Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაგზაო მოძრაობის შესახებმუხლი 41

საგზაო მოძრაობის შესახებ

მუხლი 41. სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებასთან დაკავშირებული სპეციალური წესები

რედაქცია №36 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12346789

1.ამ კანონის 33-ე მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით, დასახლებულ პუნქტში სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებისთვის მოძრაობის გასაადვილებლად სხვა სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებმა უნდა შეანელონ მოძრაობა და აუცილებლობის შემთხვევაში გაჩერდნენ, რათა სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებამ შეძლოს გასაჩერებელი პუნქტიდან გამოსვლისთვის საჭირო მანევრის შესრულება. სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია მოძრაობის განახლების განზრახვის შესახებ მოხვევის შუქ-მაჩვენებლით სიგნალის მიცემის შემდეგ მიიღოს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილებისთვის საჭირო სიფრთხილის ზომები და მოძრაობა დაიწყოს მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდება, რომ სხვა სატრანსპორტო საშუალებები გზას უთმობენ.

2.გზაჯვარედინის მიღმა, სადაც ტრამვაის ლიანდაგი გზის სავალ ნაწილს კვეთს, ტრამვაის აქვს უპირატესობა ურელსო სატრანსპორტო საშუალების მიმართ, გარდა დეპოდან გამოსვლის შემთხვევისა.

3.გზაზე, სადაც 5.11, 5.13.1, 5.13.2, 5.14 და 5.41 საგზაო ნიშნებით აღნიშნული სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისთვის განკუთვნილი ზოლია, აკრძალულია აღნიშნულ ზოლზე სხვა სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა და გაჩერება, გარდა ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული გამონაკლისებისა. თუ ეს ზოლი დანარჩენი სავალი ნაწილისგან მონიშვნის წყვეტილი ხაზითაა გამოყოფილი, მოხვევისას სხვა სატრანსპორტო საშუალებები ამ ზოლზე უნდა გადაჯგუფდნენ. ნებადართულია აგრეთვე აღნიშნული ზოლის ასეთ ადგილებში შესვლა გზაზე გასვლისას და მგზავრთა ჩასხდომა/დასხდომა-გადმოსხდომისას სავალი ნაწილის მარჯვენა კიდესთან, თუ ეს არ დააბრკოლებს სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობას ან/და სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისთვის განკუთვნილ სპეციალურ ზოლში მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს გადაწყვეტილებით განსაზღვრული ან/და დაშვებული შესაბამისი კატეგორიის მსუბუქი ავტომობილის − ტაქსის (M1 კატეგორია) ან/და მოტოციკლის (გარდა სამთვლიანისა) ან/და მოპედის (გარდა სამთვლიანისა) მოძრაობას.“;

4.გზაზე, სადაც 5.11, 5.13.1, 5.13.2, 5.14 და 5.41 საგზაო ნიშნებით აღნიშნული სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისთვის განკუთვნილი ზოლია, შესაძლებელია მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს გადაწყვეტილებით განსაზღვრული ან/და დაშვებული შესაბამისი კატეგორიის მსუბუქი ავტომობილის − ტაქსის (M1 კატეგორია) ან/და მოტოციკლის (გარდა სამთვლიანისა) ან/და მოპედის (გარდა სამთვლიანისა) მოძრაობა ან/და გაჩერება (გარდა 5.16 საგზაო ნიშნითა და 1.17 საგზაო მონიშვნით აღნიშნული ადგილისა) მგზავრთა ჩასხდომა/დასხდომა-გადმოსხდომის მიზნით, თუ ეს არ დააბრკოლებს სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობას. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში შესაბამისი კატეგორიის მსუბუქი ავტომობილის − ტაქსის (M1 კატეგორია) ან/და მოტოციკლის (გარდა სამთვლიანისა) ან/და მოპედის (გარდა სამთვლიანისა) მიერ სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისთვის განკუთვნილი სპეციალური ზოლის („BUS LANE“) მონიშვნის უწყვეტი ხაზის გადაკვეთა აკრძალულია. „5. 01:00 საათიდან 06:00 საათამდე (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მუნიციპალიტეტის მიერ საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილებისთვის სხვა დროის მონაკვეთია განსაზღვრული) დასაშვებია სავალი ნაწილის კიდესთან სატრანსპორტო საშუალებათა საერთო ნაკადის თანმხვედრი მიმართულებით სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისთვის განკუთვნილ ზოლში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული შესაბამისი საშვის მქონე იმ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გაჩერება და დგომა, რომლითაც ხდება სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებული საქონლის ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი პირისთვის მიწოდება ან მის სასარგებლოდ გადატანა.

