Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკათავდაცვის კოდექსიმუხლი 86

თავდაცვის კოდექსი

მუხლი 86. სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლება

რედაქცია №12 კონსოლიდირებული · 13 მაი. 2026
თემები:პერსონალის უფლებებიმომსახურების ვალდებულებებიმართლმსაჯულების და სამხედრო დანაშაულებითავდაცვის შესყიდვებიინდივიდუალური დავები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.სამხედრო მოსამსახურის სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველია: ა) კონტრაქტით განსაზღვრული ვადის ამოწურვა; ბ) ზღვრული ასაკის მიღწევა; გ) კონტრაქტის პირობების დარღვევა; დ) მხარეთა შეთანხმება; ე) რეორგანიზაცია და შტატების შემცირება; ვ) ჯანმრთელობის მდგომარეობა (სამხედრო-სამედიცინო კომისიის დასკვნის საფუძველზე); ზ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში დისციპლინური გადაცდომის ჩადენა; თ) სამსახურებრივი შეუსაბამობა; ი) პირადი განცხადება (გამონაკლისის სახით), დასაბუთებული და შესაბამისი დოკუმენტებით დადასტურებული საპატიო მიზეზის (მძიმე ოჯახური მდგომარეობა, სხვა სახელმწიფოში მუდმივად საცხოვრებლად გადასვლა) არსებობისას; კ) საჯარო დაწესებულებაში თანამდებობაზე არჩევა ან დანიშვნა; ლ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება ან გარდაცვლილად გამოცხადება; მ) განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის გამოტანილი სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი ან გაუფრთხილებლობითი დანაშაულის ჩადენისთვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის შეფარდება; ნ) ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ან/და ფსიქოაქტიური ნივთიერების (საშუალების) მოხმარება ან/და მისი ზემოქმედების ქვეშ ყოფნა; ო) ეთიკის ნორმების, ქცევის ზოგადი წესების უგულებელყოფა ან დარღვევა, რომელიც მიმართულია სამხედრო სამსახურის/სამხედრო მოსამსახურის და საჯარო დაწესებულების დისკრედიტაციისკენ, მიუხედავად იმისა, სამსახურშია იგი ჩადენილი თუ სამსახურის გარეთ; პ) გარდაცვალება; ჟ) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა; რ) „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების დარღვევა.

2.სამხედრო სამსახურიდან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გასათავისუფლებელი სამხედრო მოსამსახურე იგზავნება სამხედრო-სამედიცინო კომისიის მიერ მისი სამხედრო სამსახურისთვის შესაბამისობის დასადგენად.

3.სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემდეგ სამხედრო მოსამსახურე სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლდება ფაქტობრივად ნამსახურები პერიოდის მე-2 დღიდან.

4.სამხედრო სამსახურში მყოფი სამხედრო მოსამსახურე, რომელსაც სამხედრო-სამედიცინო კომისია სამხედრო სამსახურისთვის შეუსაბამოდ ცნობს სამხედრო აღრიცხვიდან მოხსნით, სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლდება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სამხედრო აღრიცხვიდან მოხსნით. პირი, რომელიც შეზღუდულად შესაბამისია სამხედრო სამსახურისთვის, სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ ჩაირიცხება თავდაცვის ძალების რეზერვში.

5.სამხედრო სამსახურიდან უსაფუძვლოდ და უკანონოდ გათავისუფლებული სამხედრო მოსამსახურე უნდა აღდგეს იმავე თანამდებობაზე იმ ქვედანაყოფში, რომელშიც გადიოდა სამსახურს სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლებამდე, ან აღნიშნული თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე სხვა ქვედანაყოფში. სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ იძულებით გაცდენილი დრო მას ჩაეთვლება ნამსახურობის კალენდარულ წლებში და მიეცემა შესაბამისი ანაზღაურება.

6.სამხედრო მოსამსახურის მიერ პირადი განცხადებით სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლების (სამხედრო სამსახურის შეწყვეტის) მოთხოვნის შემთხვევაში უფლებამოსილი პირი მისი სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით და განსაზღვრულ ვადაში.

7.ამ მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებამდე სამხედრო მოსამსახურე არ თავისუფლდება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისგან, გარდა დასაბუთებული და შესაბამისი დოკუმენტებით დადასტურებული საპატიო მიზეზის (სხვა სახელმწიფოში მუდმივად საცხოვრებლად გადასვლა, საჯარო დაწესებულებაში თანამდებობაზე არჩევა ან დანიშვნა ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოება, რომელიც სამხედრო მოსამსახურისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის მის მიერ დაკისრებული ვალდებულების შესრულებას) არსებობისა. საქართველოს 2025 წლის 24 ივნისის კანონი №713 – ვებგვერდი, 26.06.2025წ. თავი IX თავდაცვის ძალების რეზერვი და სარეზერვო სამხედრო სამსახური

