ზოგადი განათლების შესახებ

მუხლი 21. მასწავლებლის სხვა უფლებები და მოვალეობები

რედაქცია №118 კონსოლიდირებული · 10 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებელს უფლება აქვს: ა) მოსთხოვოს დაწესებულებას მუშაობისთვის აუცილებელი პირობების შექმნა; ბ) მიიღოს შრომის ანაზღაურება სამინისტროს მიერ დადგენილი ნორმატივების მიხედვით; გ) აიმაღლოს კვალიფიკაცია, რისთვისაც 6 წელიწადში ერთხელ უფლებამოსილია მოითხოვოს ანაზღაურების გარეშე შვებულება 1 წლამდე ვადით, სამუშაო ადგილის შენარჩუნებით; დ) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებებით.

1¹.მასწავლებელი ვალდებულია: ა) მისცეს მოსწავლეს ხარისხიანი განათლება; ა 1 ) უზრუნველყოს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის საგანმანათლებლო საჭიროებების გათვალისწინება სასწავლო პროცესში; ა 2 ) ხელი შეუწყოს პირის/მოსწავლის ეფექტიან ტრანზიციას და მოამზადოს ის განათლების შემდეგ საფეხურზე სწავლის გასაგრძელებლად და დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის; ბ) იზრუნოს მოსწავლის პიროვნულ განვითარებაზე და მისი მოქალაქეობრივი ცნობიერების ჩამოყალიბებაზე; გ) იზრუნოს საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე; დ) ჩაერთოს მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში (ეს ვალდებულება არ ვრცელდება მოწვეულ მასწავლებელზე, უცხოელ მოწვეულ მასწავლებელსა და შემცვლელ მასწავლებელზე, ხოლო კერძო სკოლის მასწავლებელზე აღნიშნული ვალდებულება ვრცელდება მხოლოდ ამ სქემით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევაში); ე) დაიცვას მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსი; ვ) შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობითა და შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები; ზ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას საქართველოს კანონმდებლობითა და შრომითი ხელშეკრულებით დადგენილი წესებით მიაწოდოს ინფორმაცია საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

1².მასწავლებელი არ შეიძლება იყოს პირი, რომელიც ნასამართლევია განზრახ ჩადენილი დანაშაულისათვის და მოხსნილი არ აქვს ნასამართლობა.

2.მასწავლებლის შრომის ანაზღაურება სრული სამუშაო კვირის შემთხვევაში არ უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ საჯარო მოსამსახურის მინიმალურ ხელფასზე ნაკლები.

3.ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებასა და მასწავლებელს შორის შრომითი ხელშეკრულება იდება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.

4.მასწავლებლის შრომის ანაზღაურება იზრდება საჯარო სკოლის ბიუჯეტის ზრდასთან ერთად. საქართველოს 2007 წლის 2 მარტის კანონი №4412 - სსმ I, №8, 23.03.2007წ., მუხ.76 საქართველოს 2008 წლის 18 ნოემბრის კანონი №497 – სსმ I, №33, 01.12.2008 წ., მუხ.211 საქართველოს 2014 წლის 28 ნოემბრის კანონი №2822 - ვებგვერდი, 15.12.2014წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3025 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2018 წლის 29 ივნისის კანონი №2753 – ვებგვერდი, 19.07.2018წ. საქართველოს 2018 წლის 20 ივლისის კანონი №3243 – ვებგვერდი, 10.08.2018წ. საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №338 – ვებგვერდი, 18.03.2021წ. საქართველოს 2022 წლის 1 დეკემბრის კანონი №2250 – ვებგვერდი, 14.12.2022წ. საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3959 – ვებგვერდი, 25.12.2023წ. თავი II 1 . მასწავლებლის პროფესია საქართველოს 2007 წლის 2 მარტის კანონი №4412 - სსმ I, №8, 23.03.2007წ., მუხ.76

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №104 · ძალაშია 1 იან. 2024-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 იან. 2024 – 1 იან. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

მორის გიგაური

მორის გიგაური

იურისტი, მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ალექსანდრე ხარატიშვილი

ალექსანდრე ხარატიშვილი

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე ოსეფაშვილი

სალომე ოსეფაშვილი

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, განათლების სამართლის ექსპერტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
34¹536221³21⁴847²4366²⁴5417504292121
მითითებამნიშვნელობით ახლოსზოგადი განათლების შესა…პროფესიული განათლების …უმაღლესი განათლების შე…სამოქალაქო უსაფრთხოები…ადრეული და სკოლამდელი …საჯარო სამსახურის შესა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №118 · ბოლოს შემოწმდა