1.მოსამართლეს უფლება აქვს, მოწმის დაკითხვის დროს უარი თქვას ბრალდებულის დასწრებაზე, თუ გამოიყენება მოწმის დაცვის ერთ-ერთი სპეციალური ღონისძიება.
2.ბრალდებულს დროულად უნდა შეატყობინონ მისი ან/და მისი ადვოკატის შუამდგომლობით ჩასატარებელი საგამოძიებო მოქმედების ჩატარების დრო და ადგილი. ბრალდებულს არა აქვს მისი ჩატარების არასაპატიო მიზეზით გადადების მოთხოვნის უფლება. თუ ბრალდებული დაპატიმრებულია და ჰყავს ადვოკატი, ასეთ საგამოძიებო მოქმედებას ესწრება მისი ადვოკატი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ საგამოძიებო მოქმედებაში ბრალდებულის უშუალო მონაწილეობა აუცილებელია. თუ ბრალდებულს ან/და მის ადვოკატს გონივრულ ვადაში არ ეცნობა საგამოძიებო მოქმედების ჩატარების დრო და ადგილი, ასეთი საგამოძიებო მოქმედება არ უნდა ჩატარდეს, ხოლო ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მტკიცებულება დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
3.თუ ადვოკატი საპატიო მიზეზით არ იღებს მონაწილეობას დანიშნულ საგამოძიებო მოქმედებაში, პროკურორი ვალდებულია იმ საგამოძიებო მოქმედების ჩატარება, რომელშიც ადვოკატს უნდა მიეღო მონაწილეობა, ერთჯერადად გადადოს გონივრული ვადით, მაგრამ არა უმეტეს 5 დღისა. ამ ვადის გასვლისთანავე პროკურორი საგამოძიებო მოქმედებას ატარებს ადვოკატის მონაწილეობის გარეშე, თუ არ არსებობს ამ კოდექსით დადგენილი სავალდებულო დაცვის შემთხვევა. ადვოკატის გამოუცხადებლობა არ იწვევს გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედების ჩატარების გადადებას.
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. მოსამართლეს უფლება აქვს, მოწმის დაკითხვის დროს უარი თქვას ბრალდებულის დასწრებაზე, თუ გამოიყენება მოწმის დაცვის ერთ-ერთი სპეციალური ღონისძიება.2. ბრალდებულს დროულად უნდა შეატყობინონ მისი ან/და მისი ადვოკატის შუამდგომლობით ჩასატარებელი საგამოძიებო მოქმედების ჩატარების დრო და ადგილი. ბრალდებულს არა აქვს მისი ჩატარების არასაპატიო მიზეზით გადადების მოთხოვნის უფლება. თუ ბრალდებული დაპატიმრებულია და ჰყავს ადვოკატი, ასეთ საგამოძიებო მოქმედებას ესწრება მისი ადვოკატი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ საგამოძიებო მოქმედებაში ბრალდებულის უშუალო მონაწილეობა აუცილებელია. თუ ბრალდებულს ან/და მის ადვოკატს გონივრულ ვადაში არ ეცნობა საგამოძიებო მოქმედების ჩატარების დრო და ადგილი, ასეთი საგამოძიებო მოქმედება არ უნდა ჩატარდეს, ხოლო ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მტკიცებულება დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.3. თუ ადვოკატი საპატიო მიზეზით არ იღებს მონაწილეობას დანიშნულ საგამოძიებო მოქმედებაში, პროკურორი ვალდებულია იმ საგამოძიებო მოქმედების ჩატარება, რომელშიც ადვოკატს უნდა მიეღო მონაწილეობა, ერთჯერადად გადადოს გონივრული ვადით, მაგრამ არა უმეტეს 5 დღისა. ამ ვადის გასვლისთანავე პროკურორი საგამოძიებო მოქმედებას ატარებს ადვოკატის მონაწილეობის გარეშე, თუ არ არსებობს ამ კოდექსით დადგენილი სავალდებულო დაცვის შემთხვევა. ადვოკატის გამოუცხადებლობა არ იწვევს გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედების ჩატარების გადადებას.
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №111 · ძალაშია 29 ოქტ. 2019-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.