Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაგადასახადების ადმინისტრირების შესახებმუხლი 107 (დანართი 1)

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

მუხლი 107 (დანართი 1). ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გაანგარიშების შევსება

რედაქცია №400 კონსოლიდირებული · 8 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.გაანგარიშების პირველ ნაწილში აისახება ინფორმაცია მოსაკრებლის გადამხდელის რეკვიზიტების, გაანგარიშების ტიპის (პირველადი/შესწორებული), საანგარიშო პერიოდის შესახებ, აგრეთვე, ეკონომიკური საქმიანობის (,,NACE“) კოდი „საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორის „ეკონომიკური საქმიანობის სახეების“ დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის საბჭოს 2016 წლის 28 ივლისის №10 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორი „ეკონომიკური საქმიანობის სახეების“ მიხედვით.

2.გაანგარიშების ყველა გვერდზე მიეთითება გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი, ამასთან, დეკლარაციაში ასახული მონაცემების უტყუარობა და სისრულე ხელისმოწერით დასტურდება გადასახადის გადამხდელის მიერ თარიღის (რიცხვი, თვე, წელი) მითითებით.

3.გაანგარიშების II ნაწილი ივსება საგადასახადო ორგანოს მიერ და აისახება ინფორმაცია საგადასახადო ორგანოში დეკლარაციის წარდგენისა და რეგისტრაციის შესახებ.

4.გაანგარიშების III ნაწილის: ა)  პირველ სვეტში აისახება იმ ლიცენზიის ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომლის მიხედვითაც ხორციელდება ანგარიშგება; ბ) მე-2 სვეტში აისახება პირველ სვეტში მითითებული ლიცენზიით განსაზღვრული ბუნებრივი რესურსის სახეობა. თუ ლიცენზია მოიცავს რამდენიმე სახეობის რესურსს, მაშინ თითოეული სახეობა ცალ-ცალკე სტრიქონში აისახება; გ) მე-3 სვეტში აისახება ზომის ერთეული (გრამი, კილოგრამი, ტონა, მ 3 ) ბუნებრივი რესურსების სახეობათა მიხედვით; დ) მე-4 სვეტში აისახება გარემოდან ამოღებული (მოპოვებული/მოსაპოვებელი) ბუნებრივი რესურსების მოცულობა (რაოდენობა), კერძოდ: დ.ა) სოფლის მეურნეობაში გამოყენებულ წყალზე – წლის განმავლობაში გამოყენებული წყლის მოცულობა; დ.ბ) ტყის ფონდის მერქნულ რესურსებზე – საანგარიშო თვის განმავლობაში ბუნებიდან ამოღებული რესურსების ოდენობა. ამასთან, თუ პირი ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში სისტემატურად (ყოველდღიურად) ახორციელებს ტყის ფონდის მერქნული რესურსების გარემოდან ამოღებას, უფლებამოსილია წინასწარ წარადგინოს მოსაკრებლის გაანგარიშება თვის მოსალოდნელი მოსაპოვებელი რესურსების მოცულობების მიხედვით, რომელიც შემდგომში ექვემდებარება შესაბამისი სასაქონლო ზედნადებით განაშთვას; დ.გ) მინერალურ წყლებსა და მიწისქვეშა მტკნარ ჩამოსასხმელ წყლებზე – კვარტლის განმავლობაში ლიცენზიის შესაბამისად დამტკიცებული სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმით გათვალისწინებული ყოველწლიურად ასათვისებელი მოცულობის მიხედვით, თანაბარ ნაწილებად, წლიური გეგმის ¼-ის ოდენობით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მოცულობა აღემატება წლიური გეგმის ¼-ს, შეიტანება ფაქტობრივად მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის რაოდენობა; დ.დ) ნახშირორჟანგზე (გაზი CO2) – თვის განმავლობაში ლიცენზიით განსაზღვრული ყოველდღიური ლიმიტის შესაბამისად მოპოვებული რესურსის მოცულობა (ოდენობა); დ.ე) იმ სასარგებლო წიაღისეულზე, რომლის მოპოვების (ან წიაღით სარგებლობის) ლიცენზიით პირდაპირ არის განსაზღვრული მოსაპოვებელი სასარგებლო წიაღისეულის ჯამური, წლიური მაქსიმალური ან დღიური ოდენობა (გარდა მინერალური წყლებით, მიწისქვეშა მტკნარი ჩამოსასხმელი წყლებით და ნახშირორჟანგისა) – 6 თვის განმავლობაში ლიცენზიის შესაბამისად დამტკიცებული სასარგებლო წიღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმით გათვალისწინებული ყოველწლიური ასათვისებელი მოცულობა, თანაბარ ნაწილებად, წლიური გეგმის ½-ის ოდენობით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მოცულობა აღემატება წლიური გეგმის ½-ს, შეიტანება ფაქტობრივად მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მოცულობა. იმ შემთხვევაში, თუ ლიცენზია მოიცავს არასრულ წელს (დაიწყო, დასრულდა, გასხვისდა წლის შიგნით), გეგმური მოცულობა განისაზღვრება თვის ლიმიტის მიხედვით, ხოლო თუ მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მოცულობა აღემატება თვიურ ლიმიტს, შეიტანება ფაქტობრივად მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მოცულობა. შენიშვნა:

