ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ

მუხლი 3 (დანართი 1). კვალიფიკაციათა

რედაქცია №46 კონსოლიდირებული · 10 აპრ. 2019

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

აღმწერი 1. პროფესიულ კვალიფიკაციათა აღმწერით განისაზღვრება პროფესიული განათლების ცალკეული საფეხურის შესაბამისი სწავლის შედეგები ექვსი კრიტერიუმის მიხედვით: ა) ცოდნა და გაცნობიერება; ბ) ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი; გ) დასკვნის უნარი; დ) კომუნიკაციის უნარი; ე) სწავლის უნარი; ვ) ღირებულებები.

2.კვალიფიკაციის ყოველი შემდგომი საფეხური მოიცავს წინა საფეხურის სწავლის შედეგებს და გამოიხატება უფრო მაღალი პროფესიული ცოდნით, გაზრდილი უნარებითა და ღირებულებებით.

3.პროფესიული განათლების პირველი საფეხურის სწავლის შედეგებია: ა) ცოდნა და გაცნობიერება – სფეროს საფუძვლების ზოგადი ცოდნა და მარტივი ამოცანების შესასრულებლად აუცილებელი ნაბიჯების გაცნობიერება; ბ) ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი – სტრუქტურირებულ გარემოში უშუალო ხელმძღვანელობით მარტივი და ერთგვაროვანი დავალებების შესრულება ძირითადი მასალებისა და ინსტრუმენტების გამოყენებით; გ) დასკვნის უნარი – ხელმძღვანელის მითითებების გათვალისწინებით სამუშაო პროცესში გამოვლენილი მარტივი პრობლემების ამოცნობა; დ) კომუნიკაციის უნარი – პროფესიასთან დაკავშირებულ მარტივ საკითხებზე ზეპირი და წერილობითი კომუნიკაცია. საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, ასევე უცხოური ენის საბაზო დონეზე ფლობა; ე) სწავლის უნარი – სხვისი ხელმძღვანელობით სწავლა; ვ) ღირებულებები – პროფესიული საქმიანობისათვის დამახასიათებელი ღირებულებების ცოდნა.

4.პროფესიული განათლების მეორე საფეხურის სწავლის შედეგებია: ა) ცოდნა და გაცნობიერება – სფეროს ფაქტობრივ გარემოებებზე დამყარებული ზოგადი ცოდნა და ძირითადი ამოცანების შესასრულებლად აუცილებელი ნაბიჯების გაცნობიერება; ბ) ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი – შეუძლია სტაბილურ გარემოში გარკვეული დამოუკიდებლობით წინასწარ განსაზღვრული დავალებების შესრულება ძირითადი მეთოდების, ინსტრუმენტებისა და მასალების გამოყენებით; გ) დასკვნის უნარი – პრობლემის გადასაჭრელად მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება და შესაბამისი სამუშაოს შესასრულებლად აუცილებელი დასკვნის გარკვეული დამოუკიდებლობით გაკეთების უნარი; დ) კომუნიკაციის უნარი – პროფესიასთან დაკავშირებულ მარტივ საკითხებზე დეტალური ზეპირი და წერილობითი კომუნიკაცია. საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების პროფესიული თვალსაზრისით გამოყენება. ელემენტარული დონის კომუნიკაცია უცხოურ ენაზე პროფესიასთან დაკავშირებულ საკითხებზე; ე) სწავლის უნარი – სხვისი ხელმძღვანელობით სწავლა დამოუკიდებლობის გარკვეული ხარისხით; ვ) ღირებულებები – პროფესიული საქმიანობისთვის დამახასიათებელი ღირებულებების გათავისება და მათ შესაბამისად მოქმედება.

5.პროფესიული განათლების მესამე საფეხურის სწავლის შედეგებია: ა) ცოდნა და გაცნობიერება – სფეროსათვის დამახასიათებელი ძირითადი ფაქტების, პრინციპების, პროცესებისა და ზოგადი კონცეფციების ცოდნა, გართულებული ამოცანების შესასრულებლად აუცილებელი ნაბიჯების გაცნობიერება; ბ) ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი – სფეროს სპეციფიკისათვის დამახასიათებელი უნარების ფართო სპექტრის გამოყენება, დავალებების შესასრულებლად სხვადასხვა მიდგომ ის შეფასება, სათანადო მეთოდების, ინსტრუმენტებისა და მასალების შერჩევა და მისადაგება; გ) დასკვნის უნარი – განსხვავებულ სიტუაციებში წა რ მოქმნილი პრობლემების გადასაჭრელად ინფორმაციის ცნობილი წყაროებით სარგებლობა, მათი შეფასება და ანალიზი; დ) კომუნიკაციის უნარი – ზეპირი და წერილობითი კომუნიკაცია პროფესიასთან დაკავშირებულ საკითხებზე განსხვავებულ სიტუაციებში, პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებული საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ეფექტიანად გამოყენება, უცხო ენის პრაქტიკული გამოყენება; ე) სწავლის უნარი – წინასწარ განსაზღვრული ამოცანების ფარგლებში საკუთარ სწავლაზე პასუხისმგებლობის აღება; ვ) ღირებულებები – განსხვავებულ სიტუაციებში პროფესიული საქმიანობისათვის დამახასიათებელი ღირებულებების შესაბამისად მოქმედება.

