Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაკანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებმუხლი 15

კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ

მუხლი 15. კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესის დაწყება

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 25 დეკ. 2025
თემები:არასრულწლოვანთა სისხლის სამართალი

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789101112

1.14 წლის ასაკს მიუღწეველ არასრულწლოვანს, რომლის მიმართაც პროკურორის მიერ მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ მან ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედება, პროკურორი სათანადო გადაწყვეტილების მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში გადაამისამართებს ცენტრში.

2.პროკურორი კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის ცენტრში გადამისამართების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს ამ არასრულწლოვანსა და მის კანონიერ წარმომადგენელს/წარმომადგენელს.

3.კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის ცენტრში გადამისამართების შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში ცენტრის უფლებამოსილი თანამშრომელი დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს ინფორმაციის მიღებიდან 5 სამუშაო დღისა, უკავშირდება კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის კანონიერ წარმომადგენელს მასთან შეხვედრის ან/და გასაუბრების მიზნით.

4.თუ ცენტრმა ვერ მოახერხა კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის კანონიერი წარმომადგენლის ვინაობის დადგენა ან/და მისი საკონტაქტო ინფორმაციის მოპოვება, ცენტრს უფლება აქვს, კანონიერი წარმომადგენლის ვინაობის დასადგენად ან/და მისი საკონტაქტო ინფორმაციის მოსაპოვებლად მიმართოს სხვა კომპეტენტურ უწყებას.

5.კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის კანონიერი წარმომადგენლის ვინაობის დადგენის ან/და მისი საკონტაქტო ინფორმაციის მოპოვების შეუძლებლობის შემთხვევაში, აგრეთვე თუ კანონიერი წარმომადგენელი უარს ამბობს ცენტრთან კომუნიკაციაზე/თანამშრომლობაზე ან სხვაგვარად უშლის ხელს ცენტრს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებაში, ცენტრი მიმართავს სააგენტოს. ამ მიმართვის საფუძველზე სააგენტო დაუყოვნებლივ უზრუნველყოფს წარმომადგენლის დანიშვნას.

6.ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში სააგენტოს მიერ დანიშნული წარმომადგენელი ახორციელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებას კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის სახელით და მისი საუკეთესო ინტერესების დასაცავად. წარმომადგენელი სარგებლობს იმავე უფლებებით, რომლებითაც სარგებლობს კანონიერი წარმომადგენელი.

7.ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული საფუძვლის აღმოფხვრის შემთხვევაში ცენტრი კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით იღებს გადაწყვეტილებას კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესის შემდგომი ეტაპების კანონიერი წარმომადგენლის მონაწილეობით განხორციელების შესაძლებლობის თაობაზე.

8.წარმომადგენელი უფლებამოსილია: ა) კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე გამოთქვას მოსაზრება კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის საჭიროებების შესახებ; ბ) ურთიერთობა ჰქონდეს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის ახლო ნათესავთან, ადვოკატსა და მეგობართან; გ) კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანს აცნობოს ჯანმრთელობის დაცვის, ფსიქოლოგიური ან სოციალური მომსახურებისა და მისი მიღების ხელმისაწვდომი საშუალებების შესახებ; დ) კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანს მიაწოდოს ინფორმაცია კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესის ნებისმიერი ეტაპის შესახებ; ე) კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანს მიაწოდოს ინფორმაცია კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის,  რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესში მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების წესის შესახებ; ვ) განახორციელოს სხვა მოქმედებები კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის დასახმარებლად.

9.კანონიერი წარმომადგენლის მიერ ცენტრთან თანამშრომლობაზე უარის თქმა ან/და ცენტრისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებაში სხვაგვარად ხელის შეშლა გამოიწვევს პასუხისმგებლობის დაკისრებას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით.

10.საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული დადგენილების გასაჩივრება არ აჩერებს ამ კანონით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებას, გარდა კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლში გადამისამართებისა.

11.კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანი კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესის ყველა ეტაპზე საჭიროების შემთხვევაში სარგებლობს თარჯიმნის მომსახურების უფასოდ მიღების უფლებით.

12.კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანი კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესის ყველა ეტაპზე სარგებლობს სახელმწიფოს ხარჯზე იურიდიული დახმარების მიღების უფლებით.

წინა მუხლი 13შემდეგი მუხლი 16

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება / ადვოკატი3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ახალგაზრდა გადაქცევის პროგრამები3 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
მარიამ ჯორბენაძე

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-12-25

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
0
რედაქცია
3
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

საქართველოს ადმინი… 106საქართველოს სისხლი… 106საქართველოს სისხლი… 106

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ

  • 17კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის შესაბამის სერვისში/პროგრამაში ჩართვა
  • 21კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლში გადამისამართება
  • 18კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესის მონიტორინგი

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი

  • 10არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში არასრულწლოვნის მონაწილეობა
  • 49შეტყობინება არასრულწლოვნის დაკავებისთანავე
  • 3ძირითად ტერმინთა განმარტება ამ კოდექსის მიზნებისათვის

იურიდიული დახმარების შესახებ

  • 4¹იურიდიული დახმარებით მოსარგებლე არასრულწლოვანი

ზოგადი განათლების შესახებ

  • 48⁷რთული ქცევის მქონე არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში გაგზავნა
  • 48⁹არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში გაგზავნის შესახებ გადაწყვეტილების გადასინჯვა
  • 48⁸არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში გაგზავნის შესახებ გადაწყვეტილების აღსრულება

პაციენტის უფლებების შესახებ

  • 40—

საერთაშორისო დაცვის შესახებ

  • 49დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი კანონიერი წარმომადგენლის გარეშე დარჩენილი არასრულწლოვნის სამართლებრივი გარანტიები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
404¹10648⁷48⁹48⁸106106104934917211815
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ადმინისტრა…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს სისხლის სა…კანონთან კონფლიქტში მყ…არასრულწლოვანთა მართლმ…იურიდიული დახმარების შ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 25 დეკ. 2025