1.თუ წლის შიგნით რომელიმე საანგარიშო პერიოდში ფაქტობრივად მოპოვებული რესურსის მოცულობა აღემატება ამავე პერიოდის გეგმიურ მოცულობას, გაანგარიშებაში ასახვას ექვემდებარება ფაქტობრივად მოპოვებული რესურსის მოცულობა.

2.ლიცენზიის/მისი ნაწილის იჯარით გაცემისას, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გაანგარიშების წარდგენას და მოსაკრებლის თანხის გადახდას ახორციელებს ლიცენზიის მესაკუთრე.

3.თუ ლიცენზიის ვადის გასვლამდე ლიცენზიის მფლობელმა აითვისა ლიცენზიით გათვალისწინებული მოსაპოვებელი რესურსის ჯამური მოცულობა, იგი ვალდებულია განცხადებით მიმართოს ლიცენზიის გამცემ ორგანოს ლიცენზიის გაუქმების თაობაზე. მაგალითი 1: პირმა 2021 წლის მარტის თვეში მიიღო სასარგებლო წიაღისეულის (ქვიშა-ხრეშის) მოპოვების ლიცენზია 2026 წლის  მარტამდე მოქმედების ვადით. ლიცენზიაზე  დამტკიცებული ათვისების გეგმის შესაბამისად, მოსაპოვებელი წიაღისეულის 2021 წლის წლიური ოდენობა შეადგენს 15 000 მ 3 , შემდეგ წლებში 20 000 მ 3 -ს, ხოლო 2026 წელს (პირველ მარტამდე) -  2 000 მ 3 -ს. მოცემულ შემთხვევაში: 2021 წლის წლიური გეგმა მოიცავს 10 თვეს - მარტიდან დეკემბრის თვის ჩათვლით პერიოდს. შესაბამისად, რადგან აღნიშნული პერიოდი  აღემატება 6 თვეს,  15 ივლისის  და მომდევნო წლის 15 იანვრის სავადო თარიღებისთვის წარდგენილი ექვსთვიანი საანგარიშო პერიოდების გაანგარიშებებში ასახულ უნდა იქნეს თვიური ლიმიტის შესაბამისად განსაზღვრული 2021 წლის გეგმით გათვალისწინებული ასათვისებელი რესურსის მოცულობა. მოცემული მაგალითის პირობებში, 2021 წლის I არასრული ექვსთვიანი საანგარიშო პერიოდის (მარტი-ივნისი) გაანგარიშებაში (სვ.4) ასახვას ექვემდებარება  6 000მ 3 (15 000/10*4), ხოლო II ექვსთვიანი (ივლისი - დეკემბერი) საანგარიშო პერიოდის გაანგარიშებაში, რომელიც წარედგინება საგადასახადო ორგანოს არაუგვიანეს მომდევნო წლის 15 იანვრისა - 9000 მ 3 (15 000/10*6). 2022-2025 წლებში (ემთხვევა კალენდარულ წელს), ყოველი წლის ექვსთვიან პერიოდებზე სავადო თარიღებისათვის (არაუგვიანეს 15 ივლისი და მომდევნო წლის 15 იანვარი) წარდგენილ გაანგარიშებაში, ასახულ  უნდა იქნეს შესაბამისი წლის ათვისების გეგმით განსაზღვრული რესურსის მოცულობა თანაბარ ნაწილებად (წლიური გეგმის ½-ის ოდენობით), მოცემული მაგალითის პირობებში - 10 000 მ 3 (20 000/2). 