Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსიმუხლი 21¹²

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

მუხლი 21¹². სასამართლოსათვის მიმართვა, მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის უფლებამოსილების შეზღუდვის, აგრეთვე არასრულწლოვნის მშობლისგან, სხვა კანონიერი წარმომადგენლისგან ან არასრულწლოვანზე მოძალადე სხვა პირისგან განცალკევების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისა და გასაჩივრების წესი

რედაქცია №112 კონსოლიდირებული · 16 სექ. 2026
თემები:ოჯახში ძალადობასტრატეგიული სასამართლო დავაწინასწარი სარჩელის უზრუნველყოფამსხვერპლის წარმომადგენლობა - ძალადობრივიკომპენსაცია და შეღავათებისამხედრო ტრიბუნალები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567891011121314151617

1.ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში სასამართლოსთვის მიმართვის უფლება აქვთ ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლს და მისი ოჯახის წევრს, ხოლო არასრულწლოვანის მიმართ ძალადობის შემთხვევაში – აგრეთვე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს.

2.ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში სასამართლოსათვის მხოლოდ მსხვერპლის თანხმობით მიმართვის უფლება აქვს სოციალურ მუშაკს, აგრეთვე პირს, რომელიც მსხვერპლს სამედიცინო, იურიდიულ, ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევს.

3.არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ადმინისტრაციული სამართალწარმოების ყველა ეტაპზე, მათ შორის, არასრულწლოვნის დაკითხვისას (გამოკითხვისას), გათვალისწინებული უნდა იქნეს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესები, მისი ასაკისა და განვითარების დონის შესაბამისად.

4.დამცავი ორდერის გამოცემის შესახებ ან შემაკავებელი ორდერის გასაჩივრების თაობაზე ადმინისტრაციული სამართალწარმოების დროს დაუშვებელია ოჯახში ძალადობის არასრულწლოვანი მსხვერპლის გამოკითხვა (მისგან ახსნა-განმარტების მიღება) სავარაუდო მოძალადე მშობლის (მშობლების)/კანონიერი წარმომადგენლის (წარმომადგენლების) თანდასწრებით. ასევე დაუშვებელია არასრულწლოვნის დაკითხვაზე (გამოკითხვაზე) მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის დასწრება, თუ მის (მათ) მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით არსებობს ეჭვი მოძალადე ოჯახის წევრსა და მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს შორის არსებული ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე ან ინტერესთა კონფლიქტის სხვა შემთხვევაში, აგრეთვე მისთვის (მათთვის) არასრულწლოვნის მიერ მიცემული ჩვენების (გამოკითხვის ოქმის, ახსნა-განმარტების) გაცნობა ან გადაცემა.

5.მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის უფლება, იყოს არასრულწლოვნის წარმომადგენელი ადმინისტრაციული სამართალწარმოების პროცესში, შეჩერებულად ითვლება სასამართლოში საქმის წარმოების განმავლობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, თუ მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი სავარაუდო მოძალადეა ან მის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით არსებობს ეჭვი მოძალადე ოჯახის წევრს, არასრულწლოვანზე მოძალადე სხვა პირსა და მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს შორის არსებული ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე ან ინტერესთა კონფლიქტის სხვა შემთხვევაში.

6.სასამართლო მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის უფლებამოსილების შეჩერების შემთხვევაში იმ არასრულწლოვნის მიმართ, რომლის ორივე მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს შეეზღუდა მშობლის უფლება ან მოვალეობა, განჩინებით საქმეში მხარედ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მოიწვევს. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს არასრულწლოვნის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს არასრულწლოვნის ინტერესებს წარმოადგენს.

7.არასრულწლოვნის მშობლისგან, სხვა კანონიერი წარმომადგენლისგან ან არასრულწლოვანზე მოძალადე სხვა პირისგან განცალკევების შესახებ სოციალური მუშაკის გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ შედის ძალაში და 24 საათის განმავლობაში ეგზავნება არასრულწლოვნის მშობლებს/კანონიერ წარმომადგენელს (წარმომადგენლებს) მისი (მათი) იდენტიფიცირების შემთხვევაში.

