საავტომობილო გზების შესახებ

მუხლი 26¹. შავი წერტილების იდენტიფიცირება და აღმოფხვრა

რედაქცია №26 კონსოლიდირებული · 16 სექ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.შავი წერტილი არის საერთო სარგებლობის საავტომობილო გზის არაუმეტეს 300-მეტრიანი მონაკვეთი, რომლის ფარგლებში 3 კალენდარული წლის განმავლობაში დაფიქსირებულია ერთ-ერთი შემდეგი შემთხვევა: ა) ადამიანის  დაღუპვით  დასრულებული  არანაკლებ  4  საგზაო- სატრანსპორტო შემთხვევა; ბ) ადამიანის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებით ან/და ადამიანის დაღუპვით დასრულებული ჯამში არანაკლებ 10 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად შავი წერტილების იდენტიფიცირებას ახდენს და მათ შესახებ ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს, ავტონომიური რესპუბლიკების ორგანოებს და მუნიციპალიტეტების ორგანოებს მათ მართვაში  არსებული  საერთო  სარგებლობის  საავტომობილო გზების მიხედვით აწვდის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

3.საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ავტონომიური რესპუბლიკების ორგანოები და მუნიციპალიტეტების ორგანოები მათ მართვაში არსებული საერთო სარგებლობის საავტომობილო გზების მიხედვით შავი წერტილების აღმოფხვრისა და ამ გზებზე უსაფრთხო გადაადგილების  უზრუნველყოფის  მიზნით  შესაბამისი  ღონისძიებების განსახორციელებლად შეიმუშავებენ წესებს. ეს წესები საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ შემუშავების შემთხვევაში მტკიცდება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ნორმატიული აქტით, ავტონომიური რესპუბლიკების ორგანოების მიერ შემუშავების შემთხვევაში − ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოების ნორმატიული აქტებით, ხოლო მუნიციპალიტეტების ორგანოების მიერ შემუშავების შემთხვევაში − მუნიციპალიტეტების საკრებულოების დადგენილებებით.

4.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ავტონომიური რესპუბლიკების ორგანოები და მუნიციპალიტეტების ორგანოები კოორდინირებულად უზრუნველყოფენ ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად განსახორციელებელი ღონისძიებების დაგეგმვისა და განხორციელების მიზნით წინადადებების/ანგარიშების მომზადებას. საქართველოს 2020 წლის 23 ივნისის კანონი №6364 – ვებგვერდი, 01.07.2020წ. საქართველოს 2025 წლის 16 აპრილის კანონი №494 – ვებგვერდი, 16.04.2025წ. საქართველოს 2026 წლის 16 სექტემბრის კანონი №1862/9 – ვებგვერდი, 16.09.2026წ. V. მიწების გამოყოფა და გამოყენება

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. შავი წერტილი არის საერთო სარგებლობის საავტომობილო გზის არაუმეტეს 300-მეტრიანი მონაკვეთი, რომლის ფარგლებში 3 კალენდარული წლის განმავლობაში დაფიქსირებულია ერთ-ერთი შემდეგი შემთხვევა: ა) ადამიანის  დაღუპვით  დასრულებული  არანაკლებ  4  საგზაო- სატრანსპორტო შემთხვევა; ბ) ადამიანის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებით ან/და ადამიანის დაღუპვით დასრულებული ჯამში არანაკლებ 10 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად შავი წერტილების იდენტიფიცირებას ახდენს და მათ შესახებ ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს, ავტონომიური რესპუბლიკების ორგანოებს და მუნიციპალიტეტების ორგანოებს მათ მართვაში  არსებული  საერთო  სარგებლობის  საავტომობილო გზების მიხედვით აწვდის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. 3. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ავტონომიური რესპუბლიკების ორგანოები და მუნიციპალიტეტების ორგანოები მათ მართვაში არსებული საერთო სარგებლობის საავტომობილო გზების მიხედვით შავი წერტილების აღმოფხვრისა და ამ გზებზე უსაფრთხო გადაადგილების  უზრუნველყოფის  მიზნით  შესაბამისი  ღონისძიებების განსახორციელებლად შეიმუშავებენ წესებს. ეს წესები საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ შემუშავების შემთხვევაში მტკიცდება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ნორმატიული აქტით, ავტონომიური რესპუბლიკების ორგანოების მიერ შემუშავების შემთხვევაში − ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოების ნორმატიული აქტებით, ხოლო მუნიციპალიტეტების ორგანოების მიერ შემუშავების შემთხვევაში − მუნიციპალიტეტების საკრებულოების დადგენილებებით. 4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ავტონომიური რესპუბლიკების ორგანოები და მუნიციპალიტეტების ორგანოები კოორდინირებულად უზრუნველყოფენ ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად განსახორციელებელი ღონისძიებების დაგეგმვისა და განხორციელების მიზნით წინადადებების/ანგარიშების მომზადებას. საქართველოს 2020 წლის 23 ივნისის კანონი №6364 – ვებგვერდი, 01.07.2020წ. საქართველოს 2025 წლის 16 აპრილის კანონი №494 – ვებგვერდი, 16.04.2025წ. საქართველოს 2026 წლის 16 სექტემბრის კანონი №1862/9 – ვებგვერდი, 16.09.2026წ. V. მიწების გამოყოფა და გამოყენება

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №25 · ძალაშია 18 სექ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 30 ნოე. 1994 – 1 ივლ. 2020 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 16 სექ. 2026

    26¹ მუხლში დეპარტამენტის წესების დამამტკიცებელი ერთობლივი აქტის ერთ-ერთი თანაავტორი მინისტრი ახლა არის რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი.

  2. · გამოქვეყნდა 16 აპრ. 2025

    მე-3 პუნქტში შავი წერტილების წესების დამამტკიცებელი ერთობლივი აქტის ერთ-ერთი ავტორი ახლა საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრია.

  3. დაემატა 26¹ მუხლი შავი წერტილების იდენტიფიცირებისა და აღმოფხვრის შესახებ: ცნება (300-მეტრიანი მონაკვეთი, 3 წელი, 4 ლეტალური ან ჯამში 10 მძიმე/ლეტალური შემთხვევა), შინაგან საქმეთა სამინისტროს როლი, წესების შემუშავება და დამტკიცება, კოორდინირებული ანგარიშგება.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
281118⁶2341713811¹3 (და…1016326¹
მნიშვნელობით ახლოსსაავტომობილო გზების შე…საგზაო მოძრაობის შესახ…საქართველოს ადმინისტრა…ტექნიკური რეგლამენტის …ადგილობრივი მნიშვნელობ…საქართველოს სისხლის სა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №26 · ბოლოს შემოწმდა