2026 წლის წლიური გეგმა მოიცავს 2 თვეს - იანვრიდან თებერვლის თვის ჩათვლით პერიოდს. შესაბამისად, რადგან აღნიშნული პერიოდი არ აღემატება 6 თვეს,  წლიური გეგმით მოსაპოვებელი რესურსის მოცულობა  (2000 მ 3 ) სრულად ექვემდებარება ასახვას 2026 წლის 15 ივლისისათვის წარსადგენ გაანგარიშებაში. მაგალითი 2: პირმა 2021 წლის სექტემბრის თვეში მიიღო სასარგებლო წიაღისეულის (ქვიშა-ხრეშის) მოპოვების ლიცენზია 2026 წლის  სექტემბრამდე მოქმედების ვადით. ლიცენზიაზე  დამტკიცებული ათვისების გეგმის შესაბამისად, მოსაპოვებელი წიაღისეულის 2021 წლის წლიური ოდენობა შეადგენს 4 000 მ 3 -ს,  შემდეგ წლებში 12 000 მ 3 -ს, ხოლო 2026 წელს (პირველ სექტემბრამდე) -  8 000 მ 3 -ს. მოცემულ შემთხვევაში: 2021 წლის წლიური გეგმა მოიცავს 4 თვეს - სექტემბრიდან დეკემბრის თვის ჩათვლით პერიოდს. შესაბამისად, რადგან აღნიშნული პერიოდი არ აღემატება 6 თვეს,  წლიური გეგმით მოსაპოვებელი რესურსის მოცულობა  (4000 მ 3 ) სრულად ექვემდებარება ასახვას 2022 წლის 15 იანვრისათვის წარსადგენ გაანგარიშებაში. 2022-2025 წლებში, ყოველი წლის ექვსთვიან პერიოდებზე სავადო თარიღებისათვის (არაუგვიანეს 15 ივლისი და მომდევნო წლის 15 იანვარი) წარდგენილ გაანგარიშებაში, ასახულ  უნდა იქნეს შესაბამისი წლის ათვისების გეგმით განსაზღვრული რესურსის მოცულობა  თანაბარ ნაწილებად (წლიური გეგმის ½-ის ოდენობით), მოცემული მაგალითის პირობებში - 6 000 მ 3 (12 000 მ 3 /2). ლიცენზიის დასრულების წელს (2026 წელს) -  ვინაიდან წელი არის არასრული  (მოიცავს 8 თვეს),  15 ივლისის  და მომდევნო წლის 15 იანვრის სავადო თარიღებისთვის წარდგენილ ექვსთვიანი საანგარიშო პერიოდების გაანგარიშებებში  ასახულ უნდა იქნეს თვიური ლიმიტის შესაბამისად განსაზღვრული 2026 წლის გეგმით გათვალისწინებული ასათვისებელი რესურსის მოცულობა. მოცემული მაგალითის პირობებში, 2026 წლის I ექვსთვიანი საანგარიშო პერიოდის გაანგარიშებაში (სვ.4) ასახვას ექვემდებარება  6 000 მ 3 (8 000 მ 3 /8*6), ხოლო II ექვსთვიანი საანგარიშო პერიოდის გაანგარიშებაში  2 000 მ 3 (8 000 მ 3 /8*2) . დ.ვ) სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა-მოპოვების მიზნით გაცემული ლიცენზიების შემთხვევაში, სასარგებლო წიაღისეულის შესწავლის სტადიაზე მოპოვებული სასარგებლო წიღისეულისათვის ფაქტობრივად მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის ოდენობის მიხედვით; დ.