Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაადმინისტრაციული ხელშეკრულებების სტანდარტული ფორმების დამტკიცების შესახებმუხლი 5

ადმინისტრაციული ხელშეკრულებების სტანდარტული ფორმების დამტკიცების შესახებ

მუხლი 5. სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერება

რედაქცია №5 კონსოლიდირებული · 21 თებ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

5.1. ხელშეკრულებით დასაქმებული პირის სამსახურებრივი უფლებამოსილება ჩერდება:

5.1.1. შვებულების დროს.

5.1.2. დროებითი შრომისუუნარობის დროს, რაც დასტურდება შესაბამისი საავადმყოფო ფურცლის საფუძველზე.

5.1.3. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 99-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ხელშეკრულებით დასაქმებულის სამსახურიდან ჩამოშორების პერიოდში.

5.1.4. საქართველოს პრეზიდენტის, წარმომადგენლობითი ორგანოს ან მუნიციპალიტეტის გამგებლის/მერის არჩევნებში ხელშეკრულებით დასაქმებული პირის კანდიდატად წარდგენისას, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.

5.1.5. ხელშეკრულებით დასაქმებული პირის სამხედრო სავალდებულო სამსახურში ან არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევისას, სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლის, აგრეთვე სამხედრო სარეზერვო სამსახურის მოსამსახურეთა მობილიზაციის დროს, თუ ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს აღარ შეუძლია სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება.

5.1.6. ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარში ან კრიზისულ ცენტრში ხელშეკრულებით დასაქმებული პირის მოთავსებისას, თუ აღარ შეუძლია სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება, მაგრამ წელიწადში არაუმეტეს 30 კალენდარული დღისა. ამ შემთხვევაში, შესაბამისი საჯარო დაწესებულებისათვის შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ხელშეკრულებით დასაქმებული პირისათვის მომსახურების გამწევ ორგანიზაციას.

5.1.7. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხელშეკრულებით დასაქმებული პირის დაკავების, მისი ადმინისტრაციული პატიმრობის ან მისთვის ისეთი აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შემთხვევაში, რომელიც გამორიცხავს სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებას.

5.1.8. კანონის შესაბამისად ან მის საფუძველზე ხელშეკრულებით დასაქმებული პირის დროებით გათავისუფლების სხვა შემთხვევაში.

5.2. სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების პერიოდში ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს უნარჩუნდება შრომითი გასამრჯელო, გარდა:

5.2.1. საქართველოს პრეზიდენტის, წარმომადგენლობითი ორგანოს ან მუნიციპალიტეტის გამგებლის/მერის არჩევნებში ხელშეკრულებით დასაქმებული პირის კანდიდატად წარდგენისას, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.

5.2.2. ხელშეკრულებით დასაქმებული პირის სამხედრო სავალდებულო სამსახურში ან არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევისას, სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლის, აგრეთვე სამხედრო სარეზერვო სამსახურის მოსამსახურეთა მობილიზაციის დროს, თუ აღარ შეუძლია სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება.

5.3. ხელშეკრულებით დასაქმებული პირის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების შესახებ გამოიცემა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

ამ მუხლის ისტორია· 4

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 24 თებ. 2025
  2. 31 დეკ. 2024
  3. 20 მარ. 2020
  4. 14 მაი. 2018
წინა მუხლი 4შემდეგი მუხლი 6

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-02-21 · №5

0
ციტირებულია მუხლი
4
ცვლილება
ბოლო 2025-02-24
1
რედაქცია
2
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

საჯარო სამსახურის … 99საჯარო სამსახურის … 99

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

ადმინისტრაციული ხელშეკრულებების სტანდარტული ფორმების დამტკიცების შესახებ

  • 8ხელშეკრულების შეწყვეტა

საჯარო სამსახურის შესახებ

  • 55მოხელის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერება

თავდაცვის კოდექსი

  • 84სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერება
  • 74სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერება

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ

  • 11²²მოსამსახურის სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერება
  • 11²³მოსამსახურის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეწყვეტა

პენიტენციური კოდექსი

  • 29მოსამსახურის სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერება
  • 30მოსამსახურის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლები, მისი სამსახურიდან დათხოვნა/გათავისუფლება

საქართველოს შრომის კოდექსი

  • 46შრომითი ურთიერთობის შეჩერება

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ

  • 31¹მოსამსახურისთვის სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერება
  • 10სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა

აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ

  • 18მინისტრის უფლებამოსილების შეწყვეტა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
11²²11²³99461831¹1099558847429305
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაჯარო სამსახურის შესა…საჯარო სამსახურის შესა…თავდაცვის კოდექსიდანაშაულის პრევენციის,…პენიტენციური კოდექსისაქართველოს შრომის კოდ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 21 თებ. 2025