Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაკანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებმუხლი 24

კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ

მუხლი 24. კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლში გადამისამართების ვადის გადასინჯვა და გაგრძელება

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 25 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლში ყოფნის ვადის გასვლამდე არაუგვიანეს 15 სამუშაო დღისა არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლის უფლებამოსილი პირი საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად მიმართავს მულტიდისციპლინურ ჯგუფს და წარუდგენს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის მიერ მიღწეული დადებითი შედეგების, არსებული სირთულეებისა და საჭიროებების შესახებ ინფორმაციას.

2.კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლში ყოფნის პერიოდში ნებისმიერ დროს, თუ კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის ყოფნა არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლში აუცილებელი აღარ არის მისი კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის მიზნის მისაღწევად, არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლის უფლებამოსილი პირი შესაბამისი გარემოების გამოვლენისთანავე მიმართავს მულტიდისციპლინურ ჯგუფს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლში გადამისამართების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

3.არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლის უფლებამოსილი პირის მიერ მიწოდებული ინფორმაციის, ხოლო საჭიროების შემთხვევაში − კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანსა და სხვა პირებთან გასაუბრების, საფუძველზე მულტიდისციპლინური ჯგუფი აფასებს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის მიერ მიღწეულ დადებით შედეგებს, არსებულ სირთულეებს, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის საჭიროებებს, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლში ყოფნის აუცილებლობას და მისთვის მიმართვიდან გონივრულ ვადაში იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესის არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლში დასრულების შესახებ; ბ) კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესის არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლში დასრულების და კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის შესაბამის სერვისში/პროგრამაში ჩართვის შესახებ; გ) კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესის არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლში განხორციელების ვადის არაუმეტეს 6 თვით გაგრძელების მიზანშეწონილობის შესახებ.

4.ამ მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში მულტიდისციპლინური ჯგუფი სასამართლოს წარუდგენს შუამდგომლობას საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. ამ შუამდგომლობაში უნდა მიეთითოს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლში ყოფნის ვადის გაგრძელების საჭიროების, საჭირო სერვისის/პროგრამისა და მისი შესრულების დროში გაწერილი ინდივიდუალური გეგმის შესახებ ინფორმაცია.

წინა მუხლი 23შემდეგი მუხლი 25

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 25 დეკ. 2025

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ

  • 25კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის მიერ არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლის დატოვება
  • 21კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლში გადამისამართება
  • 22კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლში გადამისამართების საფუძველი და წესი

ზოგადი განათლების შესახებ

  • 48⁹არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში გაგზავნის შესახებ გადაწყვეტილების გადასინჯვა
  • 48⁷რთული ქცევის მქონე არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში გაგზავნა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

  • 21¹²სასამართლოსათვის მიმართვა, მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის უფლებამოსილების შეზღუდვის, აგრეთვე არასრულწლოვნის მშობლისგან, სხვა კანონიერი წარმომადგენლისგან ან არასრულწლოვანზე მოძალადე სხვა პირისგან განცალკევების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისა და გასაჩივრების წესი
  • 21³⁵სასამართლოსათვის მიმართვა

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი

  • 10არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში არასრულწლოვნის მონაწილეობა
  • 99პირობითი მსჯავრისა და სასჯელის მოხდის შემდეგ არასრულწლოვნის მხარდაჭერა და ზედამხედველობა
  • 89თავისუფლებააღკვეთილი არასრულწლოვნის დროებით გადაყვანა სხვა დაწესებულებაში

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 1201არასრულწლოვანი შვილის საცხოვრებელი ადგილი მშობლების განქორწინებისას

საერთაშორისო დაცვის შესახებ

  • 49დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი კანონიერი წარმომადგენლის გარეშე დარჩენილი არასრულწლოვნის სამართლებრივი გარანტიები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21¹²21³⁵48⁹48⁷12011099894925212224
მნიშვნელობით ახლოსკანონთან კონფლიქტში მყ…ზოგადი განათლების შესა…საქართველოს ადმინისტრა…არასრულწლოვანთა მართლმ…საქართველოს სამოქალაქო…საერთაშორისო დაცვის შე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 25 დეკ. 2025 · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა 21 ოქტ. 2026