დებულება კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანის ან დროებით გატანის ნებართვის გაცემისა და მასზე გაწეული მომსახურების ანაზღაურების წესის შესახებ

მუხლი 5 (დანართი 1). კულტურული ფასეულობების ჩამონათვალი, რომელთა გატანისა და დროებით გატანის საკითხს იხილავს საკონსულტაციო ჯგუფი

რედაქცია №2 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.კულტურული ფასეულობები, რომლებიც ექვემდებარება საკონსულტაციო ჯგუფის სხდომაზე განხილვას: ა) არქიტექტურული, ისტორიული და მონუმენტური ხელოვნების ძეგლების შემადგენელი ნაწილები და მათი ფრაგმენტები, თუ მათი ასაკი 100 წელს აღემატება; ბ) მხატვრული მნიშვნელობის მქონე ფერწერული და გრაფიკული ნაწარმოებები, თუ მათი ასაკი 70 წელს აღემატება; გ) გამოჩენილი გარდაცვლილი ხელოვანების მხატვრული მნიშვნელობის მქონე ნაწარმოებები; დ) ხატები და საკულტო დანიშნულების ნივთები, თუ მათი ასაკი 70 წელს აღემატება; ე) ხელით შესრულებული მოზაიკა, ნახატები, ორიგინალური გრავიურები, ოფორტები, ანაბეჭდები, მათი შესაბამისი ლითოგრაფიული მატრიცები და ორიგინალური პლაკატები, თუ მათი ასაკი 70 წელს აღემატება; ვ) ქანდაკებების ორიგინალები, თუ მათი ასაკი 70 წელს აღემატება; ზ) ნებისმიერი პერიოდის არქივები და საარქივო დოკუმენტები, ნებისმიერი სახის, ნებისმიერ მატარებელზე; თ) ფოტო, ფონო, კინომასალები და მათი ნეგატივები, თუ მათი ასაკი 100 წელს აღემატება; ი) ინკუნაბულები, ხელნაწერები, სიგელები, გუჯრები, სანოტო მასალა, რომელთა ასაკი 100 წელს აღემატება და აქვთ ისტორიული, მხატვრული და სამეცნიერო ღირებულება; კ) წიგნები და სხვა ბეჭდური გამოცემები, რომელთა ასაკი 100 წელს აღემატება ან გამოცემულია მცირე ტირაჟით; ლ) არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული ან კულტურულ ფენებში შემთხვევით აღმოჩენილი ნივთები და მათი ფრაგმენტები; მ) სამეცნიერო ინტერესის მქონე კოლექციები, თუ მათი ასაკი 70 წელს აღემატება; ნ) სატრანსპორტო საშუალებები, თუ მათი ასაკი 80 წელს აღემატება; ო) ისტორიულ მოვლენებთან ან ისტორიულ პირთა მოღვაწეობასთან დაკავშირებული მემორიალური ნივთები; პ) საბრძოლო და საპატიო ჯილდოები, რომელთა ასაკი 100 წელს აღემატება ან რაოდენობა შეზღუდულია; ჟ) მხატვრულად გაფორმებული ცივი იარაღის ნიმუშები, თუ მათი ასაკი 100 წელს აღემატება; რ) მხატვრულად გაფორმებული ცეცხლსასროლი იარაღის ნიმუშები, თუ მათი ასაკი 70 წელს აღემატება; ს) ხელით ნაქსოვი სახალიჩო ნაწარმი და გობელენები, თუ მათი ასაკი 80 წელს აღემატება; ტ) ხელით დამზადებული ხემიანი მუსიკალური ინსტრუმენტები, რომელთა ასაკი 100 წელს აღემატება; უ) კლავიშებიანი მუსიკალური ინსტრუმენტები, რომელთა ასაკი 100 წელს აღემატება; ფ) მხატვრულად გაფორმებული ხალხური საკრავები, რომელთა ასაკი 100 წელს აღემატება; ქ) 100 წელზე მეტი ხნის წარწერა, ბეჭედი, იშვიათი მონეტები, საბანკო ბილეთები და ბანკნოტები; ღ) მიმოქცევიდან ამოღებული იშვიათი საფოსტო ნიშნები; ყ) სხვა მოძრავი ნივთები, რომლებსაც აქვთ ისტორიული, მხატვრული, სამეცნიერო ან სხვა ღირებულება, მათ შორის, ისტორიული მნიშვნელობის მქონე არქიტექტურული ნახაზები, სახვითი ხელოვნების ნიმუშების ასლები, თუ მათი ასაკი 80 წელს აღემატება; შ) სხვა ნებისმიერი ანტიკვარული ნივთი, მათ შორის, ეთნოგრაფიული მასალა, თუ მისი ასაკი 100 წელს აღემატება (გარდა სერიული ნაწარმისა): შ.ა) სათამაშოები; შ.ბ) საიუველირო ნაკეთობები ძვირფასი ლითონებისაგან; შ.გ) ავეჯი და ინტერიერის სხვა საგნები; შ.დ) ოპტიკური ხელსაწყოები, ფოტოგრაფიული ან კინემატოგრაფიული აპარატები; შ.ე) ნებისმიერი სახის საათები; შ.ვ) ხის ნაკეთობები; შ.ზ) კერამიკა; შ.თ) დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები.

2.ამ დებულების მე-2 მუხლის მე-7 პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში საკითხი განიხილება საკონსულტაციო ჯგუფის მიერ, რომელიც შესაბამის რეკომენდაციას წარუდგენს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს. გადაწყვეტილება მიიღება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს დასკვნის საფუძველზე. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2016 წლის 4 მარტის ბრძანება №05/06 - ვებგვერდი, 07.03.2016წ. საქართველოს კულტურის მინისტრის 2026 წლის 1 აპრილის ბრძანება №05/44 - ვებგვერდი, 02.04.2026წ.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
15428259⁴183151940372 (და…3 (და…1 (და…5 (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსკულტურულ ფასეულობათა ს…დებულება კულტურული ფას…საქართველოს სისხლის სა…კულტურული მემკვიდრეობი…კულტურის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №2 · ბოლოს შემოწმდა