Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებმუხლი 6

ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ

მუხლი 6. მოსაკრებლის გადახდის და ბიუჯეტში ჩარიცხვის წესი

რედაქცია №35 კონსოლიდირებული · 24 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებელი გადაიხდება არა უგვიანეს საანგარიშოს მომდევნო თვის 15 რიცხვისა, გარდა შემდეგი ბუნებრივი რესურსებისა: ა) ტყის მერქნული რესურსებით სარგებლობისათვის − ტყის მერქნული რესურსების ბუნებიდან ამოღების (მოჭრის) მომდევნო თვის 15 რიცხვის ჩათვლით, მაგრამ არაუგვიანეს მათი ტყიდან ტრანსპორტირებისა, გარდა ამ პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა; ბ) ადგილობრივი მოსახლეობის მიერ ტყის მერქნული რესურსების პირადი მოხმარებისათვის, აგრეთვე საბიუჯეტო ორგანიზაციებისა და საქართველოს საპატრიარქოს მიერ ტყის მერქნული რესურსებით სარგებლობისათვის – წინასწარ, ტყის მერქნული რესურსების ბუნებიდან ამოღებამდე (მოჭრამდე); გ) სპეციალური სარგებლობის ჭრის შედეგად ამოღებული ტყის მერქნული რესურსებით სარგებლობისათვის – ტყის მერქნული რესურსების შემძენისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემამდე; დ) ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩითა და „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი თეთრყვავილას ბოლქვებით ან/და ყოჩივარდას გორგლებით სარგებლობის ლიცენზიით გათვალისწინებული სახეობებით სარგებლობისათვის − წინასწარ, ლიცენზიის მიღებამდე; დ 1 ) მეწარმე ფიზიკური პირის ან/და იურიდიული პირის მიერ ტყის არამერქნული რესურსებით, ტყის მერქნიანი მცენარეების პროდუქტებითა და ხის მეორეხარისხოვანი მასალებით (გარდა ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩითა და „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი თეთრყვავილას ბოლქვებით ან/და ყოჩივარდას გორგლებით სარგებლობის ლიცენზიით გათვალისწინებული სახეობებისა) სარგებლობისთვის − არაუგვიანეს მომდევნო კალენდარული წლის 1 მარტისა, ფაქტობრივად მოპოვებული ბუნებრივი რესურსების რაოდენობის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულების მიხედვით; ე) სოფლის მეურნეობაში გამოყენებული წყლით სარგებლობისათვის – შესაბამისი წლის 1 დეკემბრამდე; ვ) გადამფრენ ფრინველებზე ნადირობისათვის – წინასწარ, ნადირობის დაწყებამდე, უფლებამოსილი ორგანოს მიერ განსაზღვრული წესით ; ზ) სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობისათვის – სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების (ან წიაღით სარგებლობის) ლიცენზიის მიღების შემდეგ, სასარგებლო წიაღისეულის (გარდა მინერალური წყლებისა, მიწისქვეშა მტკნარი ჩამოსასხმელი წყლებისა და ნახშირორჟანგისა) შემთხვევაში − 6 თვეში ერთხელ, მაგრამ არა უგვიანეს მე-6 თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, მინერალური წყლებისა და მიწისქვეშა მტკნარი ჩამოსასხმელი წყლების შემთხვევაში − არა უგვიანეს ყოველი კვარტალის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, ნახშირორჟანგის (გაზი CO 2 ) შემთხვევაში − ყოველთვიურად, არა უგვიანეს მომდევნო თვის 15 რიცხვისა, სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმით გათვალისწინებული ყოველწლიურად ასათვისებელი მოცულობის მიხედვით, თანაბარ ნაწილებად, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მოცულობა აღემატება სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმით გათვალისწინებულ ყოველწლიურ ასათვისებელ მოცულობას, − ფაქტობრივად მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის ოდენობის მიხედვით. შენიშვნა: ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გადახდის ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული რეჟიმი არ ვრცელდება იმ პირებზე, რომლებზედაც სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების (ან წიაღით სარგებლობის) ლიცენზია გაცემულია სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა-მოპოვების მიზნით, მხოლოდ სასარგებლო წიაღისეულის შესწავლის სტადიაზე. თუ აღნიშნულ პირებს სასარგებლო წიაღისეულის შესწავლის სამუშაოების განხორციელებისას წარმოეშვათ სასარგებლო წიაღისეულის შესწავლის მიზნებისათვის მოპოვების აუცილებლობა, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებელი გადაიხდება ფაქტობრივად მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის ოდენობის მიხედვით, არა უგვიანეს მომდევნო თვის 15 რიცხვისა; თ) (ამოღებულია – 05.07.2011, №5033); ი) (ამოღებულია – 05.07.2011, №5033); კ) შავ ზღვაში თევზჭერის ლიცენზიის მფლობელის მიერ თევზის რესურსებით სარგებლობისათვის – არა უგვიანეს ყოველი წლის 15 ივლისისა, თევზჭერის ყოველწლიური კვოტიდან თევზჭერის ლიცენზიით განსაზღვრული პროცენტის შესაბამისად მოსაპოვებელი თევზის რესურსის სრული ოდენობით; ლ) ცხოველთა სამყაროს ობიექტით სარგებლობისათვის − ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სამყაროს ობიექტის (გარდა გადამფრენი ფრინველისა) მოპოვების შესახებ დოკუმენტი ს მიღების მომდევნო თვის 15 რიცხვის ჩათვლით, მაგრამ არა უგვიანეს ცხოველთა სამყაროს ობიექტის მოპოვებისა (ბუნებრივი გარემოდან ამოღებისა).