ზ) შავ ზღვაში თევზჭერაზე – თევზჭერის ყოველწლიური კვოტიდან თევზჭერის ლიცენზიით განსაზღვრული პროცენტის შესაბამისად მოსაპოვებელი თევზის რესურსის სრული ოდენობა; დ.თ) სხვა ბუნებრივ რესურსებზე – თვის განმავლობაში ფაქტობრივად მოპოვებული ბუნებრივი რესურსის მოცულობა (ოდენობა); დ.ი) ლიცენზიის გარეშე მოსაპოვებელ სასარგებლო წიაღისეულზე - კვარტლის განმავლობაში სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებით განსაზღვრული სასარგებლო წიაღისეულის მოცულობის პროპორციულად. ამასთანავე, თუ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებით არ არის განსაზღვრული სასარგებლო წიაღისეულის მოცულობა ან თუ მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მოცულობა აღემატება სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებით განსაზღვრულს, მოსაკრებელი გადაიხდება ფაქტობრივად მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის ოდენობის მიხედვით; ე)  მე-5 სვეტში აისახება ბუნებრივი რესურსის ის მოცულობა (რაოდენობა), რომელიც არ ექვემდებარება მოსაკრებლის გადახდას. ასევე, წლის ბოლო საანგარიშო პერიოდის მიხედვით წარდგენილი გაანგარიშების ამ სვეტში ასასახი მონაცემები შეიძლება წარმოიქმნას იმ შემთხვევაში, როცა გაანგარიშების მე-4 სვეტში ასახული ბუნებრივი რესურსის ჯამური მოცულობა აღემატება სასარგებლო წიღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმით გათვალისწინებულ ყოველწლიურად ასათვისებელ მოცულობას, იმ პირობებში, როცა ფაქტობრივად მოპოვებული სასარგებლო წიღისეულის ოდენობა არ აღემატება სასარგებლო წიღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმით გათვალისწინებულ ყოველწლიურად ასათვისებელ მოცულობას. მაგალითი 3: პირი ფლობს სასარგებლო წიაღისეულის (ქვიშა-ხრეშის) მოპოვების ლიცენზიას, რომელზეც  დამტკიცებული ათვისების შესაბამისი გეგმით გათვალისწინებული 2019 წლის ასათვისებელი რესურსის წლიური მოცულობა შეადგენს 20 000 მ 3 . 2019 წლის I ექვსთვიან საანგარიშო პერიოდში გადამხდელს რესურსი არ მოუპოვებია, ხოლო II ექვსთვიან საანგარიშო პერიოდში ფაქტობრივად მოპოვებულია 14 000 მ 3 მოცულობის ბუნებრივი რესურსი. მოცემულ შემთხვევაში: პირის მიერ საგადასახადო ვალდებულება მოსაკრებლის ნაწილში უნდა შესრულდეს შემდეგნაირად: 2019 წლის 15 ივლისის სავადო თარიღისთვის წარდგენილ გაანგარიშებაში მოპოვებული/მოსაპოვებელი რესურსის მოცულობა (სვტ.