8.არასრულწლოვნის მშობლისგან, სხვა კანონიერი წარმომადგენლისგან ან არასრულწლოვანზე მოძალადე სხვა პირისგან განცალკევების შესახებ სოციალური მუშაკის გადაწყვეტილება შეიძლება არასრულწლოვნის მშობელმა ან სხვა კანონიერმა წარმომადგენელმა ამ კოდექსით დადგენილი წესით ნებისმიერ დროს გაასაჩივროს პირველი ინსტანციის სასამართლოში არასრულწლოვნის ადგილსამყოფლის მიხედვით. კანონიერი წარმომადგენლის სარჩელი არ აჩერებს განცალკევების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების მოქმედებას.

9.სასამართლო სარჩელის დადგენილი წესით წარმოებაში მიღებიდან 24 საათის განმავლობაში სარჩელსა და თანდართულ მასალებს უგზავნის არასრულწლოვნის განცალკევების შესახებ გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოს. ეს ორგანო უფლებამოსილია წერილობით უპასუხოს სარჩელში მითითებულ საკითხებს და წარადგინოს მტკიცებულებები სასამართლო უწყების მიღებიდან 2 დღის ვადაში.

10.მოსამართლე უფლებამოსილია მხარის ან საკუთარი ინიციატივით საქმე დახურულ სასამართლო სხდომაზე განიხილოს.

11.სასამართლო სხდომაზე მხარეთა გამოუცხადებლობა არ აფერხებს ამ მუხლით გათვალისწინებული საკითხების შესაბამისი სასამართლოს მიერ განხილვას.

12.სასამართლო სარჩელს დადგენილი წესით წარმოებაში მიღებიდან 5 დღის ვადაში განიხილავს და იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას სოციალური მუშაკის გადაწყვეტილების გაუქმების ან მის გაუქმებაზე უარის თქმის თაობაზე.

13.სასამართლო არასრულწლოვნის განცალკევების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების ან მის გაუქმებაზე უარის თქმის თაობაზე დასაბუთებულ გადაწყვეტილებას იღებს შინაგანი რწმენის საფუძველზე. ეს გადაწყვეტილება მიღებიდან 24 საათის განმავლობაში გადაეცემა მხარეებს.

14.ამ მუხლით განსაზღვრული, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში საჩივრდება სააპელაციო სასამართლოში.

15.საჩივართან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ამ მუხლით დადგენილი წესით იღებს სააპელაციო სასამართლო მისთვის საჩივრის წარდგენიდან 3 დღის ვადაში.

16.სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

17.სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება არასრულწლოვნის მშობელმა ან სხვა კანონიერმა წარმომადგენელმა გაასაჩივროს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლით დადგენილი წესით, მათ შორის, იმ შემთხვევაში, თუ მისთვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, საქმის სასამართლოში განხილვის დროს რომ ყოფილიყო წარდგენილი, მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას გამოიწვევდა. საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3146 - სსმI, №20, 09.06.2006წ., მუხ.174 საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის კანონი №2510 - სსმI, №3, 13.01.2010წ., მუხ.7 საქართველოს 2014 წლის 17 ოქტომბრის კანონი №2699 - ვებგვერდი, 31.10.2014წ. საქართველოს 2016 წლის 22 ივნისის კანონი №5450 - ვებგვერდი, 12.07.2016წ. საქართველოს 2017 წლის 4 მაისის კანონი №762 - ვებგვერდი, 25.05.2017წ. საქართველოს 2019 წლის 20 სექტემბრის კანონი №5025 – ვებგვერდი, 01.10.2019წ. საქართველოს 2022 წლის 22 დეკემბრის კანონი №2478 – ვებგვერდი, 29.12.2022წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №93 · ძალაშია 30 ივნ. 2023-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 30 ივნ. 2023 – 1 ივლ. 2023 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 6