1¹.საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით პირის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების შემთხვევაში ლიცენზიის გარეშე მოსაპოვებელი სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობისათვის მოსაკრებელი გადაიხდება სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებით განსაზღვრული სასარგებლო წიაღისეულის მოცულობის პროპორციულად, ლიცენზიისაგან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, 3 თვეში ერთხელ, მაგრამ არაუგვიანეს მე-3 თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა. ამასთანავე, თუ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებით არ არის განსაზღვრული სასარგებლო წიაღისეულის მოცულობა ან თუ მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მოცულობა აღემატება სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებით განსაზღვრულს, მოსაკრებელი გადაიხდება ფაქტობრივად მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის ოდენობის მიხედვით.

2.ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გადამხდელი ამ მუხლის პირველი პუნქტით (გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „დ“, „დ 1 “ და „ვ“ ქვეპუნქტებისა) და 1 1 პუნქტით გათვალისწინებული ბუნებრივი რესურსებისათვის გაანგარიშებას საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით, ამ მოსაკრებლის გადახდისათვის დადგენილ ვადაში წარუდგენს საგადასახადო ორგანოს. ამასთანავე, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ და „კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გადამხდელს უფლება აქვს, არ წარადგინოს გაანგარიშება, თუ მას გაანგარიშება წარდგენილი აქვს და მომდევნო საანგარიშო პერიოდების მიხედვით არ იცვლება შესაბამისი ლიცენზიით განსაზღვრული ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის ობიექტის რაოდენობა. საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონი №1757 - სსმ I, №36, 11.07.2005 წ., მუხ.234 საქართველოს 2006 წლის 24 ივლისის კანონი №3497 - სსმ I, №35, 03.08.2005 წ., მუხ.253 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4225 - სსმ I, №5, 15.01.2007 წ., მუხ.64 საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5238 - სსმ I, №29, 27.07.2007 წ., მუხ.307 საქართველოს 2009 წლის 15 დეკემბრის კანონი №2323 - სსმ I, №46, 22.12.2009 წ., მუხ.354 საქართველოს 2009 წლის 15 დეკემბრის კანონი №2324 - სსმ I, №46, 22.12.2009 წ., მუხ.355 საქართველოს 2010 წლის 23 მარტის კანონი №2808 - სსმ I, №15, 31.03.2010 წ., მუხ.95 საქართველოს 2010 წლის 2 ივლისის კანონი №3291 - სსმ I, №32, 06.07.2010 წ., მუხ.199 საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4390-ვებგვერდი,17.03 2011წ. საქართველოს 2011 წლის 5 ივლისის კანონი №5033 - ვებგვერდი, 15.07.2011წ. საქართველოს 2011 წლის 8 ნოემბრის კანონი №5201 - ვებგვერდი, 14.11.2011წ. საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №481 – ვებგვერდი, 05.04.2013წ. ​საქართველოს 2014 წლის 30 აპრილის კანონი №2318 - ვებგვერდი, 13.05.2014წ. საქართველოს 2020 წლის 22 მაისის კანონი №5950 – ვებგვერდი, 28.05.2020წ. საქართველოს 2026 წლის 24 ივნისის კანონი №1775 – ვებგვერდი, 01.07.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №35 · ძალაშია 1 ივლ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 28 ივლ. 2020 – 1 იან. 2021 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 13

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 ივლ. 2026
  2. 24 დეკ. 2021
  3. 1 იან. 2021· გამოქვეყნდა 28 მაი. 2020
  4. 13 მაი. 2014
  5. 14 მაი. 2013· გამოქვეყნდა 5 აპრ. 2013

    მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში სპეციალური ჭრით ამოღებული მერქნისთვის მოსაკრებელი გადაიხდება შემძენისთვის კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემამდე; ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ მიღების მითითება ამოღებულია.