6.ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია: ა) სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისთვის განკუთვნილ ზოლში გადასვლისას, გაჩერებისას და დგომისას (ზოლიდან გამოსვლამდე) სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეთა გაფრთხილებისთვის ჩართული ჰქონდეს საავარიო შუქსიგნალიზაცია; ბ) გაჩერების შემდეგ დაუყოვნებლივ დადგას საავარიო გაჩერების ნიშანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებიდან არანაკლებ 15 მეტრის მანძილზე; გ) დაიცვას ამ კანონით გათვალისწინებული საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესები; დ) ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული მიზნის მიღწევისას დაუყოვნებლივ გამოვიდეს სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისთვის განკუთვნილი ზოლიდან.

7.მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია დაადგინოს ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული სავალი ნაწილის კიდესთან სატრანსპორტო საშუალებათა საერთო ნაკადის თანმხვედრი მიმართულებით სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისთვის განკუთვნილ ზოლში გაჩერებისა და დგომის საათებისგან განსხვავებული დროის მონაკვეთი.

8.ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით, აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული მოთხოვნების დაუცველად მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისთვის განკუთვნილ ზოლში გაჩერება და დგომა გამოიწვევს ამ სატრანსპორტო საშუალების მძღოლისთვის საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებას საერთო საფუძველზე.

9.ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული სავალი ნაწილის კიდესთან სატრანსპორტო საშუალებათა საერთო ნაკადის თანმხვედრი მიმართულებით სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისთვის განკუთვნილ ზოლში გაჩერებისა და დგომის დამატებით წესებსა და პირობებს, მათ შორის, შესაბამისი საშვის გაცემისა და გაუქმების წესებსა და პირობებს, განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. საქართველოს 2022 წლის 6 სექტემბრის კანონი №1718 – ვებგვერდი, 16.09.2022წ. საქართველოს 2024 წლის 19 ივლისის კანონი №4387 – ვებგვერდი, 30.07.2024წ. საქართველოს 2026 წლის 25 ივნისის კანონი №1837 – ვებგვერდი, 26.06.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №36 · ძალაშია 26 ივნ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 26 ივნ. 2026

    41-ე მუხლის მე-3 პუნქტის გამონაკლისები ახლა მოიცავს მე-4 და მე-5 პუნქტებს, ხოლო დაემატა მე-5–მე-9 პუნქტები, რომლებიც ღამის საათებში საშვის მქონე სატრანსპორტო საშუალებას საქონლის მიწოდებისთვის სამარშრუტო ზოლში გაჩერების უფლებას, მძღოლის ვალდებულებებს და მინისტრისა და მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებებს ადგენს.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 40შემდეგი მუხლი 42

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 25 ივნ. 2026 · №36

  • 1 ცვლილება · ბოლო 26 ივნ. 2026
  • ციტირებულია 2 მუხლი
  • 6 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 33

მიუთითებენ მასზე

საქართველოს ადმინი… 125მუხლი 37

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საგზაო მოძრაობის შესახებ

  • 37გაჩერება და დგომა
  • 40სალიანდაგო სატრანსპორტო საშუალებასთან დაკავშირებული სპეციალური წესები
  • 33სიჩქარე და დისტანცია

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ

  • 37სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებათა პრიორიტეტი
  • 28სატრანსპორტო საშუალებათა განლაგება სავალ ნაწილზე
  • 33ქვეითთა გადასასვლელი და სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების გაჩერება

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 250სატრანსპორტო საშუალების მართვისაგან ჩამოშორება ან/და სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ სადგომზე გადაყვანა

საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ

  • 10მოძრაობის უსაფრთხოება და რეგულირება

საავტომობილო გზების შესახებ

  • 15საავტომობილო გზებით სარგებლობის წესი
  • 16შეზღუდვა და აკრძალვები საავტომობილო გზებით სარგებლობისათვის

სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ

  • 27 (დანართი 1)

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის შესახებ

  • 28 (დანართი 1)პატრულირების განხორციელებისას სატრანსპორტო საშუალებების გაჩერების ზოგადი მოთხოვნები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
37283312525015161033374027 (დ…28 (დ…41
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაგზაო მოძრაობის შესახ…საქართველოს ადმინისტრა…საგზაო მოძრაობის უსაფრ…საავტომობილო ტრანსპორტ…საავტომობილო გზების შე…სახელმწიფო საზღვრის რე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026 · რედაქცია №36 · ბოლოს შემოწმდა 24 ოქტ. 2026