Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაზოგადი განათლების შესახებმუხლი 21⁴

ზოგადი განათლების შესახებ

მუხლი 21⁴. მასწავლებლობის მაძიებელი

რედაქცია №118 კონსოლიდირებული · 10 ივნ. 2026
თემები:მასწავლებლის დასაქმება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1233¹3²45678

1.მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის თანხმობით ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება მასწავლებლობის მაძიებელთან აფორმებს შრომით ხელშეკრულებას.

2.ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდში მასწავლებლობის მაძიებელს აუნაზღაუროს შრომა საჯარო სკოლის მასწავლებლის შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების შესაბამისად.

3.მასწავლებლობის მაძიებელი სარგებლობს ამ კანონით მასწავლებლისათვის გათვალისწინებული ყველა შეღავათითა და უფლებით, გარდა საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს არჩევნებში მონაწილეობის უფლებისა.

3¹.პირი, რომელსაც აქვს ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი სავალდებულო საგნის სულ მცირე ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ან სახელოვნებო, სასპორტო ან ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიების სფეროში პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, კვალიფიკაციის შესაბამისი საგნით მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამაში ჩაერთვება საგნობრივი კომპეტენციის დადასტურების გარეშე.

3².პირი, რომელსაც აქვს სულ მცირე ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, ვალდებულია მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამაში ჩართვამდე დაადასტუროს შესაბამისი საგნობრივი კომპეტენცია, თუ მას  აღნიშნული საგნის შესაბამისი კვალიფიკაცია უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტით არ უდასტურდება.

4.მასწავლებლობის მაძიებლის სტატუსით პირმა სკოლაში შეიძლება იმუშაოს არაუმეტეს 2 წლისა. ამ პერიოდში მან უნდა გაიაროს მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამა. მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამის წარმატებით გავლის შემთხვევაში პირს ამ კანონის 21 3 მუხლით მასწავლებლის განათლებისათვის დადგენილი შესაბამისი მოთხოვნები დაკმაყოფილებულად ეთვლება.

5.მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამას ამტკიცებს და წარმართავს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.

6.მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდში მასწავლებლობის მაძიებლის ზედამხედველობისთვის პასუხისმგებელია ის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, რომელშიც იგი ასწავლის.

7.თუ მასწავლებლობის მაძიებელი ვერ დაძლევს მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამას, მას უწყდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებასთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება.

