Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასახელმწიფო შესყიდვების შესახებმუხლი 1

სახელმწიფო შესყიდვების შესახებ

მუხლი 1. კანონის მოქმედების სფერო

რედაქცია №101 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026 ამ მუხლის ცვლილება ძალაში შედის 1 დეკ. 2026
თემები:უსაფრთხოების კონტრაქტებითავდაცვის შესყიდვებიბიზნეს და ეკონომიკური საქმიანობის დანაშაულები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1233¹3²45

1.ეს კანონი ადგენს სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების ზოგად სამართლებრივ, ორგანიზაციულ და ეკონომიკურ პრინციპებს.

2.ამ კანონით დადგენილი წესები ვრცელდება ყველა სახის სახელმწიფო შესყიდვაზე, გარდა „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვებისა, აგრეთვე პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 13 4 და 13 5 მუხლებითა და „ენერგოეტიკეტირების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

3.„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვების ობიექტების ნუსხას და შესყიდვების განხორციელების წესს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

3¹.ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება შემდეგ სახელმწიფო შესყიდვებზე: ა) „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის განხორციელებასთან და ნაღდი ფულით ქვეყნის ეკონომიკის უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ სახელმწიფო შესყიდვებზე, აგრეთვე საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშგების გარე აუდიტის განსახორციელებლად აუდიტორული ფირმის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვაზე. საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს მიერ დამტკიცებული ადმინისტრაციული და კაპიტალური ხარჯების ბიუჯეტიდან გამომდინარე შესყიდვები, გარდა არამატერიალურ აქტივებთან, ოქროს ზოდებთან, საკოლექციო ან/და სხვა საჭიროებისათვის განკუთვნილ ლარის ბანკნოტებსა და მონეტებთან, აგრეთვე ლარის ბანკნოტებისა და მონეტების რეპროდუცირებასთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვებისა, რეგულირდება ამ კანონით; ბ) იმ საჯარო სამართლის იურიდიული პირების სახსრებით განსახორციელებელ სახელმწიფო შესყიდვებზე, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით ითვლებიან რელიგიურ ორგანიზაციებად; გ) ელექტროენერგიის, გარანტირებული სიმძლავრის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სახელმწიფო შესყიდვებზე; დ) (ამოღებულია); დ​ 1 ) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულებისთვის, თავდაცვის ატაშესთვის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემისა და საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებისთვის განხორციელებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებების სახელმწიფო შესყიდვებზე; ე) საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, საქართველოს მინისტრის, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ან/და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის შეხვედრებისა და ვიზიტების, საქართველოს პარლამენტში დელეგაციების მიღებისა და საქართველოს პარლამენტის დელეგაციების საზღვარგარეთ ვიზიტების ორგანიზების უზრუნველსაყოფად, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დელეგაციების მიღებისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციების საზღვარგარეთ ვიზიტების ორგანიზების უზრუნველსაყოფად, აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სარეზერვო ფონდებიდან გამოყოფილი თანხებით განსახორციელებელ სახელმწიფო შესყიდვებზე; ვ) საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლით „საქონელი და მომსახურება“ გათვალისწინებული ადმინისტრაციული ხელშეკრულებითა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების მომსახურებისა და საჯარო დაწესებულების სტაჟიორის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვებზე, აგრეთვე მივლინების დროს განსახორციელებელ სახელმწიფო შესყიდვაზე; ზ) (ამოღებულია); თ) საექსპერტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვაზე, თუ აღნიშნული მომსახურების შესყიდვა