ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ

მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო

რედაქცია №13კონსოლიდირებული · 5 თებ. 2014

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ეს კანონი განსაზღვრავს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის (შემდგომში – თვითმმართველი ერთეული) ქონების კატეგორიებს, მისი შექმნის წესსა და ქონებრივ უფლებებს (გარდა ბუნებრივი რესურსებისა, რომლებით სარგებლობა და რომელთა ფლობა და განკარგვა რეგულირდება საქართველოს სპეციალური კანონმდებლობით), ასევე თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის სამართლებრივ, ეკონომიკურ, ორგანიზაციულ საფუძვლებსა და ძირითად პირობებს.

2.ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება: ა) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვით მიღებულ საქონელზე/მომსახურებაზე, თუ შესყიდვის მიზანი იყო შეძენილი საქონლის/მომსახურების შემდგომი განაწილება, დარიგება ან სხვაგვარი ფორმით განკარგვა, და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 10 1 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებზე; ბ) თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული, საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლებისათვის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისათვის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისათვის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის სარგებლობაში გადაცემული შენობა-ნაგებობების რეკონსტრუქციის, რემონტის, დემონტაჟის ან ლიკვიდაციის შედეგად მიღებული ვარგისი ნაწილებისა და მასალების ამ ორგანოების ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ აღნიშნული შენობა-ნაგებობების რეკონსტრუქციის, რემონტის, დემონტაჟის ან ლიკვიდაციის ხარჯების მთლიანად ან ნაწილობრივ დაფარვის მიზნით გასხვისებაზე ან სხვა ნებისმიერი სახით განკარგვაზე. საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლებისათვის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისათვის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისათვის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის სარგებლობაში გადაცემული შენობა-ნაგებობების რეკონსტრუქციის, რემონტის, დემონტაჟის ან ლიკვიდაციის შედეგად მიღებული ვარგისი ნაწილებისა და მასალების ამ ორგანოების ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ აღნიშნული შენობა-ნაგებობების რეკონსტრუქციის, რემონტის, დემონტაჟის ან ლიკვიდაციის ხარჯების მთლიანად ან ნაწილობრივ დაფარვის მიზნით გასხვისება ან სხვა ნებისმიერი სახით განკარგვა ხორციელდება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესითა და პირობებით.

3.თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებასა და სარგებლობის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებზე არ ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული, უძრავ ნივთზე უფლებათა წარმოშობისათვის სანოტარო წესით დამოწმებული საბუთის არსებობის აუცილებლობა. საქართველო ს 2007 წლის 26 ოქტომბრის კანონი № 5422 - სსმ I , № 38 14.11.200 7 წ., მუხ. 364 საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3516 - სსმ I, №48, 09.08.2010 წ., მუხ.317 საქართველოს 2010 წლის 10 დეკემბრის კანონი №3964-სსმI,№74,24.12.2010 წ., მუხ.445

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №7 · ძალაშია 1 იან. 2011-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
134110¹11110411211
მითითებამნიშვნელობით ახლოსსახელმწიფო შესყიდვების…აფხაზეთის ავტონომიური …ადგილობრივი თვითმმართვ…აჭარის ავტონომიური რეს…სახელმწიფო ქონების შეს…ქონების ლეგალიზების შე…