება კოოპერატივში. 10. საერთო კრება ამტკიცებს წლიურ ბალანსს. იგი იღებს გადაწყვეტილებას წლიური მოგების გამოყენების ან წლიური დანაკლისის დაფარვის თაობაზე, აგრეთვე გადაწყვეტილებას გამგეობისა და სამეთვალყურეო საბჭოს ანგარიშის დამტკიცების შესახებ. საერთო კრება უნდა ჩატარდეს სამეურნეო წლის დამთავრებიდან 3 თვის განმავლობაში. წლიური ბალანსი, მდგომარეობის შესახებ მოხსენება და სამეთვალყურეო საბჭოს მოხსენება კრების ჩატარებამდე სულ ცოტა 1 კვირით ადრე უნდა გამოიკრას კოოპერატივის ოფისში ან გამგეობის მიერ განსაზღვრულ სხვა ადგილას, რათა წევრები გაეცნონ მათ. ყოველ წევრს აქვს უფლება, საკუთარი ხარჯით მოითხოვოს წლიური ბალანსის, მდგომარეობის შესახებ მოხსენებისა და სამეთვალყურეო საბჭოს მოხსენების ასლები. 11. მხოლოდ საერთო კრებას შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება წესდებაში (პარტნიორთა შეთანხმებაში) ცვლილებების შეტანის თაობაზე, ამასთანავე, გადაწყვეტილება სანოტარო წესით უნდა დამოწმდეს. ქვემოთ მოცემული ცვლილებების შესატანად საჭიროა კენჭისყრაში მონაწილეთა ხმების უბრალო უმრავლესობა (თუ წესდებაში (პარტნიორთა შეთანხმებაში) სხვა რამ არ არის მითითებული): ა) პაის გაზრდა; ბ) რამდენიმე სავალდებულო პაით მონაწილეობის შემოღება ან გაფართოება; გ) დამატებითი შესატანის შეტანის მოვალეობის შემოღება ან გაფართოება; დ) რეზერვებში გამსვლელ წევრთა მონაწილეობის შემოღება ან გაფართოება; ე) რამდენიმე ხმის უფლების დაწესება ან გაფართოება; ვ) პაის დაყოფა; წესდების (პარტნიორთა შეთანხმების) იმ ცვლილებისათვის, რომლითაც შემოღებული ან გაფართოებულია წევრის მოვალეობა კოოპერატივის მოწყობილობების ან სხვა საქმიანობის გამოყენების ანდა სამსახურის შემოღების შესახებ, საჭიროა ხმების 9/10-ის უმრავლესობა. წესდება (პარტნიორთა შეთანხმება) შეიძლება სხვა მოთხოვნებსაც ითვალისწინებდეს. კოოპერატივის ადგილსამყოფლის მიხედვით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციამდე გადაწყვეტილებას ძალა არა აქვს. საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1781 - სსმ I, №40, 18.07.2005წ., მუხ.279 საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5913 - სსმ I, №7, 26.03.2008წ., მუხ.33 საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1974 - სსმ I, №35, 19.11.2009წ., მუხ.262 საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3395 - ვებგვერდი,  31.03.2015წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №50 · ძალაშია 1 აპრ. 2015-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 31 მარ. 2015

    63-ე მუხლის მე-4 პუნქტში ხმის უფლების განხორციელების წესი ახლებურად ჩამოყალიბდა მხარდაჭერის დანიშვნისა და შეზღუდულქმედუნარიანი პირების მიხედვით, ქმედუუნარო პირების მითითების გარეშე.

  2. · გამოქვეყნდა 19 ნოე. 2009

    63-ე მუხლის მე-4 და მე-11 პუნქტებში წესდებასთან ერთად დაემატა პარტნიორთა შეთანხმება, სანოტარო დამოწმების ფორმულირება განახლდა და რეგისტრაცია მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში მოითხოვება.

  3. · გამოქვეყნდა 18 ივლ. 2005

    63.7-ში ოქმი ინახება კოოპერატივში და რეესტრისთვის შეტყობინება ამოღებულია; 63.10-ში წლიური კრების ვადაა სამეურნეო წლის დამთავრებიდან 3 თვე; 63.11-ში შემცირდა წესდების ცვლილებათა ჩამონათვალი, ვადის გაგრძელება აღარ არის მითითებული და გადაწყვეტილებას ძალა აქვს რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ავთანდილ კუჭავა

ავთანდილ კუჭავა

CEO

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
766¹³286466309³⁰129385⁵85²85³15240239371363
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სამოქალაქო…მეწარმეთა შესახებმეწარმეთა შესახებადგილობრივი თვითმმართვ…საავტორო და მომიჯნავე …არასაბანკო სადეპოზიტო …