ხორციელდება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 144-ე–147-ე მუხლების შესაბამისად; ი) უძრავი ქონების სახელმწიფო შესყიდვასთან, ასევე უძრავი ქონების სარგებლობის უფლებით მიღებასთან დაკავშირებულ სახელმწიფო შესყიდვებზე. კ) ვაუჩერის გამოყენებით განათლების, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის შესაბამისი მომსახურების/საქონლის დაფინანსებაზე, აგრეთვე ვაუჩერის განაღდებისა და განაღდებასთან დაკავშირებულ ოპერაციებზე; ლ) შეხვედრების ჩასატარებლად შესაბამისი ფართობის დაქირავებასთან დაკავშირებულ სახელმწიფო შესყიდვებზე; ლ 1 ) სოციალური რეკლამის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, მათ შორის, ვებგვერდითა და სოციალური ქსელით, გავრცელებასთან დაკავშირებულ სახელმწიფო შესყიდვებზე (გარდა ტელერადიოეთერის დროის შესყიდვასთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვისა, რომელიც ხორციელდება ამ კანონის შესაბამისად, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 66 1 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პირობებით); მ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ტელე-, რადიო-, ასევე ვებგვერდისა და სოციალური ქსელისათვის განკუთვნილი პროდუქციის (პროგრამა, გადაცემა, ფილმი, სპექტაკლი, სერიალი, რეპორტაჟი, კულტურული ღონისძიება) ან/და მის შესაქმნელად საჭირო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვაზე, აგრეთვე სატელიტური თანამგზავრის საშუალებით ტელერადიოპროდუქციის გავრცელებასთან ან/და მის მიღებასთან დაკავშირებული მომსახურების სახელმწიფო შესყიდვაზე (გარდა ტელერადიოპროდუქციის შესაქმნელად ან/და მაუწყებლობისათვის საჭირო საქონლისა და სამშენებლო სამუშაოს, აგრეთვე ამ ქვეპუნქტით გაუთვალისწინებელი მომსახურების სახელმწიფო შესყიდვისა); ნ) სუვერენული საკრედიტო – სარეიტინგო მომსახურებისა და სახელმწიფო ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული საკრედიტო – სარეიტინგო მომსახურების შესყიდვებზე, აგრეთვე აღნიშნული მომსახურების მიმწოდებლისათვის საკრედიტო – სარეიტინგო მომსახურების თანმდევი ხარჯების ანაზღაურებაზე; ო) „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ლატარიის ორგანიზატორის ან აგენტის მიერ ლატარიის ბილეთის შენახვის, სარეალიზაციო ან/და ლატარიის ორგანიზატორის სარეკლამო საქონლის უსასყიდლო გავრცელებასთან დაკავშირებული მომსახურების სახელმწიფო შესყიდვაზე; პ) „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ლატარიის ორგანიზატორის მიერ აღნიშნულ საწარმოში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული წილის მართვის უფლების მქონე პირისაგან მომსახურების სახელმწიფო შესყიდვაზე; ჟ) „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ლატარიის ორგანიზატორის მიერ ლატარიის ორგანიზებისათვის ან/და ჩატარებისათვის საჭირო ინფორმაციული და ტექნოლოგიური მხარდაჭერის სახელმწიფო შესყიდვაზე; რ) შპს „საქართველოს ფოსტის“ მიერ სავაჭრო ობიექტებიდან რეალიზაციის მიზნით შეძენილი საქონლის სახელმწიფო შესყიდვაზე; ს) შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ შპს „საქართველოს ფოსტისაგან“ საფოსტო და საკურიერო მომსახურებების სახელმწიფო შესყიდვაზე; („ს“ ქვეპუნქტი ძალადაკარგულია - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება №1/1/655 – ვებგვერდი, 23.04.2019წ. ტ) შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მომსახურების სახელმწიფო შესყიდვაზე; უ) „საქართველოს მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის განსაკუთრებით საშიში პათოგენების აღმოჩენის, ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის და რეაგირების ერთიანი ლაბორატორიული სისტემისა და საქართველოს რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ხარჯებისა და პასუხისმგებლობების გადაცემის შესახებ“ შეთანხმების შესაბამისად ერთიანი ლაბორატორიული სისტემისათვის განკუთვნილ იმ საქონლის სახელმწიფო შესყიდვებზე, რომლის ჩამონათვალიც განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით; უ 1 ) „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ფარმაცევტული პროდუქტის თაობაზე მართული შესვლის შეთანხმებით განხორციელებულ ინოვაციური (ახალი