საავტომობილო გზების შესახებ

მუხლი 21. გზებით მოსარგებლეების პასუხისმგებლობა

რედაქცია №26 კონსოლიდირებული · 16 სექ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.საავტომობილო გზებით მოსარგებლენი მგზავრობა-ტვირთზიდვის დროს ვალდებულნი არიან დაიცვან ამ კანონის მოთხოვნები და საგზაო მოძრაობის წესები.

2.საწარმოებს, ორგანიზაციებს, დაწესებულებებსა და მოქალაქეებს, რომელთა მიზეზით დაზიანდება გზის საფარი, გვერდულები, მიწის ვაკისი, დამცავი მოწყობილობა, ხიდები, გზაგამტარები, წყალამრიდი და სხვა ნაგებობანი, ეკისრებათ პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და ვალდებულნი არიან აანაზღაურონ მიყენებული ზარალი.

3.საერთო სარგებლობის საავტომობილო გზების მოდერნიზაციისას კომუნიკაციების გადატანა ხორციელდება იმ ორგანიზაციების ძალებით, რომელთა ბალანსზეც ირიცხება კომუნიკაციები, საგზაო ორგანოებთან ხელშეკრულების საფუძველზე; თუ კომუნიკაციები მოწყობილია არსებული ნორმების დარღვევით, მათი გადატანა ხდება მესაკუთრის ძალებითა და ხარჯებით. საქართველოს 1997 წლის 16 ოქტომბრის კანონი №944-პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.54

სამოქალაქო საქმეთა პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 2

ყველა გადაწყვეტილება
  • №ას-1009-20242025-09-2937
    დაუშვებლობა (T5)

    რა წინაპირობები უნდა დაამტკიცოს მოსარჩელემ დელიქტური ზიანის ასანაზღაურებლად?

    საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი შპს „ს.ჯ.გ–ისგან“ ბუნებრივი აირის მილის გადატანის ხარჯების ანაზღაურებას მოითხოვდა. დავა შეეხებოდა გაზსადენის კანონიერებას, დელიქტური პასუხისმგებლობის წინაპირობებსა და უსაფუძვლო გამდიდრებას. უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ გაზსადენის კანონიერებას ადასტურებდა ადგილობრივი ორგანოს თანხმობა და ექსპლუატაციაში მიღების გაუქმებელი აქტი, ხოლო უსაფუძვლო გამდიდრებაზე კასატორის მსჯელობა ჰიპოთეზური იყო. საკასაციო საჩივარი სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე დაუშვებლად იქნა ცნობილი და არსებითად არ განხილულა.

  • №ას-691-20192019-07-1939
    დაუშვებლობა (T5)

    როდის შეიძლება სატრანსპორტო საშუალების მფლობელს მისი ექსპლუატაციით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება ბრალის მიუხედავად დაეკისროს?

    საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოპასუხეებისაგან გვირაბის სავენტილაციო მოწყობილობების დაზიანებით მიყენებული ზიანის სოლიდარულ ანაზღაურებას ითხოვდა. სადავო იყო ზიანის ოდენობა, ექსპერტიზის ხარჯი და მეორე მოპასუხის მიმართ მოთხოვნის ხანდაზმულობა. უზენაესმა სასამართლომ განმარტა სატრანსპორტო საშუალების მფლობელის ბრალისგან დამოუკიდებელი პასუხისმგებლობა, მტკიცებულებათა შეფასებისა და დელიქტური მოთხოვნის ხანდაზმულობის წესები. სასამართლომ ორივე საკასაციო საჩივარი სსსკ 391-ე მუხლის საფუძველზე დაუშვებლად ცნო და არსებითად განსახილველად არ დაუშვა; ძალაში დარჩა სააპელაციო გადაწყვეტილება, რომლითაც მეორე მოპასუხეს დაეკისრა 11850 ევროს ეკვივალენტი ლარის გადახდა.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №7 · ძალაშია 14 ნოე. 2007-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 3 დეკ. 2010
  2. 21-ე მუხლს დაემატა 1997 წლის 16 ოქტომბრის №944 კანონის წყაროს მითითება; კომუნიკაციების მესაკუთრის ძალებითა და ხარჯებით გადატანის წესი უცვლელია.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
4413420191510127792018131221
მნიშვნელობით ახლოსადგილობრივი მნიშვნელობ…საავტომობილო გზების შე…საავტომობილო ტრანსპორტ…საქართველოს საჰაერო კო…საქართველოს სარკინიგზო…საგზაო მოძრაობის შესახ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №26 · ბოლოს შემოწმდა