სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ

მუხლი 6. სააღმზრდელო საქმიანობის დამატებითი სალიცენზიო პირობები ლიცენზიის მფლობელისათვის/ლიცენზიის მაძიებლისათვის

რედაქცია №6 კონსოლიდირებული · 30 ნოე. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ლიცენზიის მაძიებელი/ლიცენზიის მფლობელი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს: ა) უნდა ჰქონდეს ფართობი. ამ ფართობის არანაკლებ 6 წლის ვადით ფლობის და მისით სარგებლობის უფლება დადასტურებული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. აღნიშნული ფართობის იჯარის/ქირავნობის შემთხვევაში მისი ფლობის და მისით სარგებლობის უფლება დადასტურებული უნდა იყოს საჯარო რეესტრიდან ამონაწერით. ეს ფართობი აღსაზრდელთა რაოდენობის შესაბამისად უნდა მოიცავდეს: ა.ა) საძინებელ ოთახს (ოთახებს); ა.ბ) სამზარეულოს/სასადილოს; ა.გ) ტუალეტს (ტუალეტებს), საშხაპეს (საშხაპეებს), პირსაბანს (პირსაბნებს); ბ) უნდა ჰქონდეს აღსაზრდელთა ასაკის შესაბამისი სააღმზრდელო, საგანმანათლებლო, საინფორმაციო და შემეცნებითი დანიშნულების ნივთები; გ) უნდა ჰქონდეს აღსაზრდელთა საჭიროების შესაბამისი საძინებელი ინვენტარი; დ) უნდა ჰქონდეს აღსაზრდელთა ერთდროულად კვებისათვის საკმარისი სასადილო ფართობი და შესაბამისი ინდივიდუალური ინვენტარი; ე) უნდა ჰქონდეს თავისუფალი ორიენტაციისა და გადაადგილების პირობები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე აღსაზრდელთათვის; ვ) უნდა აკმაყოფილებდეს ბავშვზე ზრუნვის სტანდარტებს.

2.ის შენობა-ნაგებობანი, სადაც უნდა განხორციელდეს სააღმზრდელო საქმიანობა, უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სანიტარიულ-ჰიგიენურ მოთხოვნებს.

3.ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია სააღმზრდელო საქმიანობის სტატისტიკური მონაცემები ლიცენზიის გამცემს წარუდგინოს ლიცენზიის გამცემის მიერ დადგენილი წესით.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ლიცენზიის მაძიებელი/ლიცენზიის მფლობელი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს: ა) უნდა ჰქონდეს ფართობი. ამ ფართობის არანაკლებ 6 წლის ვადით ფლობის და მისით სარგებლობის უფლება დადასტურებული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. აღნიშნული ფართობის იჯარის/ქირავნობის შემთხვევაში მისი ფლობის და მისით სარგებლობის უფლება დადასტურებული უნდა იყოს საჯარო რეესტრიდან ამონაწერით. ეს ფართობი აღსაზრდელთა რაოდენობის შესაბამისად უნდა მოიცავდეს: ა.ა) საძინებელ ოთახს (ოთახებს); ა.ბ) სამზარეულოს/სასადილოს; ა.გ) ტუალეტს (ტუალეტებს), საშხაპეს (საშხაპეებს), პირსაბანს (პირსაბნებს); ბ) უნდა ჰქონდეს აღსაზრდელთა ასაკის შესაბამისი სააღმზრდელო, საგანმანათლებლო, საინფორმაციო და შემეცნებითი დანიშნულების ნივთები; გ) უნდა ჰქონდეს აღსაზრდელთა საჭიროების შესაბამისი საძინებელი ინვენტარი; დ) უნდა ჰქონდეს აღსაზრდელთა ერთდროულად კვებისათვის საკმარისი სასადილო ფართობი და შესაბამისი ინდივიდუალური ინვენტარი; ე) უნდა ჰქონდეს თავისუფალი ორიენტაციისა და გადაადგილების პირობები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე აღსაზრდელთათვის; ვ) უნდა აკმაყოფილებდეს ბავშვზე ზრუნვის სტანდარტებს. 2. ის შენობა-ნაგებობანი, სადაც უნდა განხორციელდეს სააღმზრდელო საქმიანობა, უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სანიტარიულ-ჰიგიენურ მოთხოვნებს. 3. ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია სააღმზრდელო საქმიანობის სტატისტიკური მონაცემები ლიცენზიის გამცემს წარუდგინოს ლიცენზიის გამცემის მიერ დადგენილი წესით.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 17 ივნ. 2016-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ნინო ლიპარტია

ნინო ლიპარტია

სამართლის დოქტორი, პროფესორი, ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: უფასო

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
192²14⁸5214146¹57212161106
მითითებამნიშვნელობით ახლოსსააღმზრდელო საქმიანობი…კერძო დაცვითი საქმიანო…საქართველოს სისხლის სა…ენერგეტიკისა და წყალმო…სააღსრულებო წარმოებათა…პენიტენციური კოდექსი

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №6 · ბოლოს შემოწმდა