ორიგინალური) ფარმაცევტული პროდუქტის შესყიდვაზე; ფ) „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის ფარგლებში საქონლის, მომსახურებისა და სამშენებლო სამუშაოს სახელმწიფო შესყიდვებზე; ქ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს საპენსიო ფონდის მიერ საინვესტიციო საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებულ შესყიდვებზე, აგრეთვე საქართველოს საპენსიო ფონდის მიერ „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სპეციალიზებული დეპოზიტარის (მათ შორის, „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებულ სპეციალიზებულ დეპოზიტართან დაკავშირებულ შემთხვევაში), აქტივების მმართველი კომპანიისა და საქართველოს საპენსიო ფონდის ანგარიშგების დამოუკიდებელი აუდიტორული შემოწმების ჩასატარებლად აუდიტორული ფირმის მომსახურებასთან დაკავშირებულ შესყიდვებზე; ღ) საქართველოს სარკინიგზო კოდექსით გათვალისწინებული საზოგადოებრივი მომსახურების სარკინიგზო ოპერატორის შერჩევასა და მასთან გასაფორმებელ საზოგადოებრივი მომსახურების ხელშეკრულებაზე; ყ) „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე−30-ე მუხლებით გათვალისწინებული იურიდიული პირის მიერ განხორციელებულ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა სახელმწიფო შესყიდვაზე; შ) საარბიტრაჟო და მედიაციის მომსახურებების სახელმწიფო შესყიდვებზე; ჩ) შემდეგი იურიდიული მომსახურებების სახელმწიფო შესყიდვებზე: ჩ.ა) იურისტის/იურიდიული კომპანიის მიერ კლიენტის ინტერესების დაცვა: ჩ.ა.ა) საქართველოში ან უცხო ქვეყანაში საარბიტრაჟო წარმოების, მედიაციის ან დავის გადაწყვეტის სხვა მექანიზმის გამოყენების პროცესში, აგრეთვე საერთაშორისო არბიტრაჟის, მედიაციის ან დავის გადაწყვეტის სხვა მექანიზმის წინაშე; ჩ.ა.ბ) საქართველოს ან უცხო ქვეყნის სასამართლოში, ადმინისტრაციულ ან სამართალდამცავ ორგანოში, აგრეთვე საერთაშორისო სასამართლოში, ტრიბუნალში ან ინსტიტუტში; ჩ.ბ) იურიდიული კონსულტაცია, თუ ის ამ პუნქტის „ჩ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნებისმიერი პროცესისთვის მომზადებას უკავშირდება, ან თუ არსებობს აშკარა ნიშანი და დიდი ალბათობა იმისა, რომ საკითხი, რომელსაც იურიდიული კონსულტაცია ეხება, იმავე ქვეპუნქტის შესაბამისად განხილვის საგანი გახდება; ჩ.გ) დოკუმენტის სანოტარო წესით დამოწმება და დადასტურება, დოკუმენტის აპოსტილით დამოწმება ან ლეგალიზაცია; ჩ.დ) სასამართლოს მიერ ან კანონით დანიშნული წარმომადგენლისა და მეურვის მიერ გაწეული იურიდიული მომსახურება, რომლის მიზანია სასამართლოს ან კანონით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანოს ზედამხედველობით სპეციალური ამოცანების შესრულება; ჩ.ე) საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული სხვა სახის იურიდიული მომსახურება; ც) უცხო ქვეყანაში შემსყიდველი ორგანიზაციის ინტერესების დასაცავად საარბიტრაჟო წარმოების, მედიაციის ან დავის გადაწყვეტის სხვა მექანიზმის გამოყენების პროცესში საერთაშორისო არბიტრაჟის, მედიაციის ან დავის გადაწყვეტის სხვა მექანიზმის წინაშე, აგრეთვე უცხო ქვეყნის სასამართლოში, ადმინისტრაციულ ან სამართალდამცავ ორგანოში, საერთაშორისო სასამართლოში, ტრიბუნალში ან ინსტიტუტში მოწმის, ექსპერტის ან/და თარჯიმნის მონაწილეობასთან დაკავშირებულ შესყიდვებზე; ძ) საჯარო სამართლის იურიდიული პირისგან – ცენტრალური შემსყიდველი ორგანოსგან (შემდგომ – ცენტრალური შემსყიდველი ორგანო) ამ კანონის 20 6 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული მომსახურებების შესყიდვებზე; წ) შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ სხვა შემსყიდველი ორგანიზაციისგან იმ ექსკლუზიური მომსახურების შესყიდვაზე, რომლის გაწევის უფლებაც სხვა შემსყიდველ ორგანიზაციას კანონით ან კანონის შესაბამისად მიენიჭა; ჭ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ არარეზიდენტი დაწესებულებისგან/საერთაშორისო ორგანიზაციისგან საერთაშორისო აკრედიტაციის/ავტორიზაციის/გარე შეფასების მოსაპოვებლად მომსახურების შესყიდვაზე; ხ) საერთაშორისო ორგანიზაციაში გაწევრებისა და საერთაშორისო ღონისძიებაში მონაწილეობისთვის საწევრო/სარეგისტრაციო გადასახადის გადახდასთან დაკავშირებულ შესყიდვაზე.

