სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ

მუხლი 36. სამხედრო სამსახურიდან ვადამდე დათხოვნა

რედაქცია №81კონსოლიდირებული · 21 სექ. 2023

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.სამხედრო სამსახურიდან ვადამდე ითხოვენ იმ სამხედრო მოსამსახურეს, რომელიც სამხედრო-სამედიცინო-საექსპერტო კომისიამ სამხედრო სამსახურისთვის უვარგისად ან შეზღუდულად ვარგისად ცნო.

2.სამხედრო მოსამსახურის სამხედრო სამსახურიდან ვადამდე დათხოვნის სხვა შემთხვევები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით და სამხედრო სამსახურის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

3.სამხედრო მოსამსახურე, რომელიც სამხედრო ვალდებულებას იხდის გაწვევით, სამხედრო სამსახურიდან ვადამდე იქნება დათხოვნილი ამ კანონის 29-ე მუხლით ან 30-ე მუხლით (გარდა 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ 1 “−„გ 3 “, „ნ“ და „პ“ ქვეპუნქტებისა) გათვალისწინებული პირობის წარმოქმნისას.

4.სამხედრო მოსამსახურე, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილია უგზო-უკვლოდ დაკარგულად, ამოირიცხება სამხედრო ნაწილის პირადი შემადგენლობის სიიდან.

5.სამხედრო მოსამსახურე, რომელიც სამხედრო ვალდებულებას იხდის გაწვევით, გარდა ამ მუხლით გათვალისწინებული პირობებისა, ცალკეულ შემთხვევებში სამხედრო სამსახურიდან ვადამდე შეიძლება დათხოვნილ იქნეს საქართველოს მთავრობის დადგენილებით. საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №984 - სსმ I, №42, 31.12.2004 წ., მუხ.234 საქართველოს 2013 წლის 2 7 სექტემბრის კანონი №1387 – ვებგვერდი, 09.10.2013წ. საქართველოს 2013 წლის 13 დეკემბრის კანონი №1777 - ვებგვერდი, 28.12.2013წ. საქართველოს 2014 წლის 29 ივლისის კანონი №2554 - ვებგვერდი, 08.08.2014წ. საქართველოს 2018 წლის 31 ოქტომბრის კანონი №3582 – ვებგვერდი, 21.11.2018წ. საქართველოს 2020 წლის 29 სექტემბრის კანონი №7190  – ვებგვერდი, 05.10.2020წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №77 · ძალაშია 5 ოქტ. 2020-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 28 დეკ. 2013 – 1 იან. 2014 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 5

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 36-ე მუხლის მე-3 პუნქტი ახლებურად ჩამოყალიბდა: ვადამდე დათხოვნის გამონაკლისი ახლა მოიცავს 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ 1“−„გ 3“ ქვეპუნქტებს; „ასრულებს“ შეიცვალა „იხდის“-ით, ხოლო „პირობების“ — „პირობის“-ით.

  2. 36-ე მუხლს დაემატა მე-2 პუნქტი, რომლის მიხედვით ვადამდე დათხოვნის სხვა შემთხვევებს განსაზღვრავს კანონმდებლობა და სამხედრო სამსახურის დებულება.

  3. 36-ე მუხლის მე-3 პუნქტი ახლებურად ჩამოყალიბდა: გაწვევით მოსამსახურე ვადამდე „იქნება დათხოვნილი“ 29-ე ან 30-ე მუხლის პირობების წარმოქმნისას, 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ¹“, „გ²“, „ნ“ და „პ“ ქვეპუნქტების გარდა.

  4. 36-ე მუხლის მე-5 პუნქტში გაწვევით მოსამსახურის ცალკეულ შემთხვევებში ვადამდე დათხოვნის უფლებამოსილება თავდაცვის მინისტრიდან საქართველოს მთავრობის დადგენილებაზე გადავიდა.

  5. 36-ე მუხლის მე-2 პუნქტში დებულებას ამტკიცებს მთავრობა; დაემატა მე-5 პუნქტი, რომლითაც გაწვეულ მოსამსახურეს ცალკეულ შემთხვევებში ვადამდე ათხოვნებს თავდაცვის მინისტრი.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
18172930115930¹14325286857514536
მითითებამნიშვნელობით ახლოსსამხედრო ვალდებულებისა…თავდაცვის კოდექსიარასამხედრო ალტერნატიუ…სამხედრო პოლიციის თანა…საქართველოს სახელმწიფო…პენიტენციური კოდექსი