1.საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ქსელის განვითარების, დაპროექტებისა და სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის საკითხებში ერთიან სახელმწიფო პოლიტიკას შეიმუშავებს და ახორციელებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო.
1¹.(ამოღებულია).
2.საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს ევალება: ა) საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების დაპროექტება, მშენებლობა, მოდერნიზება, რეკონსტრუქცია, რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მოთხოვნებისა და მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით გზების კეთილმოწყობა და სრულქმნა, დამთავრებული საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების საექსპლუატაციოდ მიღება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ბ) საავტომობილო გზების გამტარუნარიანობის გაზრდა, მოძრაობის ორგანიზების გაუმჯობესება; გ) საავტომობილო გზების დაცვისა და გზებით სარგებლობის წესების შესრულების კონტროლი, საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის შედგენა და წინადადებების მომზადება მათში ცვლილებების შესატანად; დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტთან შეთანხმებით, საავტომობილო გზებზე მოძრაობის დროებით შეწყვეტა ან შეზღუდვა, აგრეთვე აუცილებელ შემთხვევაში ამ გზებზე აღნიშნულ პერიოდში ცალკეული სატრანსპორტო საშუალების გატარება.
3.საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო უფლებამოსილია ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების/საავტომობილო გზების მონაკვეთების მოვლა-შენახვის მოვალეობის შესრულება სრულად ან ნაწილობრივ დააკისროს მის მართვაში არსებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირს. საქართველოს 1997 წლის 16 ოქტომბრის კანონი №944-პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.54 საქართველოს 2001 წლის 20 ივლისის კანონი №1018-სსმI, №24, 0 1.08.2001წ., მუხ.96 საქართველოს 2007 წლის 26 ოქტომბრის კანონი №5424-სსმI, №38, 14.11.2007წ., მუხ.366 საქართველოს 2008 წლის 23 დეკემბრის კანონი №855-სსმI, №40, 29.12.2008წ., მუხ.280 საქართველოს 2009 წლის 4 დეკემბრის კანონი №2268-სსმI, №45, 21.12.2009წ., მუხ.337 საქართველოს 2025 წლის 16 აპრილის კანონი №494 – ვებგვერდი, 16.04.2025წ. საქართველოს 2026 წლის 25 ივნისის კანონი №1793 – ვებგვერდი, 01.07.2026წ. საქართველოს 2026 წლის 16 სექტემბრის კანონი №1862/9 – ვებგვერდი, 16.09.2026წ.
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ქსელის განვითარების, დაპროექტებისა და სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის საკითხებში ერთიან სახელმწიფო პოლიტიკას შეიმუშავებს და ახორციელებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო.11.(ამოღებულია).2. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს ევალება:ა) საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების დაპროექტება, მშენებლობა, მოდერნიზება, რეკონსტრუქცია, რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მოთხოვნებისა და მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით გზების კეთილმოწყობა და სრულქმნა, დამთავრებული საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების საექსპლუატაციოდ მიღება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;ბ) საავტომობილო გზების გამტარუნარიანობის გაზრდა, მოძრაობის ორგანიზების გაუმჯობესება;გ) საავტომობილო გზების დაცვისა და გზებით სარგებლობის წესების შესრულების კონტროლი, საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის შედგენა და წინადადებების მომზადება მათში ცვლილებების შესატანად;დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტთან შეთანხმებით, საავტომობილო გზებზე მოძრაობის დროებით შეწყვეტა ან შეზღუდვა, აგრეთვე აუცილებელ შემთხვევაში ამ გზებზე აღნიშნულ პერიოდში ცალკეული სატრანსპორტო საშუალების გატარება.3. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო უფლებამოსილია ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების/საავტომობილო გზების მონაკვეთების მოვლა-შენახვის მოვალეობის შესრულება სრულად ან ნაწილობრივ დააკისროს მის მართვაში არსებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირს.საქართველოს 1997 წლის 16 ოქტომბრის კანონი №944-პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.54საქართველოს 2001 წლის 20 ივლისის კანონი №1018-სსმI, №24,01.08.2001წ., მუხ.96საქართველოს 2007 წლის 26 ოქტომბრის კანონი №5424-სსმI, №38, 14.11.2007წ., მუხ.366საქართველოს 2008 წლის 23 დეკემბრის კანონი №855-სსმI, №40, 29.12.2008წ., მუხ.280საქართველოს 2009 წლის 4 დეკემბრის კანონი №2268-სსმI, №45, 21.12.2009წ., მუხ.337საქართველოს 2025 წლის 16 აპრილის კანონი №494 – ვებგვერდი, 16.04.2025წ.საქართველოს 2026 წლის 25 ივნისის კანონი №1793 – ვებგვერდი, 01.07.2026წ.საქართველოს 2026 წლის 16 სექტემბრის კანონი №1862/9 – ვებგვერდი, 16.09.2026წ.
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №25 · ძალაშია 18 სექ. 2026-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 9
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
· გამოქვეყნდა 16 სექ. 2026
მე-9 მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებში სამინისტროს დასახელებას დაემატა „რეგიონული განვითარებისა და“; ორივე უფლებამოსილება ახლა ამ სამინისტროს ეკუთვნის.
მე-9 მუხლს დაემატა მე-3 პუნქტი, რომლითაც სამინისტროს ეძლევა უფლება, მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გზების მოვლა-შენახვა სრულად ან ნაწილობრივ დააკისროს მის მართვაში არსებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირს.
· გამოქვეყნდა 16 აპრ. 2025
პირველ პუნქტში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემმუშავებელი და განმახორციელებელი სამინისტრო ახლა საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროა.
· გამოქვეყნდა 3 დეკ. 2010
პირველ პუნქტში პოლიტიკის შემმუშავებელი ეკონომიკური განვითარების სამინისტრო შეიცვალა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროთი, რომელსაც განხორციელებაც დაევალა. 1¹ პუნქტი, რომელიც განხორციელებას ცალკე ითვალისწინებდა, ამოღებულია.
· გამოქვეყნდა 29 დეკ. 2008
პირველ პუნქტში ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ფუნქცია პოლიტიკის შემუშავებაა, ხოლო ახალი 1¹ პუნქტით პოლიტიკის განხორციელება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ეკისრება.
მე-9 მუხლის პირველ პუნქტში ერთიანი პოლიტიკის გამტარებელი ეკონომიკური განვითარების სამინისტროა, ხოლო მე-2 პუნქტში მოვალეობები გადაეცა საავტომობილო გზების დეპარტამენტს და შემოიფარგლა საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებით.
მე-9 მუხლის პირველ პუნქტში გზების ქსელის განვითარების საკითხებში პოლიტიკა ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროსთან შეთანხმებით ტარდება, ხოლო დაპროექტების, მშენებლობისა და სხვა ჩამოთვლილ საკითხებში — დამოუკიდებლად.
მნიშვნელობით ახლოსსაავტომობილო გზების შე…საქართველოს ადმინისტრა…საგზაო მოძრაობის შესახ…საავტომობილო ტრანსპორტ…საქართველოს სარკინიგზო…ტრანსპორტის სფეროს მარ…
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №26 · ბოლოს შემოწმდა