3².„საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად კონტრაქტორის შერჩევა განხორციელდება ამ კანონით დადგენილი სახელმწიფო შესყიდვის წესების საფუძველზე, იმ პირობით, რომ „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად კონტრაქტორის შერჩევის პროცესზე არ გავრცელდება ამ კანონის მე-9 მუხლის, 16 1 მუხლის 1 1 , მე-2 და მე-7 პუნქტებისა და IV და V თავების მოქმედება. [ 3 2 . „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად კონტრაქტორი შეირჩევა ამ კანონით დადგენილი სახელმწიფო შესყიდვის წესების საფუძველზე, იმ პირობით, რომ „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად კონტრაქტორის შერჩევის პროცესზე არ გავრცელდება ამ კანონის მე-9 მუხლის, 16​ 1 მუხლის მე-2, მე-3 და მე-5 პუნქტებისა და IV და V თავების მოქმედება. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 დეკემბრიდან)] 3 3 . „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად კონტრაქტორის შერჩევის პროცესთან (შემდგომ – შერჩევის პროცესი) დაკავშირებული დავა განიხილება ამ კანონის VI თავით დადგენილი წესით.

4.სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას შეიძლება გამოყენებულ იქნეს მსოფლიო ბანკის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, აზიის განვითარების ბანკის, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KFW) და ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) მიერ განსაზღვრული შესყიდვების პროცედურები, თუ ეს ორგანიზაციები არიან შესყიდვების განხორციელებასთან დაკავშირებული სამართალურთიერთობის მონაწილენი. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ორგანიზაციები არ არიან შესყიდვების განხორციელებასთან დაკავშირებული სამართალურთიერთობის მონაწილენი, მათი, აგრეთვე სხვა ორგანიზაციების შესყიდვების პროცედურები შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს მხოლოდ საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე.

5.(ამოღებულია). საქართველოს 2006 წლის 18 ივლისის კანონი №3481-სსმI, №30 27.07.2006წ., მუხ.237 საქართველოს 2008 წლის 26 სექტემბრის კანონი №294-სსმI, №22, 09.10.2008წ., მუხ.152 საქართველოს 2008 წლის 5 დეკემბრის კანონი №627-სსმI, №36, 12.12.2008წ., მუხ.235 საქართველოს 2009 წლის 19 ივნისის კანონი №1236-სსმI, №13, 02.07.2009წ., მუხ.67 საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1690-სსმI, №29, 12.10.2009წ., მუხ.173 საქართველოს 2009 წლის 20 ნოემბრის კანონი №2107-სსმI, №40, 07.12.2009წ., მუხ.290 საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3353-სსმI, №35, 12.07.2010წ., მუხ.217 საქართველოს 2010 წლის 28 ივნისის კანონი №3163-სსმI, №39, 19.07.2010წ., მუხ.233 საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3619-სსმI.№51,29.09.2010წ.,მუხ.332 საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4068-სსმI.№74,24.12.2010წ.,მუხ.458 საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №5011 - ვებგვერდი, 15.07.2011წ. საქართველოს 2011 წლის 28 ოქტომბრის კანონი №5169 - ვებგვერდი, 11.11.2011წ. საქართველოს 2011 წლის 9 დეკემბრის კანონი №5454 - ვებგვერდი, 22.12.2011წ. საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6389 – ვებგვერდი, 19.06.2012წ. საქართველოს 2012  წლის 28 ივნისის კანონი №6577 – ვებგვერდი, 10.07.2012წ. საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის კანონი №1255 – ვებგვერდი, 02.10.2013წ. საქართველოს 2013 წლის 24 სექტემბრის კანონი №1284 – ვებგვერდი, 08.10.2013წ. საქართველოს 2014 წლის 31 ოქტომბრის კანონი №2761 - ვებგვერდი, 18.11.2014წ. საქართველოს 2014 წლის 24 დეკემბრის კანონი №2960 - ვებგვერდი, 30.12.2014წ. საქართველოს 2015 წლის 4 თებერვლის კანონი №3018 - ვებგვერდი, 16.02.2015წ. საქართველოს 2015 წლის 4 მარტის კანონი №3133 – ვებგვერდი, 23.03.2015წ. საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის კანონი №3967 - ვებგვერდი, 15.07.2015წ. საქართველოს 2015 წლის 27 ოქტომბრის კანონი №4349 - ვებგვერდი, 11.11.2015წ. საქართველოს 2016 წლის 21 დეკემბრის კანონი №152 - ვებგვერდი, 28.12.2016წ. საქართველოს 2017 წლის 15 ივნისის კანონი №1015 - ვებგვერდი, 29.06.2017წ. საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1687 – ვებგვერდი, 14.12.2017წ. საქართველოს 2018 წლის 21 თებერვლის კანონი №1967 – ვებგვერდი, 05.03.2018წ. საქართველოს 2018 წლის 4 მაისის კანონი №2275 – ვებგვერდი, 24.05.2018წ. საქართველოს 2018 წლის 29 ივნისის კანონი №2759 – ვებგვერდი, 19.07.2018წ. საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის კანონი №3310 – ვებგვერდი, 06.08.2018წ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება №1/1/655 – ვებგვერდი, 23.04.2019წ. საქართველოს 2019 წლის 2 ოქტომბრის კანონი №5079 – ვებგვერდი, 07.10.2019წ. საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5689 – ვებგვერდი, 26.12.2019წ. საქართველოს 2020 წლის 23 ივნისის კანონი №6356 – ვებგვერდი, 01.07.2020წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6895 – ვებგვერდი, 28.07.2020წ. საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის კანონი №3606 – ვებგვერდი, 20.11.2023წ. საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3808 – ვებგვერდი, 19.12.2023წ. საქართველოს 2024 წლის 30 მაისის კანონი №4241 – ვებგვერდი, 13.06.2024წ. საქართველოს 2024 წლის 5 სექტემბრის კანონი №4398 – ვებგვერდი, 23.09.2024წ. საქართველოს 2025 წლის 2 ივლისის კანონი №919 – ვებგვერდი, 02.07.2025წ. საქართველოს 2025 წლის 12 ნოემბრის კანონი №1056 – ვებგვერდი, 17.11.2025წ. საქართველოს 2026 წლის 1 აპრილის კანონი №1450 – ვებგვერდი, 03.04.2026წ. საქართველოს 2026 წლის 28 მაისის კანონი №1627 – ვებგვერდი, 29.05.2026წ.

