სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ

მუხლი 6. ლიცენზიის გაცემის პროცედურა

რედაქცია №10კონსოლიდირებული · 8 ივნ. 2016

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ლიცენზიის გამცემი ლიცენზიის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავით გათვალისწინებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ კანონის შესაბამისად.

2.ლიცენზიის გამცემი უფლებამოსილია ამ კანონით განსაზღვრული ლიცენზიის გაცემისას გაზარდოს ადმინისტრაციული წარმოების ვადა 3 თვემდე, თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დასადგენად აუცილებელია ადმინისტრაციული წარმოებისათვის კანონით დადგენილ ვადაზე მეტი.

3.ლიცენზიის გაცემაზე სამინისტროს უარი ლიცენზიის მაძიებელმა შეიძლება გაასაჩივროს სასამართლოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4.ლიცენზიის მფლობელი უფლებამოსილია საქმიანობა განახორციელოს ფილიალის მეშვეობით. ფილიალს საქმიანობის განხორციელებისათვის არ სჭირდება ცალკე ლიცენზია, თუმცა ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ფილიალის მიერ ლიცენზირებადი საქმიანობის განხორციელებისათვის ლიცენზიის გამცემს წინასწარ აცნობოს ფილიალის მიერ სალიცენზიო პირობების დაკმაყოფილების შესახებ. ლიცენზიის გამცემი ვალდებულია ფილიალის მიერ სალიცენზიო საქმიანობის დაწყებამდე შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა იგი სალიცენზიო პირობებს. თუ შემოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ ფილიალი ვერ აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ სალიცენზიო პირობებს, ლიცენზიის გამცემი უფლებამოსილია ლიცენზიის მფლობელს განუსაზღვროს გონივრული ვადა სალიცენზიო პირობების დასაკმაყოფილებლად. ასეთ შემთხვევაში სალიცენზიო პირობების დაკმაყოფილებამდე ფილიალს არა აქვს საქმიანობის განხორციელების უფლება.

5.ფილიალის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევისას საჯარიმო სანქციები, მათ შორის, ლიცენზიის გაუქმება, გამოყენებული იქნება ამ ფილიალის საქმიანობის ნაწილში და მის მიერ საქმიანობის მარეგულირებელი სალიცენზიო პირობების დარღვევა არ შეიძლება გახდეს ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელების ამ იურიდიული პირისათვის ან სხვა ფილიალისათვის აკრძალვის საფუძველი. საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2794 - სსმ I, №9, 31.03.2006 წ., მუხ.66 საქართველოს 2011 წლის 27 დეკემბრის კანონი №5650 - ვებგვერდი, 12.01.2012წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №8 · ძალაშია 26 იან. 2012-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 31 მარ. 2006 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. · გამოქვეყნდა 17 ივნ. 2016
  2. · გამოქვეყნდა 12 იან. 2012

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2425⁹61016132541467126
მნიშვნელობით ახლოსსააღმზრდელო საქმიანობი…ლიცენზიებისა და ნებართ…არასაბანკო სადეპოზიტო …ენერგეტიკისა და წყალმო…კომერციული ბანკების სა…კერძო დაცვითი საქმიანო…