8.მასწავლებლობის მაძიებელთა რეგისტრაციისა და მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის წესს, აგრეთვე მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუშსა და გაცემის წესს ამტკიცებს სამინისტრო. საქართველოს 2007 წლის 2 მარტის კანონი №4412 - სსმ I, №8, 23.03.2007წ., მუხ.76 საქართველოს 2008 წლის 18 ნოემბრის კანონი №497 – სსმ I, №33, 01.12.2008 წ., მუხ.211 საქართველოს 2010 წლის 20 აპრილის კანონი №2940 - სსმ I, №23, 04.05.2010წ., მუხ.122 საქართველოს 2012 წლის 2 მარტის კანონი №5741 - ვებგვერდი, 05.03.2012წ. საქართველოს 2014 წლის 28 ნოემბრის კანონი №2822 - ვებგვერდი, 15.12.2014წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3025 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2018 წლის 20 ივლისის კანონი №3243 – ვებგვერდი, 10.08.2018წ. საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №338 – ვებგვერდი, 18.03.2021წ. საქართველოს 2026 წლის 10 ივნისის კანონი №1720 – ვებგვერდი, 12.06.2026წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის თანხმობით ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება მასწავლებლობის მაძიებელთან აფორმებს შრომით ხელშეკრულებას. 2. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდში მასწავლებლობის მაძიებელს აუნაზღაუროს შრომა საჯარო სკოლის მასწავლებლის შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების შესაბამისად. 3. მასწავლებლობის მაძიებელი სარგებლობს ამ კანონით მასწავლებლისათვის გათვალისწინებული ყველა შეღავათითა და უფლებით, გარდა საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს არჩევნებში მონაწილეობის უფლებისა. 3 1 . პირი, რომელსაც აქვს ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი სავალდებულო საგნის სულ მცირე ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ან სახელოვნებო, სასპორტო ან ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიების სფეროში პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, კვალიფიკაციის შესაბამისი საგნით მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამაში ჩაერთვება საგნობრივი კომპეტენციის დადასტურების გარეშე. 3 2 . პირი, რომელსაც აქვს სულ მცირე ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, ვალდებულია მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამაში ჩართვამდე დაადასტუროს შესაბამისი საგნობრივი კომპეტენცია, თუ მას  აღნიშნული საგნის შესაბამისი კვალიფიკაცია უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტით არ უდასტურდება. 4. მასწავლებლობის მაძიებლის სტატუსით პირმა სკოლაში შეიძლება იმუშაოს არაუმეტეს 2 წლისა. ამ პერიოდში მან უნდა გაიაროს მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამა. მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამის წარმატებით გავლის შემთხვევაში პირს ამ კანონის 21 3 მუხლით მასწავლებლის განათლებისათვის დადგენილი შესაბამისი მოთხოვნები დაკმაყოფილებულად ეთვლება. 5. მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამას ამტკიცებს და წარმართავს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი. 6. მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდში მასწავლებლობის მაძიებლის ზედამხედველობისთვის პასუხისმგებელია ის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, რომელშიც იგი ასწავლის. 7. თუ მასწავლებლობის მაძიებელი ვერ დაძლევს მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამას, მას უწყდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებასთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება. 8. მასწავლებლობის მაძიებელთა რეგისტრაციისა და მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის წესს, აგრეთვე მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუშსა და გაცემის წესს ამტკიცებს სამინისტრო. საქართველოს 2007 წლის 2 მარტის კანონი №4412 - სსმ I, №8, 23.03.2007წ., მუხ.76 საქართველოს 2008 წლის 18 ნოემბრის კანონი №497 – სსმ I, №33, 01.12.2008 წ., მუხ.211 საქართველოს 2010 წლის 20 აპრილის კანონი №2940 - სსმ I, №23, 04.05.2010წ., მუხ.122 საქართველოს 2012 წლის 2 მარტის კანონი №5741 - ვებგვერდი, 05.03.2012წ. საქართველოს 2014 წლის 28 ნოემბრის კანონი №2822 - ვებგვერდი, 15.12.2014წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3025 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2018 წლის 20 ივლისის კანონი №3243 – ვებგვერდი, 10.08.2018წ. საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №338 – ვებგვერდი, 18.03.2021წ. საქართველოს 2026 წლის 10 ივნისის კანონი №1720 – ვებგვერდი, 12.06.2026წ.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 12 ივნ. 2026
წინა მუხლი 21³შემდეგი მუხლი 21⁵

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • მასწავლებლის სერტიფიცირებასერვისის გვერდი
  • მასწავლებლის სერტიფიცირებასერვისის გვერდი
  • მასწავლებლის შრომითი ხელშეკრულებებისერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-10 · №118

0
ციტირებულია მუხლი
1
ცვლილება
ბოლო 2026-06-12
1
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 21³

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

ზოგადი განათლების შესახებ

  • 21³მასწავლებლის განათლება
  • 61²მასწავლებელთა სერტიფიცირებიდან მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაზე გადასვლა
  • 21მასწავლებლის სხვა უფლებები და მოვალეობები

უმაღლესი განათლების შესახებ

  • 47²მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა
  • 47⁸სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა
  • 47(ამოღებულია)

პროფესიული განათლების შესახებ

  • 28პროფესიული განათლების მასწავლებელი

პროფესიული განათლების შესახებ

  • 12¹პროფესიული განათლების მასწავლებელი

დასაქმების ხელშეწყობის შესახებ

  • 19პირის სამუშაოს მაძიებლად რეგისტრაცია
  • 38სამუშაოს მაძიებლის მოვალეობები
  • 37სამუშაოს მაძიებლის უფლებები

სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ

  • 5სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
12¹521³61²2147²47⁸472819383721⁴
მითითებამნიშვნელობით ახლოსზოგადი განათლების შესა…უმაღლესი განათლების შე…პროფესიული განათლების …პროფესიული განათლების …დასაქმების ხელშეწყობის…სააღმზრდელო საქმიანობი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 10 ივნ. 2026