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 ივლ. 2023· გამოქვეყნდა 29 დეკ. 2022
  2. 1 ოქტ. 2019
  3. 1 ივნ. 2017· გამოქვეყნდა 25 მაი. 2017

    მე-4 პუნქტში გამოკითხვის შეზღუდვის მოქმედების სფერო განისაზღვრა დამცავი ორდერის გამოცემისა და შემაკავებელი ორდერის გასაჩივრების სამართალწარმოებით; ამოღებულია ფრჩხილებში მრავლობითის ფორმები და მიუკერძოებლობის ეჭვის საფუძვლიდან არასრულწლოვანზე მოძალადე სხვა პირთან ურთიერთობა.

  4. 12 ივლ. 2016

    მე-5 პუნქტში მიუკერძოებლობის ეჭვის საფუძველი გაფართოვდა არასრულწლოვანზე მოძალადე სხვა პირთან ურთიერთობით. მე-6 პუნქტი ტერმინოლოგიურად და სიტყვათა წყობით ახლებურად ჩამოყალიბდა და მას დაემატა 7–17 პუნქტები განცალკევების გადაწყვეტილების ძალაში შესვლის, გასაჩივრებისა და სასამართლო განხილვის ვადებისა და წესის შესახებ.

  5. 1 სექ. 2015· გამოქვეყნდა 31 ოქტ. 2014
  6. 1 აპრ. 2010· გამოქვეყნდა 13 იან. 2010
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 21¹¹⁹შემდეგი მუხლი 21¹²⁰

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • დაცვის ორდერები11 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • იურიდიული განცალკევება11 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • მსხვერპლის მხარდაჭერა და წარმომადგენლობა11 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ოჯახში ძალადობის დაცვა11 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
ლაშა კაპანაძე

ლაშა კაპანაძე

საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100-დან

დაუსვით კითხვაპროფილი
გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აიჰან ჰასანლი

აიჰან ჰასანლი

ადვოკატი, მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ნინი ჩახუნაშვილი

ნინი ჩახუნაშვილი

სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაცია

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 16 სექ. 2026 · №112

  • 6 ცვლილება · ბოლო 29 დეკ. 2022
  • 13 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

საქართველოს სამოქა… 423

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

  • 21¹³დამცავი ორდერის გამოცემისა და გასაჩივრების წესი

ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ

  • 9¹ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევის გამოვლენა
  • 14არასრულწლოვნის მოძალადე მშობლისაგან, სხვა კანონიერი წარმომადგენლისაგან ან არასრულწლოვანთან ფაქტობრივად მყოფი/მცხოვრები სხვა პირისაგან განცალკევება
  • 17მსხვერპლის უფლებები და მისი დაცვის გარანტიები, მხარდაჭერის მომსახურებების ხელმისაწვდომობა

ბავშვის უფლებათა კოდექსი

  • 75ბავშვის მიერ ადმინისტრაციული ორგანოსთვის ან სასამართლოსთვის მიმართვის უფლება და ძირითადი საპროცესო გარანტიები
  • 53ძალადობისგან ბავშვის დაცვა
  • 74ბავშვზე მორგებული პროცესი

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

  • 81¹არასრულწლოვნის უფლება დაცვაზე

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 1198¹არასრულწლოვნის უფლება დაცვაზე

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი

  • 34არასრულწლოვნის წინააღმდეგ ძალის, სპეციალური საშუალებისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შეზღუდვა

დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ

  • 10სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვა

სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ

  • 3უფლების ჩამორთმევა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21¹³9¹141742381¹1198¹1034755374321¹²
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სამოქალაქო…ქალთა მიმართ ძალადობის…ბავშვის უფლებათა კოდექ…საქართველოს ადმინისტრა…საქართველოს სამოქალაქო…არასრულწლოვანთა მართლმ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 16 სექ. 2026 · რედაქცია №112 · ბოლოს შემოწმდა 27 ოქტ. 2026