რედაქციების შედარება

1. სამხედრო მოსამსახურის სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველია: ა) კონტრაქტით განსაზღვრული ვადის ამოწურვა; ბ) ზღვრული ასაკის მიღწევა; გ) კონტრაქტის პირობების დარღვევა; დ) მხარეთა შეთანხმება; ე) რეორგანიზაცია და შტატების შემცირება; ვ) ჯანმრთელობის მდგომარეობა (სამხედრო-სამედიცინო კომისიის დასკვნის საფუძველზე); ზ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში დისციპლინური გადაცდომის ჩადენა; თ) სამსახურებრივი შეუსაბამობა; ი) პირადი განცხადება (გამონაკლისის სახით), დასაბუთებული და შესაბამისი დოკუმენტებით დადასტურებული საპატიო მიზეზის (მძიმე ოჯახური მდგომარეობა, სხვა სახელმწიფოში მუდმივად საცხოვრებლად გადასვლა) არსებობისას; კ) საჯარო დაწესებულებაში თანამდებობაზე არჩევა ან დანიშვნა; ლ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება ან გარდაცვლილად გამოცხადება; მ) განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის გამოტანილი სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი ან გაუფრთხილებლობითი დანაშაულის ჩადენისთვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის შეფარდება; ნ) ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ან/და ფსიქოაქტიური ნივთიერების (საშუალების) მოხმარება ან/და მისი ზემოქმედების ქვეშ ყოფნა; ო) ეთიკის ნორმების, ქცევის ზოგადი წესების უგულებელყოფა ან დარღვევა, რომელიც მიმართულია სამხედრო სამსახურის/სამხედრო მოსამსახურის და საჯარო დაწესებულების დისკრედიტაციისკენ, მიუხედავად იმისა, სამსახურშია იგი ჩადენილი თუ სამსახურის გარეთ; პ) გარდაცვალება; ჟ) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა; რ) „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების დარღვევა. 2. სამხედრო სამსახურიდან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გასათავისუფლებელი სამხედრო მოსამსახურე იგზავნება სამხედრო-სამედიცინო კომისიის მიერ მისი სამხედრო სამსახურისთვის შესაბამისობის დასადგენად. 3. სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემდეგ სამხედრო მოსამსახურე სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლდება აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მომდევნო დღეს. თუ შესაბამისი კატეგორიის დანაშაულის ჩადენისთვის სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შემდეგ სამხედრო მოსამსახურე ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, იგი სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლდება ფაქტობრივად ნამსახურები პერიოდის მე-2 დღიდან. 4. სამხედრო სამსახურში მყოფი სამხედრო მოსამსახურე, რომელსაც სამხედრო-სამედიცინო კომისია სამხედრო სამსახურისთვის შეუსაბამოდ ცნობს სამხედრო აღრიცხვიდან მოხსნით, სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლდება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სამხედრო აღრიცხვიდან მოხსნით. პირი, რომელიც შეზღუდულად შესაბამისია სამხედრო სამსახურისთვის, სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ ჩაირიცხება თავდაცვის ძალების რეზერვში. 5. სამხედრო სამსახურიდან უსაფუძვლოდ და უკანონოდ გათავისუფლებული სამხედრო მოსამსახურე უნდა აღდგეს იმავე თანამდებობაზე იმ ქვედანაყოფში, რომელშიც გადიოდა სამსახურს სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლებამდე, ან აღნიშნული თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე სხვა ქვედანაყოფში. სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ იძულებით გაცდენილი დრო მას ჩაეთვლება ნამსახურობის კალენდარულ წლებში და მიეცემა შესაბამისი ანაზღაურება. 6. სამხედრო მოსამსახურის მიერ პირადი განცხადებით სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლების (სამხედრო სამსახურის შეწყვეტის) მოთხოვნის შემთხვევაში უფლებამოსილი პირი მისი სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით და განსაზღვრულ ვადაში. 7. ამ მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებამდე სამხედრო მოსამსახურე არ თავისუფლდება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისგან, გარდა დასაბუთებული და შესაბამისი დოკუმენტებით დადასტურებული საპატიო მიზეზის (სხვა სახელმწიფოში მუდმივად საცხოვრებლად გადასვლა, საჯარო დაწესებულებაში თანამდებობაზე არჩევა ან დანიშვნა ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოება, რომელიც სამხედრო მოსამსახურისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის მის მიერ დაკისრებული ვალდებულების შესრულებას) არსებობისა. საქართველოს 2025 წლის 24 ივნისის კანონი №713 – ვებგვერდი, 26.06.2025წ. თავი IX თავდაცვის ძალების რეზერვი და სარეზერვო სამხედრო სამსახური

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 26 ივნ. 2025
წინა მუხლი 85შემდეგი მუხლი 87

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • დეზერტირობა (მუხლი 388) - ადვოკატი4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • სამხედრო დანაშაული (თავი XXXIX) - ადვოკატი4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • სამსახურიდან უკანონო გათავისუფლება (შრომის კოდექსი)2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • გაწვევის გადავადება და გათავისუფლებასერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-05-13 · №12

1
ციტირებულია მუხლი
1
ცვლილება
ბოლო 2025-06-26
2
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 35

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

თავდაცვის კოდექსი

  • 85თანამდებობიდან გათავისუფლება
  • 75წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლება

სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ

  • 52მოსამსახურის თანამდებობიდან/სამსახურიდან გათავისუფლების/დათხოვნის საფუძვლები

საჯარო სამსახურის შესახებ

  • 107მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების სავალდებულო საფუძვლები

პენიტენციური კოდექსი

  • 30მოსამსახურის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლები, მისი სამსახურიდან დათხოვნა/გათავისუფლება

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ

  • 11²⁴სამსახურიდან გათავისუფლება
  • 11²³მოსამსახურის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეწყვეტა

სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ

  • 36სამხედრო სამსახურიდან ვადამდე დათხოვნა
  • 37სამხედრო სამსახურიდან დათხოვნა
  • 29სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან გათავისუფლება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ

  • 19სამსახურის თანამშრომლის სამსახურიდან დათხოვნის წესი

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ

  • 32მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნის წესი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
11²⁴11²³3637291932107523585753086
მითითებამნიშვნელობით ახლოსთავდაცვის კოდექსისამოქალაქო უსაფრთხოები…საჯარო სამსახურის შესა…პენიტენციური კოდექსიდანაშაულის პრევენციის,…სამხედრო ვალდებულებისა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 13 მაი. 2026