Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაზოგადი განათლების შესახებმუხლი 21²

ზოგადი განათლების შესახებ

მუხლი 21². მასწავლებლის თანამდებობის სახეები და მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი

რედაქცია №118 კონსოლიდირებული · 10 ივნ. 2026
თემები:მასწავლებლის დასაქმება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.მასწავლებლის თანამდებობის სახეებია: ა) დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი – მასწავლებელი, რომელიც ერთ საგანს მაინც ასწავლის დაწყებით საფეხურზე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში; ბ) საბაზო/საშუალო საფეხურის საგნის მასწავლებელი – მასწავლებელი, რომელიც ერთ საგანს მაინც ასწავლის საბაზო და საშუალო საფეხურებზე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში; გ) საგნობრივი ჯგუფის მასწავლებელი – მასწავლებელი, რომელიც ერთ საგნობრივ ჯგუფში გაერთიანებულ ყველა საგანს ასწავლის საბაზო ან/და საშუალო საფეხურზე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში; დ) ესთეტიკური აღზრდის, სპორტის ან ტექნოლოგიების საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებელი – მასწავლებელი, რომელიც ესთეტიკური აღზრდის, სპორტის ან ტექნოლოგიების საგანს/საგნობრივ ჯგუფში გაერთიანებულ ყველა საგანს ასწავლის შესაბამის საფეხურზე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში; ე) სპეციალური მასწავლებელი − მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით განსაზღვრული პროფესიული ცოდნის, უნარ-ჩვევებისა და შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირი, რომელიც დამოუკიდებლად ან საგნის მასწავლებელთან ერთად ასწავლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეს/მოსწავლეებს ან/და ინდივიდუალურად/ჯგუფურად მუშაობს მასთან/მათთან სწავლის შედეგების გაუმჯობესებისა და სხვადასხვა უნარის განვითარების მიზნით; ვ) სამხედრო საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებელი – სასკოლო სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სამხედრო საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებელი; ზ) დაწყებითი საფეხურის მულტილინგვური განათლების მასწავლებელი – არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების/სექტორის მასწავლებელი, რომელიც სხვადასხვა ენაზე ასწავლის ერთ ან რამდენიმე საგანს დაწყებით საფეხურზე; თ) საბაზო/საშუალო საფეხურის საგნის/საგნობრივი ჯგუფის მულტილინგვური განათლების მასწავლებელი – არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების/სექტორის მასწავლებელი, რომელიც სხვადასხვა ენაზე ასწავლის ერთ ან რამდენიმე საგანს საბაზო და საშუალო საფეხურებზე; ი) პროგრამის მასწავლებელი − მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ადმინისტრირებული მიზნობრივი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში განსაზღვრული ვადით მივლენილი მასწავლებელი; კ) პროგრამის სპეციალური მასწავლებელი − მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ადმინისტრირებული მიზნობრივი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში განსაზღვრული ვადით მივლენილი სპეციალური მასწავლებელი.

2.სამინისტრო მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარდგინებით განსაზღვრავს მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტს თითოეული სახის მასწავლებლისთვის. სამხედრო საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი უნდა განისაზღვროს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით. მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტს უნდა შეესაბამებოდეს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ყველა მასწავლებელი.

3.ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში პროფესიას შეიძლება ასწავლიდეს პროფესიის მასწავლებელი , რომელიც არის პროფესიული განათლების მასწავლებელი „ პროფესიული განათლების შესახებ “ საქართველოს კანონის შესაბამისად . საქართველოს 2007 წლის 2 მარტის კანონი №4412 - სსმ I, №8, 23.03.2007წ., მუხ.76 საქართველოს 2010 წლის 20 აპრილის კანონი №2940 - სსმ I, №23, 04.05.2010წ., მუხ.122 საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3068 - სსმ I, №27, 24.05.2010წ., მუხ.187 საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3530 - სსმ I, №47, 05.08.2010წ., მუხ.302 საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4042 - სსმ I, №76,27.12.2010წ., მუხ.491 საქართველოს 2012 წლის 12 ივნისის კანონი №6448 – ვებგვერდი, 25.06.2012წ. საქართველოს 2014 წლის 28 ნოემბრის კანონი №2822 - ვებგვერდი, 15.12.2014წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3025 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2018 წლის 29 ივნისის კანონი №2753 – ვებგვერდი, 19.07.2018წ. საქართველოს 2018 წლის 20 ივლისის კანონი №3243 – ვებგვერდი, 10.08.2018წ. საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №338 – ვებგვერდი, 18.03.2021წ. საქართველოს 2026 წლის 10 ივნისის კანონი №1720 – ვებგვერდი, 12.06.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №118 · ძალაშია 12 ივნ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 12 ივნ. 2026
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 21¹შემდეგი მუხლი 21³

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • მასწავლებლის სერტიფიცირებასერვისის გვერდი
  • მასწავლებლის შრომითი ხელშეკრულებებისერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 10 ივნ. 2026 · №118

  • 1 ცვლილება · ბოლო 12 ივნ. 2026
  • ციტირებულია 2 მუხლი
  • 13 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 2მუხლი 21³

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ზოგადი განათლების შესახებ

  • 21³მასწავლებლის განათლება
  • 21მასწავლებლის სხვა უფლებები და მოვალეობები
  • 21⁷მასწავლებლის საქმიანობის დაწყება და შეწყვეტა, მასწავლებლის პროფესიული განვითარება და კარიერული წინსვლა

პროფესიული განათლების შესახებ

  • 28პროფესიული განათლების მასწავლებელი
  • 6პროფესიული განათლება

პროფესიული განათლების შესახებ

  • 12¹პროფესიული განათლების მასწავლებელი
  • 10¹პროფესიული განათლების საფეხურები

ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ

  • 3 (დანართი 1)კვალიფიკაციათა
  • 2 (დანართი 1)პროფესიული განათლების სისტემა
  • 3კვალიფიკაციათა აღმწერი

უმაღლესი განათლების შესახებ

  • 47²მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა

აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში განათლების ხელშეწყობის შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
12¹10¹21³22121⁷47²3 (და…2 (და…3286221²
მითითებამნიშვნელობით ახლოსზოგადი განათლების შესა…პროფესიული განათლების …პროფესიული განათლების …ეროვნული საკვალიფიკაცი…უმაღლესი განათლების შე…აჭარის ავტონომიურ რესპ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 10 ივნ. 2026 · რედაქცია №118 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026