4)უნდა აისახოს 2019 წელს ლიცენზიით განსაზღვრული ასათვისებელი რესურსის წლიური ოდენობის ნახევარი 10 000 მ 3 . 2020 წლის 15 იანვრის სავადო თარიღში წარდგენილ გაანგარიშებაში მოპოვებული/მოსაპოვებელი რესურსის მოცულობა (სვტ.

4)უნდა აისახოს ფაქტობრივად მოპოვებული რესურსის რაოდენობა 14 000 მ 3 . იმის გათვალისწინებით, რომ წლის მანძილზე ფაქტობრივად მოპოვებული რესურსის მოცულობა (14 000 მ 3 ) ნაკლებია ათვისების შესაბამისი გეგმით გათვალისწინებულ 2019 წლის ასათვისებელ წლიურ მოცულობაზე (20 000 მ 3 ) მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წარმოიქმნება 20 000 მ 3 ოდენობის ბუნებრივ რესურსზე. შესაბამისად, ვინაიდან გაანგარიშების მე-4 სვეტში ჯამურად ასახული რესურსის რაოდენობა შეადგენს 24 000 მ 3 -ს (10 000 მ 3 +14 000 მ 3 ), გაანგარიშების მე-5 სვეტში ასახვას ექვემდებარება 4 000 მ 3 ((10 000 მ 3 +14 000მ 3 )-20 000 მ 3 ) რესურსის მოცულობა. მაგალითი 4: პირი ფლობს სასარგებლო წიაღისეულის (ქვიშა-ხრეშის) მოპოვების ლიცენზიას, რომელზეც  დამტკიცებული ათვისების შესაბამისი გეგმით გათვალისწინებული 2019 წლის ასათვისებელი რესურსის წლიური მოცულობა შეადგენს 20 000 მ 3 . 2019 წლის I ექვსთვიან საანგარიშო პერიოდში გადამხდელმა მოიპოვა 18 000 მ 3 მოცულობის ბუნებრივი რესურსი, ხოლო II ექვსთვიან  საანგარიშო პერიოდში ფაქტობრივად მოპოვებულია 8 000 მ 3 მოცულობის ბუნებრივი რესურსი. მოცემულ შემთხვევაში: პირის მიერ საგადასახადო ვალდებულება მოსაკრებლის ნაწილში უნდა შესრულდეს შემდეგნაირად: 2019 წლის 15 ივლისის სავადო თარიღისთვის წარდგენილ გაანგარიშებაში მოპოვებული/მოსაპოვებელი რესურსის მოცულობა (სვტ.

4)უნდა აისახოს ფაქტობრივად მოპოვებული რესურსის რაოდენობა 18 000 მ 3 . 2020 წლის 15 იანვრის სავადო თარიღში წარდგენილ გაანგარიშებაში მოპოვებული/მოსაპოვებელი რესურსის მოცულობა (სვტ.

