Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს დაზვერვის სამსახურში სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზემუხლი 15 (დანართი 1)

საქართველოს დაზვერვის სამსახურში სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

მუხლი 15 (დანართი 1)

რედაქცია №1კონსოლიდირებული · 16 დეკ. 2024

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: 01.01.2025.

  • მოქმედი ნორმების მოსაძებნად გამოიყენეთ ძებნა კანონმდებლობაში

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.კონტრაქტის ვადის გასვლის შემდეგ ან ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, აღნიშნულის შესახებ ეცნობება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამის სამსახურს.

2.კონტრაქტის ვადის გასვლის შემთხვევაში, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამისი სამსახური კანონმდებლობით დადგენილი წესით ადგენს სამხედრო-სააღრიცხვო დოკუმენტაციას მოსამსახურის სამხედრო ძალების რეზერვში ჩარიცხვის მიზნით და გადასცემს მას სამხედრო ბილეთს.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. კონტრაქტის ვადის გასვლის შემდეგ ან ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, აღნიშნულის შესახებ ეცნობება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამის სამსახურს. 2. კონტრაქტის ვადის გასვლის შემთხვევაში, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამისი სამსახური კანონმდებლობით დადგენილი წესით ადგენს სამხედრო-სააღრიცხვო დოკუმენტაციას მოსამსახურის სამხედრო ძალების რეზერვში ჩარიცხვის მიზნით და გადასცემს მას სამხედრო ბილეთს. დანართი კონტრაქტი № საქართველოს დაზვერვის სამსახურში სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდის შესახებ ერთი მხრივ, საქართველოს დაზვერვის სამსახური (შემდგომში – სამსახური) ---------------------------------------------------------------------------------------- სახით და, მეორე მხრივ, ---------------------------------------------------------------------------------------- ____________________________________________________________________ (შემდგომში – მოსამსახურე), საქართველოს კანონების, „საქართველოს დაზვერვის სამსახურში სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდის წესის შესახებ“ დებულებისა და „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ვდებთ წინამდებარე კონტრაქტს შემდეგი პირობებით: 1. კონტრაქტის საგანი კონტრაქტის საგანს წარმოადგენს სამსახურის მიერ საქართველოს მოქალაქის (წვევამდელის) საკონტრაქტო სამსახურში სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოსახდელად მიღება. 2. კონტრაქტის ძალაში შესვლის პირობები საკონტრაქტო სამსახურის დაწყების ვადა აითვლება საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხვის დღიდან. 3. მხარეთა ვალდებულებები და პასუხისმგებლობა 3.1. სამსახური ვალდებულია: ა) უზრუნველყოს მოსამსახურე საქართველოს კანონმდებლობითა და სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული სოციალური გარანტიებით, შესაბამისი ფორმის ტანსაცმლით, სპეციალური აღჭურვილობითა და ფულადი ანაზღაურებით; ბ) გააცნოს მოსამსახურეს ნორმატიული აქტებითა და ინსტრუქციებით, ასევე სამსახურის უფროსის ბრძანებებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობები; გ) განახორციელოს კონტროლი მოსამსახურის მიმართ წაყენებული მოთხოვნების შესრულებაზე; დ) მოსამსახურის მიერ საკონტრაქტო სამსახურის გავლის პერიოდში, კანონმდებლობით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, უზრუნველყოს შესაბამის სამსახურებში ცნობების გაგზავნა ამ მოსამსახურის ნამსახურობის აღნიშნული პერიოდის სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლის ჩათვლის მიზნით. 3.2. მოსამსახურე ვალდებულია: ა) გაიაროს სამსახურის სპეციალური მომზადების საკარანტინო პერიოდი; ბ) მტკიცედ დაიცვას სამხედრო და სამსახურის მოსამსახურის ფიცი; გ) კეთილსინდისიერად შეასრულოს დაკისრებული მოვალეობები და ზედმიწევნით უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობით, სხვა ნორმატიული აქტებითა და ამ კონტრაქტით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულება. 3.3. კონტრაქტით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის პასუხისმგებლობა მხარეებს ეკისრებათ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 4. კონტრაქტის მოქმედების ვადა და შეწყვეტის პირობები 4.1. კონტრაქტის მოქმედების ვადა განისაზღვრება _____ თვით. 4.2. კონტრაქტის მოქმედების შეწყვეტის საფუძვლებია: − კონტრაქტის მოქმედების ვადის გასვლა; − კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტა. 4.3. კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის საფუძვლებია: − კონტრაქტით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა; − სამსახურებრივი დისციპლინის უხეში ან სისტემატური დარღვევა; − ფიცის გატეხა; − სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენის არსებობა; − დადგენილზე მეტი ვადით ავადმყოფობა. 5. კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის განსაკუთრებული პირობები 5.1. კონტრაქტი ვადამდე შეიძლება შეწყდეს მხარეთა მიერ კონტრაქტით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არასათანადო შესრულების მიზეზით, რითაც დაირღვა კონტრაქტით გათვალისწინებული პირობები. 5.2. მოსამსახურე საკუთარი ინიციატივით ან ბრალეულობით კონტრაქტის შეწყვეტის შემთხვევაში, გათავისუფლდება სამსახურიდან კონტრაქტით ნამსახურები ვადის ჩაუთვლელად და საერთო წესით დაექვემდებარება სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევას. 5.3. მოსამსახურე სრულად, მთელი თავისი ქონებით აგებს პასუხს მისთვის მინდობილი ქონების (მათ შორის, ფორმის ტანსაცმლის, აღჭურვილობის, იარაღის, ტექნიკის და ა.შ.) უსაფრთხოებასა და მოვლაზე. მოსამსახურე მხოლოდ დროებით სარგებლობს მისთვის მინდობილი ქონებით, ხოლო ამ ქონების მესაკუთრეა სახელმწიფო, სამსახურის სახით. 5.4. წინამდებარე კონტრაქტიდან გამომდინარე, ნებისმიერი დავა მხარეთა შორის წყდება მოლაპარაკებით. შეუთანხმებლობის შემთხვევაში, დავა წყდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 6. დამატებითი პირობები 6.1. მხარეები მიმართავენ ყოველგვარ ძალისხმევას, რათა შეთანხმდნენ კონტრაქტში ცვლილებების შეტანის თაობაზე, რაც შეიძლება, გამოწვეული იყოს ახალი საკანონმდებლო მოთხოვნებით. კონტრაქტში ცვლილებების შეტანა შესაძლებელია ურთიერთშეთანხმებით, ორივე მხარის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტის გაფორმების გზით. 6.2. კონტრაქტი შედგენილია ქართულ ენაზე, 2 (ორი) თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ეგზემპლარად, თითო ეგზემპლარი თითოეული მხარისათვის. 7. მხარეთა რეკვიზიტები საქართველოს დაზვერვის სამსახური მოსამსახურე –––––––––––––––––––––––––––                              ––––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––                              ––––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––                              ––––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––                              ––––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––                              ––––––––––––––––––––––––––– „–––––“ –––––––––––––– 20 წ.                                 „––––“ ––––––––––––––– 20 წ. ბ.ა

