Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკა„ნაგავსაყრელის მოწყობის, ოპერირების, დახურვისა და შემდგომი მოვლის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზემუხლი 40

„ნაგავსაყრელის მოწყობის, ოპერირების, დახურვისა და შემდგომი მოვლის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 40. ნაგავსაყრელის დახურვა და დახურვის შემდგომი მოვლა

რედაქცია №4 კონსოლიდირებული · 6 აგვ. 2025
თემები:ნარჩენების მართვა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.ნაგავსაყრელის დახურვის  ან მისი ნაწილის დახურვის პროცედურა ხორციელდება ერთ-ერთ შემდეგ შემთხვევაში: ა) ნაგავსაყრელი ამ მისი ნაწილი მიაღწევს ნაგავსაყრელის პროექტში განსაზღვრულ იმ საპროექტო ნიშნულებსა და ზღვრებს, რომლებიც მითითებულია ნებართვაში; ბ) სამინისტრო გამოიტანს დადებით გადაწყვეტილებას, ნაგავსაყრელის ან მისი ნაწილის დახურვის შესახებ, ნაგავსაყრელის ოპერატორის მოთხოვნის საფუძველზე; გ) სამინისტრო მიიღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას ნაგავსაყრელის ან მისი ცალკეული ნაწილის დახურვასთან დაკავშირებით.

2.ნაგავსაყრელის დახურვა უნდა მოხდეს ნებართვაში  მითითებული დახურვისა და დახურვის შემდგომი მოვლის გეგმის შესაბამისად.

3.ნაგავსაყრელი ან მისი ნაწილი დახურულად ითვლება მხოლოდ მას შემდეგ, რაც სამინისტრო ადგილზე შემოწმებისა და ნაგავსაყრელის დახურვის გეგმის შესრულების შეფასების საფუძველზე  წერილობით აცნობებს ნაგავსაყრელის ოპერატორს დახურვის დადასტურების შესახებ.

4.ნაგავსაყრელის ან მისი ნაწილის დახურვა არ ათავისუფლებს ნაგავსაყრელის ოპერატორს ნარჩენების მართვის კოდექსით, ამ ტექნიკური რეგლამენტითა და სანებართვო პირობებით დაკისრებული ვალდებულებებისგან.

5.ნაგავსაყრელის დახურვის გეგმა უნდა მოიცავდეს დეტალურ ინფორმაციას დახურვის შემდგომ მოვლის ღონისძიებებთან დაკავშირებით: ა)   იმ აშენებული მუდმივი ობიექტების დემონტაჟისა და გატანის პროცესის აღწერას, რომლებიც არ არის დაკავშირებული გარემოს დაცვასა და ტერიტორიის სამომავლო ფუნქციონირებასთან, ნაგავსაყრელის დახურვის შემდგომი მოვლის ეტაპზე; ბ) ნაგავსაყრელის ზედაპირის შემჭიდროების პროცესის აღწერას ნაგავსაყრელის დამტკიცებული პროექტისა და ნებართვის შესაბამისად იმ მოთხოვნებთან ერთად, რომლებიც ეხება ზედაპირული საიზოლაციო სისტემისა და ნაგავსაყრელის დახურვისთვის საჭირო სხვა ელემენტების მონტაჟს.

6.ნაგავსაყრელის დახურვის შემდეგ ნაგავსაყრელის ოპერატორმა უნდა განახორციელოს ნაგავსაყრელის ტერიტორიის შემდგომი მოვლის ღონისძიებები, რომლებიც მოიცავს, სულ მცირე, ყველა სახის აუცილებელი ინფრასტრუქტურის, მათ შორის ღობისა და ჭიშკრების, შენარჩუნებას, გამონაჟონისა და აირების მართვის სისტემების შენარჩუნებასა და მუშაობას, ასევე ტერიტორიის ახლოს მდებარე ზედაპირული წყლების რეჟიმის და ყველა იმ გარემოსდაცვითი პარამეტრების მონიტორინგსა და კონტროლს, რომლებიც განსაზღვრულია დახურვის დამტკიცებულ გეგმასა და ამ ტექნიკური რეგლამენტში. აღნიშნული ღონისძიებები ნაგავსაყრელის ოპერატორის მიერ ხორციელდება სამინისტროს მიერ დადგენილი ვადით, რაც განისაზღვრება ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოსთვის ნაგავსაყრელით გამოწვეული შესაძლო საფრთხეების გათვალისწინებით.

7.ნაგავსაყრელის დახურვის შემდგომი მოვლის პერიოდში კონტროლისა და მონიტორინგის გეგმის შესრულების შედეგად გამოვლენილი გარემოზე მნიშვნელოვანი  უარყოფითი ზემოქმედების შემთხვევაში, ნაგავსაყრელის ოპერატორი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს აღნიშნულის თაობაზე სამინისტროს და საკუთარი ხარჯით უზრუნველყოს სამინისტროს მითითებების შესრულება უარყოფითი შედეგების აღმოსაფხვრელად. თავი VI შესაბამისობაში მოყვანის გეგმა

რედაქციების შედარება

ტექსტობრივი ცვლილება არ არის

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 აგვ. 2025· გამოქვეყნდა 7 აგვ. 2025
წინა მუხლი 39შემდეგი მუხლი 41

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ნარჩენების განთავსების ნებართვასერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

ძალადაკარგული

კონსოლიდირებული 2025-08-06 · №4

0
ციტირებულია მუხლი
1
ცვლილება
ბოლო 2025-08-07
2
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი

  • 106კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს სხდომის ოქმი

ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების არჩევნების შესახებ

  • 29ხმების დათვლა საარჩევნო უბანში

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე

  • 21აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
  • 5აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უფლებამოსილებები
  • 11აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი

ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ

  • 20კომისიის კომიტეტის უფლებამოსილებანი
  • 13კომისიის თავმჯდომარე
  • 12კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა

ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ

  • 16თვითმმართველი ერთეულის საკუთარი უფლებამოსილებები
  • 32²საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა

სპორტის შესახებ

  • 9საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი (სეოკი)

ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ

  • 14კომისიის წევრი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1410629215112013121632²940
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ზოგადი ადმ…ადგილობრივი წარმომადგე…აჭარის ავტონომიური რეს…ყოფილ სამხრეთ ოსეთის ა…ადგილობრივი თვითმმართვ…სპორტის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 6 აგვ. 2025