რედაქციების შედარება

ტექსტობრივი ცვლილება არ არის

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 დეკ. 2026 ჯერ არ ამოქმედებულა· გამოქვეყნდა 29 მაი. 2026
შემდეგი მუხლი 2

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის წესის დარღვევა5 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • თავდაცვის სფეროს კონსულტაციის ხელშეკრულებებისერვისის გვერდი
  • სახელმწიფო კონტრაქტებისერვისის გვერდი
  • სახელმწიფო კონტრაქტებისერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
ნესტან ანანიძე

ნესტან ანანიძე

სისხლის სამართლი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-25 · №101

2
ციტირებულია მუხლი
1
ცვლილება
ბოლო 2026-05-29
8
რედაქცია
12
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

ნარკოტიკული საშუალ… 30მუხლი 16¹მუხლი 20⁶მუხლი 26მუხლი 9საქართველოს სისხლი… 147მაუწყებლობის შესახ… 66¹საქართველოს სისხლი… 147პროდუქტის უსაფრთხო… 13⁵ნარკოტიკული საშუალ… 30საჯარო და კერძო თა… 9დაგროვებითი პენსიი… 26

მიუთითებენ მასზე

მუხლი 7მუხლი 3

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

სახელმწიფო შესყიდვების შესახებ

  • 24ამ კანონის ამოქმედებისათვის განსახორციელებელი ღონისძიებები

საჯარო შესყიდვების შესახებ

  • 73დამატებითი გამონაკლისები
  • 1კანონის რეგულირების სფერო და მიზანი
  • 9ზოგადი გამონაკლისები

სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ

  • 2საქართველოს კანონმდებლობა სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ

ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ

  • 1კანონის რეგულირების სფერო

ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ

  • 1გამოყენების სფერო

ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ

  • 1კანონის რეგულირების სფერო

კონკურენციის შესახებ

  • 1კანონის რეგულირების სფერო

სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ფიზიკური ინფრასტრუქტურის გაზიარების შესახებ

  • 2კანონის მოქმედების სფერო

მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ

  • 2კანონის რეგულირების სფერო

სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე

  • 1დებულების მიზანი და მოქმედების სფერო

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
3016¹20⁶2697314766¹14713⁵30926731
მითითებამნიშვნელობით ახლოსნარკოტიკული საშუალებებ…სახელმწიფო შესყიდვების…საქართველოს სისხლის სა…მაუწყებლობის შესახებსაქართველოს სისხლის სა…პროდუქტის უსაფრთხოების…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026