ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის ობიექტია საქართველოს ტერიტორიაზე (ტერიტორიული წყლების, საჰაერო სივრცის, კონტინენტური შელფისა და განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის ჩათვლით) არსებული ბუნებრივი რესურსების მოცულობა (რაოდენობა), კერძოდ: ა) სასარგებლო წიაღისეულის მოცულობა (რაოდენობა); ბ) ტყის რესურსების მოცულობა/რაოდენობა; გ) ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩითა და „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი თეთრყვავილას ბოლქვებით ან/და ყოჩივარდას გორგლებით სარგებლობის ლიცენზიით გათვალისწინებული სახეობების რაოდენობა; დ) წყლის რესურსების მოცულობა (რაოდენობა); ე) ცხოველთა სამყაროს რესურსების მოცულობა (რაოდენობა) . საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4225 - სსმ I, №5, 15.01.2007 წ., მუხ.64 საქართველოს 2011 წლის 8 ნოემბრის კანონი №5201 - ვებგვერდი, 14.11.2011წ. საქართველოს 2020 წლის 22 მაისის კანონი №5950 – ვებგვერდი, 28.05.2020წ. საქართველოს 2021 წლის 15 დეკემბრის კანონი №1102 – ვებგვერდი, 24.12.2021წ.
ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ
მუხლი 4. მოსაკრებლის ობიექტი
გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი საკითხიტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №30 · ძალაშია 24 დეკ. 2021-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
28 ივლ. 2020 – 1 იან. 2021 ტექსტი უცნობია
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 3
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
- · გამოქვეყნდა 28 მაი. 2020
- · გამოქვეყნდა 15 იან. 2007
მე-4 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტში ამოღებულია სიტყვები „ზეზეული ხეების“ და დარჩა ტყის ფონდის მერქნული რესურსების მოცულობა (რაოდენობა).
გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

