1.საკონტრაქტო მოსამსახურეს კონტრაქტი ვადამდე შეუწყდება და დათხოვნილი იქნება სამსახურიდან კონტრაქტით ნამსახურები ვადის ჩაუთვლელად, თუ მისი დროებით შრომისუუნარობის გამო საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის პერიოდი აღემატება ერთ თვეს.
2.ამ მუხლის პირველი პუნქტით დაწესებული შეზღუდვა არ ვრცელდება იმ მოსამსახურეზე, რომლის დროებით შრომისუუნარობის გამო საავადმყოფო ფურცელზე ყოფნა გამოწვეულია სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მიღებული დაზიანებით.