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 იან. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 14 (დანართი 1)

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

ძალადაკარგული

კონსოლიდირებული 16 დეკ. 2024 · №1

  • 1 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ

  • 16პირის ვალდებულებანი სამხედრო აღრიცხვასთან დაკავშირებით
  • 6სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს და მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირების ვალდებულებანი მოქალაქის მიერ სამხედრო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებით
  • 32სამხედრო სამსახურის ვადები

თავდაცვის კოდექსი

  • 59სპეციალური სამხედრო აღრიცხვა
  • 86სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლება
  • 107სოციალური და სხვა გარანტიები

მობილიზაციის შესახებ

  • 18მობილიზაციის დროს რეზერვში მყოფ პირთა სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურში გაწვევის ორგანიზება

თავდაცვის ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ

  • 25სამხედრო სარეზერვო სამსახურში ჩარიცხული პირის სოციალური დაცვა
  • 17რეზერვისტის მიერ სამხედრო ფიცის დადება
  • 19მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი სამსახურის მიერ სამობილიზაციო რეზერვისტების გამოძახება

საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ

  • 30¹სამხედრო სამსახური გარდამავალ პერიოდში

საჯარო სამსახურის შესახებ

  • 105მოხელეთა რეზერვი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
181663230¹105251719598610715 (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსსამხედრო ვალდებულებისა…თავდაცვის კოდექსიმობილიზაციის შესახებთავდაცვის ძალების რეზე…საქართველოს დაზვერვის …საჯარო სამსახურის შესა…