6.პროფესიული განათლების მეოთხე საფეხურის სწავლის შედეგებია: ა) ცოდნა და გაცნობიერება – სფეროს ფაქტობრივ გარემოებებსა და თეორიულ საფუძვლებზე დამყარებული ცოდნა, პრობლემების გადაჭრის ზოგადი შესაძლებლობების გაცნობიერება; ბ) ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი – სამუშაოს დაგეგმვისა და შესრულების პროცესში სანდო ინფორმაციის წყაროების გამოყენება, წამოჭრილი სპეციფიკური ამოცანის დასაძლევად სტრატეგიის შემუშავება და მიღებული შედეგების შეფასება შესრულებული სამუშაოს გასაუმჯობესებლად; გ) დასკვნის უნარი – სპეციფიკური პრობლემების გადასაწყვეტად შესაბამისი მიდგომის შემუშავება, ალტერნატიული შესაძლებლობების განხილვა და მიღებული შედეგის ანალიზი; დ) კომუნიკაციის უნარი – ზეპირი და წერილობითი კომუნიკაცია პროფესიასთან დაკავშირებულ საკითხებზე ცვალებად სიტუაციებში, ახალი საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დამოუკიდებლად ათვისება, უცხოურ ენაზე მიღებული პროფესიასთან დაკავშირებული ინფორმაციის დამუშავება; ე) სწავლის უნარი – საკუთარი სწავლის მიმართულებების დამოუკიდებლად განსაზღვრა განჭვრეტად, თუმცა ნაწილობრივ ცვალებად, ვითარებაში; ვ) ღირებულებები – პროფესიული საქმიანობისათვის დამახასიათებელი ღირებულებებისადმი პასუხისმგებლობით დამოკიდებულება და ცვალებად სიტუაციებში მათ შესაბამისად მოქმედება.

7.პროფესიული განათლების მეხუთე საფეხურის სწავლის შედეგებია: ა) ცოდნა და გაცნობიერება – პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებული მრავალმხრივი და/ან სპეციალიზებული თეორიული და პრაქტიკული ცოდნა, პროფესიული საქმიანობის შესაძლებლობების (საზღვრების) გაცნობიერება; ბ) ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი – შემეცნებითი და პრაქტიკული უნარების ფართო სპექტრის გამოყენება აბსტრაქტული პრობლემების შემოქმედებითად გადასაწყვეტად; გ) დასკვნის უნარი – გამოკვეთილი პრობლემების ამოცნობა, მათი გადაჭრისათვის სათანადო მონაცემების იდენტიფიცირება და ანალიზი სტანდარტული მეთოდების გამოყენებით, ასევე დასაბუთებული დასკვნების გაკეთება; დ) კომუნიკაციის უნარი – იდეებისა და ინფორმაციის სტრუქტურირებულად და თანმიმდევრულად გადაცემა სპეციალისტებისა და არასპეციალისტებისათვის ხარისხობრივი და რაოდენობრივი ინფორმაციის გამოყენებით. თანამედროვე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება. უცხოურ ენაზე პროფესიასთან დაკავშირებული ინფორმაციის გადაცემა და ანგარიშის წარდგენა; ე) სწავლის უნარი – საკუთარი სწავლის მიმართულებების განსაზღვრა ცვალებად და გაუთვალისწინებელ ვითარებაში; ვ) ღირებულებები – პროფესიული საქმიანობისათვის დამახასიათებელ ღირებულებებთან თავისი და სხვათა დამოკიდებულების შეფასება და სხვებისთვის გაზიარება.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №16 · ძალაშია 10 ივლ. 2015-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 25 აპრ. 2012 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21²50¹2¹24²3 (და…34 (და…11616823 (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსეროვნული საკვალიფიკაცი…პროფესიული განათლების …განათლების ხარისხის გა…უმაღლესი განათლების შე…ბუღალტრული აღრიცხვის,ა…აჭარის ავტონომიურ რესპ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №46 · ბოლოს შემოწმდა