1.ლიცენზიის მისაღებად/ფლობისთვის ლიცენზიის მაძიებლის/მფლობელის მიერ წარდგენილ პროგრამაში აღწერილი უნდა იყოს აღზრდის მეთოდიკა და დღის წესრიგი.
2.(ამოღებულია – 27.12 . 2012, №5650).
3.(ამოღებულია).
4.(ამოღებულია).
5.(ამოღებულია).
6.(ამოღებულია).
7.(ამოღებულია).
8.(ამოღებულია).
9.(ამოღებულია).
10.სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზიის მაძიებელი/მფლობელი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს და ვალდებულია წარადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაცია: ა) უნდა ჰქონდეს ფართობი, რომლის არანაკლებ 6 წლის ვადით ფლობისა და სარგებლობის უფლება დადასტურებული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. იჯარის/ქირავნობის შემთხვევაში ფლობისა და სარგებლობის უფლება დადასტურებული უნდა იყოს საჯარო რეესტრიდან ამონაწერით. ფართობი აღსაზრდელთა რაოდენობის შესაბამისად უნდა მოიცავდეს: ა.ა) საძინებელ ოთახს (ოთახებს); ა.ბ) სამზარეულოს/სასადილოს; ა.გ) ტუალეტს (ტუალეტებს), საშხაპეს (საშხაპეებს), პირსაბანს (პირსაბნებს); ბ) უნდა ჰქონდეს აღსაზრდელთა ასაკის შესაბამისი სააღმზრდელო, საგანმანათლებლო, საინფორმაციო და შემეცნებითი დანიშნულების ნივთები; გ) უნდა ჰქონდეს აღსაზრდელთა საჭიროებაზე გათვლილი საძინებელი ინვენტარი; დ) უნდა ჰქონდეს აღსაზრდელთა ერთდროული კვებისათვის საკმარისი სასადილო ფართობი და შესაბამისი ინდივიდუალური ინვენტარი; ე) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე აღსაზრდელთათვის უნდა ჰქონდეს თავისუფალი ორიენტაციისა და გადაადგილების პირობები; ვ) უნდა აკმაყოფილებდეს ბავშვზე ზრუნვის სტანდარტებს. საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2794 - სსმ I, №9, 31.03.2006 წ., მუხ.66 საქართველოს 2007 წლის 28 მარტის კანონი №4533 - სსმ I, №15, 23.04.2007 წ., მუხ.122 საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3533- სსმ I, №47, 05.08.2010 წ., მუხ.303 საქართველოს 2011 წლის 27 დეკემბრის კანონი №5650 - ვებგვერდი, 12.01.2012წ.


