ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გადამხდელია: ა) პირი, რომლის საქმიანობა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ექვემდებარება ლიცენზირებას; ბ) სახელმწიფო ტყის რესურსებით მოსარგებლე; გ) სპეციალური სარგებლობის ჭრის შედეგად ამოღებული ტყის მერქნული რესურსებით მოსარგებლე; დ) პირი, რომელიც ახორციელებს ცხოველთა სამყაროს ობიექტების მოპოვებას (ბუნებრივი გარემოდან ამოღებას); ე) პირი, რომელიც ზედაპირული წყლების გამოყენებით აკვაკულტურის ნებართვის საფუძველზე ახორციელებს აკვაკულტურის საქმიანობას. [ ვ) პირი, რომელიც ახორციელებს წყლის რესურსებით სპეციალურ სარგებლობას (ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყალაღება). (ამოქმედდეს 2027 წლის 1 სექტემბრიდან)] საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4225 - სსმ I, №5, 15.01.2007 წ., მუხ.64 საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5238 - სსმ I, №29, 27.07.2007 წ., მუხ.307 საქართველოს 2011 წლის 8 ნოემბრის კანონი №5201 - ვებგვერდი, 14.11.2011წ. საქართველოს 2020 წლის 22 მაისის კანონი №5950 – ვებგვერდი, 28.05.2020წ. საქართველოს 2020 წლის 24 ივნისის კანონი №6409 – ვებგვერდი, 01.07.2020წ. საქართველოს 2023 წლის 30 ივნისის კანონი №3426 – ვებგვერდი, 20.07.2023წ.
ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ
მუხლი 3. მოსაკრებლის გადამხდელი
გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი საკითხიტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს ზოგი ცვლილება უკვე მოქმედებდა, ზოგი ჯერ არა, და ამ მუხლის იმდროინდელ ტექსტს ზუსტად ვერ ვადგენთ.
ამ მუხლის ტექსტები დროში
2 იან. 2024 – 1 სექ. 2027 ტექსტი უცნობია
28 ივლ. 2020 – 1 იან. 2024 ტექსტი უცნობია
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 5
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
- ჯერ არ ამოქმედებულა· გამოქვეყნდა 20 ივლ. 2023
- · გამოქვეყნდა 1 ივლ. 2020
- · გამოქვეყნდა 28 მაი. 2020
- · გამოქვეყნდა 27 ივლ. 2007
მე-3 მუხლს დაემატა „დ“ ქვეპუნქტი, რომლითაც გადამხდელთა წრე ფართოვდება სამონადირეო მეურნეობის გარეთ გადამფრენი ფრინველების ამომღები პირით.
- · გამოქვეყნდა 15 იან. 2007
მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტიდან ამოღებულია მერქნული რესურსების გამონაკლისი, „ბ“ ქვეპუნქტი ახლა სახელმწიფო ტყის ფონდიდან მერქნული რესურსებით სარგებლობას ეხება, ხოლო ახალი „გ“ ქვეპუნქტით გადამხდელია სპეციალური ჭრების შედეგად ამოღებული მერქნული რესურსებით მოსარგებლეც.
გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

