საერთაშორისო დაცვის შესახებ

მუხლი 38. დევნა და სერიოზული ზიანი

რედაქცია №2 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 6 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾50-დან

ლიზი ლომთაძეგიორგი ფანცულაიაგიორგი გუბელაძე

1.ამ კანონის მე-15 მუხლის მიზნებისთვის ქმედება დევნად მიიჩნევა, თუ: ა) იგი თავისი არსით ან განმეორებადობით საკმარისად სერიოზულია იმისთვის, რომ იყოს ადამიანის ძირითადი უფლებების მძიმე დარღვევა, კერძოდ, ისეთი უფლებებისა, რომელთა შეზღუდვა დაუშვებელია „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის“ ევროპული კონვენციის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე; ბ) იგი არის სხვადასხვა ქმედების (მათ შორის, ადამიანის უფლებების დარღვევების) ერთობლიობა, რომელიც საკმარისად მწვავეა და პირზე ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების მსგავს გავლენას ახდენს.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დევნა შეიძლება გამოიხატოს შემდეგი ფორმით/ფორმებით: ა) ფიზიკური ძალადობის (მათ შორის, სექსუალური ძალადობის) ან ფსიქოლოგიური ძალადობის აქტით; ბ) სამართლებრივი, ადმინისტრაციული ან/და სასამართლო აქტით ან ღონისძიებით, რომელიც თავად არის დისკრიმინაციული ან დისკრიმინაციული ფორმით ხორციელდება/აღსრულდება; გ) სისხლისსამართლებრივი დევნით ან სასჯელით, რომელიც არაპროპორციულია ან დისკრიმინაციულია; დ) დარღვეული უფლების აღდგენაზე სასამართლოს მიერ უარის თქმით, რისი შედეგიც არის არაპროპორციული ან დისკრიმინაციული სასჯელი; ე) შეიარაღებული კონფლიქტის დროს სამხედრო სამსახურზე უარის თქმის გამო განხორციელებული სისხლისსამართლებრივი დევნით ან სასჯელით, როდესაც სამხედრო სამსახური მოიცავდა იმ დანაშაულებსა და ქმედებებს, რომლებიც, ამ კანონის მე-18 მუხლის თანახმად, პირის ლტოლვილის სტატუსიდან გამორიცხვის საფუძვლებია; ვ) იმ ქმედებით, რომელიც თავისი ბუნებით სექსუალურ ორიენტაციას, სქესს ან არასრულწლოვანს უკავშირდება.

3.ამ კანონის მე-19 მუხლის მიზნებისთვის სერიოზული ზიანი არის: ა) პირისთვის გამოტანილი სასიკვდილო განაჩენი ან მისი სიკვდილით დასჯის საფრთხე; ბ) წარმოშობის ქვეყანაში პირის წამება ან მის მიმართ არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობა ან სასჯელი; გ) საერთაშორისო ან შიდა შეიარაღებული კონფლიქტის დროს არსებული განურჩეველი ძალადობის გამო სამოქალაქო პირის სიცოცხლისთვის ან ფიზიკური ხელშეუხებლობისთვის შექმნილი სერიოზული, ინდივიდუალური საფრთხე.

სისხლის სამართლის პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 1

ყველა გადაწყვეტილება
  • №617აპ-252025-12-2646
    დაუშვებლობა (T5)

    საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები

    უზენაესმა სასამართლომ სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის საქმეზე დაცვის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად ცნო, რადგან დასაშვებობის საფუძვლები დადგენილად არ მიიჩნია. პატიმრობისა და მისი გაგრძელებების უკანონოდ ცნობის მოთხოვნა სასამართლომ განუხილველად დატოვა, რადგან მათი გადასინჯვა საკასაციო სასამართლოს კომპეტენციას სცდებოდა. ძალაში დარჩა სააპელაციო განაჩენით უცვლელად დატოვებული საბოლოო სასჯელი: თორმეტი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა და სამი წლით სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 16 დეკ. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიზი ლომთაძე

ლიზი ლომთაძე

სისხლის სამართლის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾50

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

გიორგი გუბელაძე

გიორგი გუბელაძე

ადვოკატი გიორგი გუბელაძე

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

აიჰან ჰასანლი

აიჰან ჰასანლი

ადვოკატი, მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ელვინ შეირიევი

ელვინ შეირიევი

საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ნესტან ანანიძე

ნესტან ანანიძე

სისხლის სამართლი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
286²322¹34436247²431¹5973¹1939151822338
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაერთაშორისო დაცვის შე…საქართველოს სისხლის სა…ოკუპირებული ტერიტორიებ…საქართველოს ადმინისტრა…უცხოელთა და მოქალაქეობ…არასრულწლოვანთა მართლმ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №2 · ბოლოს შემოწმდა