  6. 15 ივლ. 2011

    მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტში ვადები განისაზღვრა წიაღისეულის სახეობების მიხედვით და ბაზად ათვისების გეგმით გათვალისწინებული მოცულობა დაწესდა. შენიშვნაში გაჩნდა შესწავლის სტადიის გამონაკლისი, ხოლო „თ“ და „ი“ ქვეპუნქტები ამოღებულია.

  7. 17 მარ. 2011

    მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტში გადამფრენ ფრინველებზე ნადირობისათვის წინასწარ გადახდის წესის განმსაზღვრელად დასახელებული სამინისტრო შეიცვალა „უფლებამოსილი ორგანოთი“; დაემატა მითითება ცვლილების შემტან კანონზე.

  8. 6 ივლ. 2010

    მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტიდან ამოღებულია სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული მერქნული რესურსებით სარგებლობის მითითება, ხოლო სააგენტოს მიერ მიღებული მერქნული რესურსის ფორმულირება მხოლობით რიცხვშია.

  9. 1 აპრ. 2010· გამოქვეყნდა 31 მარ. 2010

    ნორმატიული ტექსტი უცვლელია — განახლდა მხოლოდ ციტირების სქოლიო ან ფორმატირება.

  10. 5 იან. 2010· გამოქვეყნდა 22 დეკ. 2009

    მე-6 მუხლის პირველ პუნქტში დაემატა „დ1“ ქვეპუნქტი, რომელიც სასარგებლო წიაღისეულზე ითვალისწინებს ექვსთვიან გადახდის რეჟიმს, და შენიშვნა, რომელიც ამ რეჟიმს ზღუდავს ოდენობის პირდაპირი მითითების მქონე ლიცენზიებით; დანარჩენ შემთხვევაში მოსაკრებელი ფაქტობრივი მოპოვების მიხედვით იხდება.

  11. 5 იან. 2010· გამოქვეყნდა 22 დეკ. 2009

    მე-6 მუხლის პირველ პუნქტში „ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატა „ზ“ ქვეპუნქტი, რომელიც შავ ზღვაში თევზჭერის ლიცენზიის მფლობელისთვის ადგენს მოსაკრებლის გადახდის ვადას და ოდენობის განსაზღვრის საფუძველს.

  12. 10 აგვ. 2007· გამოქვეყნდა 27 ივლ. 2007

    მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის მოსაკრებლის გადახდის ვადა ლიცენზიის მიღებამდე მომენტიდან ნადირობის დაწყებამდე მომენტზე გადავიდა.

  13. 11 ივლ. 2005

    მე-6 მუხლის პირველ პუნქტს დაემატა „ვ“ ქვეპუნქტი, რომელიც ნახშირორჟანგის მოსაკრებლის გადახდას საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვამდე ავალდებულებს, ყოველდღიური ლიმიტის ოდენობით.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 5შემდეგი მუხლი 7

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 24 ივნ. 2026 · №35

  • 13 ცვლილება · ბოლო 1 ივლ. 2026
  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 20 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 9

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ

  • 3მოსაკრებლის გადამხდელი
  • 4მოსაკრებლის ობიექტი
  • 7შეღავათები

ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ

  • 3ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და ბიუჯეტში ჩარიცხვის წესი
  • 5ადგილობრივი მოსაკრებლები
  • 1ადგილობრივი მოსაკრებლის ცნება

საქართველოს ტყის კოდექსი

  • 44სახელმწიფო ტყის ფართობით სპეციალური სარგებლობის განხორციელების მიზნით ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესი

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

  • 107 (დანართი 1)ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გაანგარიშების შევსება
  • 106 (დანართი 1)ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გაანგარიშება

სახელმწიფო ქონების შესახებ

  • 29¹მერქნული რესურსის გაცემის წესი

რეგულირების საფასურის შესახებ

  • 5¹ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან/და ტრანსპორტირების საქმიანობის რეგულირების საფასურის ოდენობები, სტრუქტურა და გადახდის წესი

მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ

  • 1მოსაკრებლის ცნება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
5¹9347135129¹107 (…106 (…446
მითითებამნიშვნელობით ახლოსბუნებრივი რესურსებით ს…ადგილობრივი მოსაკრებლე…საქართველოს ტყის კოდექ…გადასახადების ადმინისტ…სახელმწიფო ქონების შეს…რეგულირების საფასურის …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 24 ივნ. 2026 · რედაქცია №35 · ბოლოს შემოწმდა 23 ოქტ. 2026