4)უნდა აისახოს 2019 წელს ლიცენზიით განსაზღვრული ასათვისებელი რესურსის წლიური ოდენობის ნახევარი 10 000 მ 3 . იმის გათვალისწინებით, რომ წლის მანძილზე ფაქტობრივად მოპოვებული რესურსის მოცულობა (26 000 მ 3 ) აღემატება ათვისების შესაბამისი გეგმით გათვალისწინებულ 2019 წლის ასათვისებელ წლიურ მოცულობას (20 000 მ 3 ) მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წარმოიქმნება ფაქტობრივად მოპოვებული 26 000 მ 3 ოდენობის ბუნებრივ რესურსზე. შესაბამისად, ვინაიდან გაანგარიშების მე-4 სვეტში ჯამურად ასახული რესურსის რაოდენობა შეადგენს 28 000 მ 3 -ს (18 000 მ 3 +10 000 მ 3 ), გაანგარიშების მე-5 სვეტში ასახვას ექვემდებარება 2 000 მ 3 ((18 000 მ 3 +10 000მ 3 )-26 000 მ 3 ) რესურსის მოცულობა. მაგალითი 5: პირი ფლობს სასარგებლო წიაღისეულის (ქვიშა-ხრეშის) მოპოვების ლიცენზიას, რომელზეც  დამტკიცებული ათვისების შესაბამისი გეგმით გათვალისწინებული 2019 წლის ასათვისებელი რესურსის წლიური მოცულობა შეადგენს 20 000 მ 3 . 2019 წლის I ექვსთვიან საანგარიშო პერიოდში გადამხდელმა მოიპოვა 16 000 მ 3 მოცულობის ბუნებრივი რესურსი, ხოლო II ექვსთვიან საანგარიშო პერიოდში ფაქტობრივად მოპოვებულია 4 000 მ 3 მოცულობის ბუნებრივი რესურსი. მოცემულ შემთხვევაში: პირის მიერ საგადასახადო ვალდებულება მოსაკრებლის ნაწილში უნდა შესრულდეს შემდეგნაირად: 2019 წლის 15 ივლისის სავადო თარიღისთვის წარდგენილ გაანგარიშებაში მოპოვებული/მოსაპოვებელი რესურსის მოცულობა (სვტ.

4)უნდა აისახოს ფაქტობრივად მოპოვებული რესურსის რაოდენობა 16 000 მ 3 . 2020 წლის 15 იანვრის სავადო თარიღში წარმოდგენილ გაანგარიშებაში მოპოვებული/მოსაპოვებელი რესურსის მოცულობა (სვტ.

4)უნდა აისახოს  2019 წელს ლიცენზიით განსაზღვრული ასათვისებელი რესურსის წლიური ოდენობის ნახევარი 10 000 მ 3 . იმის გათვალისწინებით, რომ წლის მანძილზე ფაქტობრივად მოპოვებულია ათვისების შესაბამისი გეგმით გათვალისწინებული 2019 წლის ასათვისებელი რესურსის წლიური მოცულობა (20 000 მ 3 ) მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წარმოიქმნება რესურსის ამ მოცულობაზე (20 000 მ 3 ). შესაბამისად, ვინაიდან გაანგარიშების მე-4 სვეტში ჯამურად ასახული რესურსის რაოდენობა შეადგენს 26 000 მ 3 -ს (16 000 მ 3 +10 000 მ 3 ), გაანგარიშების მე-5 სვეტში ასახვას ექვემდებარება 6 000 მ 3 ((16 000 მ 3 +10 000მ 3 )-20 000 მ 3 ) რესურსის მოცულობა. ვ) მე-6 სვეტში აისახება მოსაკრებლის გადახდას დაქვემდებარებული ბუნებრივი რესურსის მოცულობა (რაოდენობა) (სვტ.4 – სვტ.5). ზ) მე-7 სვეტში აისახება მოსაკრებლის ის განაკვეთი, რომელიც კონკრეტულად განსაზღვრულია პირველ სვეტში მოცემული მოსაკრებლის გადახდას დაქვემდებარებული თითოეული სახეობის რესურსისათვის. თ)  მე-8 სვეტში აისახება მე-6 და მე-7 სვეტებში მოცემული სიდიდეების ნამრავლი.

