სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი

მუხლი 60. უფლებამოსილი პირის მოვალეობები და პასუხისმგებლობა

რედაქცია №16 კონსოლიდირებული · 4 ოქტ. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.უფლებამოსილი პირი თავისი კომპეტენციის ფარგლებში ვალდებულია: ა) დროულად და სრულად უზრუნველყოს სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობაზე სახელმწიფო კონტროლის განხორციელება ცხოველთა ჯანმრთელობისა და მცენარეთა დაცვის უზრუნველსაყოფად; ბ) ზუსტად და განუხრელად დაიცვას საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, ამ კოდექსის მოთხოვნები; გ) სამსახურებრივი უფლებამოსილება და სამსახურებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი მოწმობა, სიმბოლოები და იდენტიფიკაციის სხვა საშუალებები გამოიყენოს კეთილსინდისიერად, მხოლოდ სამსახურებრივი მიზნებისათვის და არა რაიმე უპირატესობის მოსაპოვებლად; დ) თავიდან აიცილოს ნებისმიერი მოქმედება, რომელიც ზიანს მიაყენებს პირადად მის ან მისი სამსახურის რეპუტაციას; ე) სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს მიცემული ინსტრუქციების შესაბამისად.

2.უფლებამოსილი პირი, ამ მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად მოვალეობების შესრულებისას, სათანადო ქმედებასთან დაკავშირებული ნებისმიერი პირის თხოვნის საფუძველზე წარადგენს თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელ მოწმობას.

3.უფლებამოსილი პირი ამ მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. საქართველოს 2014 წლის 17 აპრილის კანონი №2285 - ვებგვერდი, 02.05.2014წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. უფლებამოსილი პირი თავისი კომპეტენციის ფარგლებში ვალდებულია: ა) დროულად და სრულად უზრუნველყოს სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობაზე სახელმწიფო კონტროლის განხორციელება ცხოველთა ჯანმრთელობისა და მცენარეთა დაცვის უზრუნველსაყოფად; ბ) ზუსტად და განუხრელად დაიცვას საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, ამ კოდექსის მოთხოვნები; გ) სამსახურებრივი უფლებამოსილება და სამსახურებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი მოწმობა, სიმბოლოები და იდენტიფიკაციის სხვა საშუალებები გამოიყენოს კეთილსინდისიერად, მხოლოდ სამსახურებრივი მიზნებისათვის და არა რაიმე უპირატესობის მოსაპოვებლად; დ) თავიდან აიცილოს ნებისმიერი მოქმედება, რომელიც ზიანს მიაყენებს პირადად მის ან მისი სამსახურის რეპუტაციას; ე) სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს მიცემული ინსტრუქციების შესაბამისად. 2. უფლებამოსილი პირი, ამ მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად მოვალეობების შესრულებისას, სათანადო ქმედებასთან დაკავშირებული ნებისმიერი პირის თხოვნის საფუძველზე წარადგენს თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელ მოწმობას. 3. უფლებამოსილი პირი ამ მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. საქართველოს 2014 წლის 17 აპრილის კანონი №2285 - ვებგვერდი, 02.05.2014წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №3 · ძალაშია 1 იან. 2020-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 2 მაი. 2014

    60-ე მუხლს დაემატა მე-3 პუნქტი, რომელიც უფლებამოსილ პირს პასუხისმგებლობას აკისრებს ამ მუხლის ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
11²1120592212123591221660
მნიშვნელობით ახლოსსურსათის/ცხოველის საკვ…საქართველოს სახელმწიფო…შინაურ ბინადარ ცხოველთ…ენერგოეტიკეტირების შეს…საქართველოს ფინანსთა ს…პენიტენციური კოდექსი

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №16 · ბოლოს შემოწმდა