საგზაო მოძრაობის შესახებ

მუხლი 11¹. გზისპირა ზონაში საგზაო ინსპექტირება

რედაქცია №36 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.„M2“, „M3“, „N1“, „N2“, „N3“, „O3“, „O4“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალება ექვემდებარება გზისპირა ზონაში საგზაო ინსპექტირებას, რაც გულისხმობს გზისპირა ზონაში ამ სატრანსპორტო საშუალების შემოწმებას; კერძოდ, მოწმდება შემდეგი საკითხები: ა) სახიფათო ტვირთის გადაზიდვის წესების დაცვა; ბ) მძღოლის შრომისა და დასვენების რეჟიმის დაცვა და საკონტროლო მოწყობილობის (ტაქოგრაფის) ელექტრონული ბარათის გამოყენება; გ) სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური გამართულობა; დ) ტვირთის ძარაზე დამაგრების წესების დაცვა; ე) საერთაშორისო საავტომობილო გადაყვანასთან/გადაზიდვასთან დაკავშირებული შესაბამისი სანებართვო დოკუმენტის გამოყენების წესების დაცვა; ვ) საკონტროლო მოწყობილობის (ტაქოგრაფის) და სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობის მონტაჟისა და კალიბრაციის წესების დაცვა; ზ) სატრანსპორტო საშუალების მასა და გაბარიტები.

2.გზისპირა ზონაში საგზაო ინსპექტირებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დახმარებით ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს უფლებამოსილი პირი. გზისპირა ზონაში საგზაო ინსპექტირების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

3.ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებული საქართველოს ნორმატიული აქტებით განსაზღვრული შესაბამისი მოთხოვნების დარღვევები სიმძიმის მიხედვით პირველი ხარისხის, მე-2 ხარისხისა და  მე-3 ხარისხის დარღვევებად იყოფა. ამ დარღვევების ამგვარი, ხარისხობრივი დაყოფა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4336 – ვებგვერდი, 12.07.2024წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №32 · ძალაშია 1 იან. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 3 იან. 2014 – 1 იან. 2026 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
118⁶2322185³14235111329¹ (…20 (დ…1411¹
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაგზაო მოძრაობის შესახ…საქართველოს ადმინისტრა…სახელმწიფო საზღვრის რე…საავტომობილო გზების შე…საავტომობილო ტრანსპორტ…პოლიციის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №36 · ბოლოს შემოწმდა