5.იმ შემთხვევაში, როცა მოსაკრებლის გადამხდელი ანგარიშგებას ახორციელებს ლიცენზიის მიღების თარიღის გათვალისწინებით და, შესაბამისად, ექვსთვიანი პერიოდი არ ემთხვევა კალენდარული წლის ექვსთვიან პერიოდს, ამ წესით განხორციელებული ანგარიშგება მოიცავს 2021 წლის I ექვსთვიანი საანგარიშო პერიოდის ნაწილს, პირს უფლება აქვს ამავე გაანგარიშებით შეიმციროს თვიური ლიმიტის შესაბამისად განსაზღვრული 2021 წლის გეგმით გათვალისწინებული ასათვისებელი რესურსის მოცულობა. ამასთან, 2021 წლის ექვსთვიანი და ყოველი  შემდგომი პერიოდის გაანგარიშება წარდგენილ უნდა იქნეს 15 ივლისის და 15 იანვრის სავადო თარიღების მიხედვით. მაგალითი 6: პირი ფლობს სასარგებლო წიაღისეულის (ქვიშა-ხრეშის) მოპოვების ლიცენზიას, რომელზეც  დამტკიცებული ათვისების შესაბამისი გეგმით გათვალისწინებული 2021 წლის ასათვისებელი რესურსის წლიური მოცულობა შეადგენს 12 000 მ 3 . პირის მიერ გაანგარიშების წარდგენა ხორციელდება ლიცენზიის გაცემის თარიღის გათვალისწინებით, რომელიც მოიცავს 2020 წლის სექტემბრიდან - 2021 წლის თებერვლის ჩათვლით საანგარიშო პერიოდს. მოცემულ შემთხვევაში: პირის მიერ წარსადგენი გაანგარიშების მოპოვებული/მოსაპოვებელი რესურსის მოცულობა (სვტ.

4)უნდა აისახოს  სექტემბრიდან - თებერვლის ჩათვლით პერიოდში  მოსაპოვებელი რესურსის მოცულობა, ხოლო ამავე გაანგარიშების მე-5 სვეტში უნდა ასახოს 2021 წლის იანვრიდან - თებერვლის ჩათვლით პერიოდში თვიური ლიმიტის შესაბამისად განსაზღვრული 2021 წლის გეგმით გათვალისწინებული ასათვისებელი რესურსის მოცულობა 2 000 მ 3 (12 000 მ 3 /12*2). საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 1 თებერვლის ბრძანება №20 - ვებგვერდი, 02.02.2021წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 14 სექტემბრის ბრძანება №233 - ვებგვერდი, 15.09.2021წ. კარი VII ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადი საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 11 აგვისტოს ბრძანება №435 – ვებგვერდი, 12.08.2011 წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №262 · ძალაშია 15 სექ. 2021-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 106 (დანართი 1)შემდეგი მუხლი 108 (დანართი 1)

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 8 ოქტ. 2026 · №400

  • ციტირებულია 2 მუხლი
  • 18 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 42 (დანართი 1)მუხლი 43 (დანართი 1)

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

  • 38 (დანართი 1)გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაციის შევსება
  • 36 (დანართი 1)მემკვიდრეობით ან / და ჩუქებით მიღებული შემოსავლების დეკლარაციის შევსება
  • 106 (დანართი 1)ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გაანგარიშება

რეგულირების საფასურის შესახებ

  • 5¹ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან/და ტრანსპორტირების საქმიანობის რეგულირების საფასურის ოდენობები, სტრუქტურა და გადახდის წესი

ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ

  • 3მოსაკრებლის გადამხდელი
  • 4მოსაკრებლის ობიექტი
  • 6მოსაკრებლის გადახდის და ბიუჯეტში ჩარიცხვის წესი

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 119გეოლოგიური კვლევებისა და ბუნებრივი რესურსების მოპოვების მოსამზადებელი მომსახურების ხარჯები

ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ

  • 37ანგარიშგება
  • 30მიმწოდებელსა და განაწილების ლიცენზიატს შორის ურთიერთობები

ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ

  • 17სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია

სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ

  • 9ლიცენზიის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
9175¹346373011942 (დ…43 (დ…38 (დ…36 (დ…106 (…107 (დანართი 1)
მითითებამნიშვნელობით ახლოსგადასახადების ადმინისტ…რეგულირების საფასურის …ბუნებრივი რესურსებით ს…საქართველოს საგადასახა…ბუნებრივი გაზის მიწოდე…ლიცენზიებისა და ნებართ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 8 ოქტ. 2026 · რედაქცია №400 · ბოლოს შემოწმდა 21 ოქტ. 2026