Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსიმუხლი 21³⁷

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

მუხლი 21³⁷. საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესი

რედაქცია №112 კონსოლიდირებული · 16 სექ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:122¹2²345678

1.სასამართლო საქმეს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს შუამდგომლობის წარდგენიდან 15 კალენდარული დღის ვადაში.

2.მოსამართლე საქმეს დახურულ სასამართლო სხდომაზე განიხილავს. ამ კოდექსის 21 35 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დახურულ სასამართლო სხდომაზე დასწრების უფლება აქვთ: არასრულწლოვანს, არასრულწლოვანის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენელს, სპეციალისტთა ჯგუფის წევრებს, არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის სხვა წარმომადგენელს, სოციალურ მუშაკს, არასრულწლოვანის ადვოკატს, აგრეთვე სასამართლოს მიერ მოწვეულ სხვა პირებს, ხოლო იმავე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში − კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანს, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის კანონიერ წარმომადგენელს, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენელს, მულტიდისციპლინური ჯგუფის წევრებს, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის ცენტრის სხვა წარმომადგენელს, სოციალურ მუშაკს, ფსიქოლოგს, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის ადვოკატს, აგრეთვე სასამართლოს მიერ მოწვეულ სხვა პირებს.

2¹.ამ კოდექსის 21 35 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქმის განხილვისას მოსამართლე, საქმისთვის მნიშვნელოვან სხვა გარემოებებთან ერთად, ხელმძღვანელობს არასრულწლოვანის ინდივიდუალური შეფასების ანგარიშით და მისი რთული ქცევის ან/და მის მიერ სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულის დამადასტურებელი დოკუმენტებით, რომლებიც შუამდგომლობას თან ერთვის. გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინება ისეთი გარემოებები, როგორებიცაა: არასრულწლოვანის ან/და არასრულწლოვანის კანონიერი წარმომადგენლის არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრთან თანამშრომლობა; არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის მიერ არასრულწლოვანისთვის შერჩეულ სერვისში/პროგრამაში არასრულწლოვანის მონაწილეობა და მიღწეული შედეგები; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის შემთხვევაში − მისი ხასიათი, სიმძიმე და სხვა მნიშვნელოვანი გარემოებები.

2².ამ კოდექსის 21 35 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქმის განხილვისას მოსამართლე, საქმისთვის მნიშვნელოვან სხვა გარემოებებთან ერთად, ხელმძღვანელობს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის ინდივიდუალური შეფასების ანგარიშით და მის მიერ სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულის დამადასტურებელი დოკუმენტებით, რომლებიც შუამდგომლობას თან ერთვის, აგრეთვე განიხილავს „კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საფუძვლების არსებობას. გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინება ისეთი გარემოებები, როგორებიცაა: კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის ან/და კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის კანონიერი წარმომადგენლის რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის ცენტრთან თანამშრომლობა; მულტიდისციპლინური ჯგუფის მიერ კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანისთვის შერჩეულ სერვისში/პროგრამაში კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის მონაწილეობა და მიღწეული შედეგები, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ხასიათი, სიმძიმე და სხვა მნიშვნელოვანი გარემოებები.

3.სასამართლო პროცესზე არასრულწლოვანს წარმოადგენს მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი. თუ არასრულწლოვანს არ ჰყავს მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი, სასამართლო ვალდებულია მისი ინტერესების დასაცავად საქმეში ჩააბას მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო. საქმის განხილვაში ადვოკატის მონაწილეობა სავალდებულოა.

4.სასამართლოში მხარეთა გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს საქმის განხილვას.

5.თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში.

6.სააპელაციო საჩივარი წარედგინება თბილისის საქალაქო სასამართლოს, რომელიც მას თანდართულ მასალებთან ერთად დაუყოვნებლივ უგზავნის თბილისის სააპელაციო სასამართლოს. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას.

7.თბილისის სააპელაციო სასამართლო საჩივარს განიხილავს მისი წარმოებაში მიღებიდან 10 დღის ვადაში.

8.თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება (განჩინება) საბოლოოა და არ საჩივრდება. საქართველოს 2011 წლის 28  დეკემბრის კანონი №5666 - ვებგვერდი, 12.01.2012წ. საქართველოს 2019 წლის 29 ნოემბრის კანონი №5407 – ვებგვერდი, 10.12.2019წ. საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1261 – ვებგვერდი, 25.12.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №111 · ძალაშია 1 სექ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 31 დეკ. 2019 – 1 იან. 2020 ტექსტი უცნობია

  2. 6 აგვ. 1999 – 12 იან. 2012 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 ივლ. 2026· გამოქვეყნდა 25 დეკ. 2025
  2. 1 იან. 2020· გამოქვეყნდა 10 დეკ. 2019
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 21³⁶შემდეგი მუხლი 21³⁸

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 16 სექ. 2026 · №112

  • 2 ცვლილება · ბოლო 25 დეკ. 2025
  • 8 რედაქცია
  • 3 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 21³⁵მუხლი 22კანონთან კონფლიქტშ… 22

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

  • 21⁵⁴პაციენტის არანებაყოფლობითი იზოლაციის საქმის განხილვისა და ბრძანების გამოცემის წესი
  • 21³მეწარმის საქმიანობის შემოწმების საკითხის გადაწყვეტის წესი

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი

  • 29არასრულწლოვნის საქმის სასამართლოში განხილვაზე/საპროცესო მოქმედებაზე დასწრების უფლების მქონე პირები
  • 55არასრულწლოვნის საქმის სასამართლოში სამართლიანი და სწრაფი განხილვის უფლება
  • 59არასრულწლოვნის საქმის სასამართლოში განხილვის სხვა თავისებურებები

სახელმწიფო შესყიდვების შესახებ

  • 23⁹საბჭოს მიერ საჩივრის განხილვა

საჯარო შესყიდვების შესახებ

  • 90საბჭოს მიერ საჩივრის განხილვა

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 302საჩივრის განხილვა

დაგროვებითი პენსიის შესახებ

  • 37¹³საჩივრის განხილვა

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

  • 185სასამართლო განხილვის ადგილი და უწყვეტობა
  • 64აცილების შუამდგომლობის გადაწყვეტის წესი

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

  • 448სასამართლოს დავალებები მოპასუხისადმი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21³⁵2221⁵⁴21³44823⁹1856430229555937¹³902221³⁷
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ადმინისტრა…კანონთან კონფლიქტში მყ…არასრულწლოვანთა მართლმ…სახელმწიფო შესყიდვების…საჯარო შესყიდვების შეს…საქართველოს საგადასახა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 16 სექ. 2026 · რედაქცია №112 · ბოლოს შემოწმდა 26 ოქტ. 2026