Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკა„ნაგავსაყრელის მოწყობის, ოპერირების, დახურვისა და შემდგომი მოვლის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზემუხლი 39

„ნაგავსაყრელის მოწყობის, ოპერირების, დახურვისა და შემდგომი მოვლის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 39. მიწისქვეშა წყლების დაცვა და ნაგავსაყრელის სტრუქტურა

რედაქცია №4 კონსოლიდირებული · 6 აგვ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678910

1.მიწისქვეშა წყლების მონიტორინგის პროცესი უზრუნველყოფს ნაგავსაყრელის სავარაუდო ზემოქმედების ქვეშ მყოფ მიწისქვეშა წყლებთან დაკავშირებული ყველა საჭირო ინფორმაციის მიღებას. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩატარებული ჰიდროლოგიური კვლევების შედეგებზე დაყრდნობით, ნაგავსაყრელის ოპერატორის მიერ უნდა შეირჩეს მონიტორინგის, სულ მცირე, ერთი წერტილი მიწისქვეშა წყლების შედინებისა და მეორე წერტილი – მიწისქვეშა წყლების გამოდინების ადგილზე.

2.მონიტორინგის დამატებითი წერტილები შეიძლება საჭირო გახდეს ნაგავსაყრელის ტერიტორიის ბუნებიდან (მათ შორის, შესაძლო რეცეპტორების მდებარეობიდან),   ჰიდროლოგიური კვლევების შედეგებიდან და მიწისქვეშა წყლებში გამონაჟონის შემთხვევითი ჩაღვრის ადრეული გამოვლენის მიზნით.

3.საწყისი მონაცემების დასადგენად, ნიმუშების აღება უნდა განხორციელდეს, სულ მცირე, სამ ადგილზე ამოვსების ოპერაციების შესრულებამდე.

4.გამონაჟონისა და მიწისქვეშა წყლების სინჯების აღება და ანალიზი განისაზღვრება მოსალოდნელი დაბინძურების ინდიკატორების შეფასებით, რომლებიც აუცილებელია მიწისქვეშა წყლების ხარისხის ცვლილებების ადრეული გამოვლენისთვის. აღებულ ნიმუშებში პარამეტრები უნდა გაანალიზდეს გამონაჟონის მოსალოდნელი შემადგენლობიდან და ტერიტორიაზე არსებული მიწისქვეშა წყლების ხარისხიდან.

5.მიწისქვეშა წყლების დონის მონიტორინგი ოპერირების და დახურვის შემდგომ მოვლის ეტაპზე ხორციელდება 6 თვეში ერთხელ. იქ, სადაც მიწისქვეშა წყლების დონე ცვალებადია, სიხშირე უნდა გაიზარდოს, რაც განისაზღვრება სანებართვო პირობების შესაბამისად.

6.მიწისქვეშა წყლების შემადგენლობის მონიტორინგის სიხშირე ოპერირების და დახურვის შემდგომ მოვლის ეტაპზე დამოკიდებულია ნაგავსაყრელის მახასიათებლებზე.

7.მიწისქვეშა წყლების შემადგენლობა – ემისიების ზღვრული დონის გამოვლენის შემთხვევაში აუცილებელია შედეგის გადამოწმება სინჯების აღებისა და ანალიზის დამატებითი პროცესის საშუალებით. იმ შემთხვევაში, თუ ემისიები აღემატება ზღვრულ დონეს, მიღებულ უნდა იქნეს ნაგავსაყრელის ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით გათვალისწინებული და კონტროლისა და მონიტორინგის გეგმაში განსაზღვრული ზომები.

8.ნაგავსაყრელის  სტრუქტურის და შემადგენლობის მონიტორინგი ოპერირების ეტაპზე ხორციელდება წელიწადში ერთხელ.

9.ნაგავსაყრელის სტრუქტურის და შემადგენლობის მონიტორინგი მოიცავს სამშენებლო გეგმისთვის საჭირო ტოპოგრაფიულ და სხვა მონაცემებს, როგორიცაა ნარჩენებით დაკავებული ზედაპირი, ნარჩენების მოცულობა და შემადგენლობა, განთავსების მეთოდები, განთავსების დრო და ხანგრძლივობა, ნაგავსაყრელზე აუთვისებელი ტევადობის გამოთვლა საპროექტო მოცულობაზე დაყრდნობით.

10.ნაგავსაყრელის ზედაპირის დაწევის მონიტორინგი ხორციელდება ოპერირებისა და დახურვის შემდგომ მოვლის ეტაპზე ყოველწლიურად. თავი V ნაგავსაყრელის დახურვა და დახურვის შემდგომი მოვლა

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. მიწისქვეშა წყლების მონიტორინგის პროცესი უზრუნველყოფს ნაგავსაყრელის სავარაუდო ზემოქმედების ქვეშ მყოფ მიწისქვეშა წყლებთან დაკავშირებულდაკავშირებული ყველა საჭირო ინფორმაციის მიღებას. ნებართვისგარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩატარებული ჰიდროლოგიური კვლევების შედეგებზე დაყრდნობითდაყრდნობით, ნაგავსაყრელის ოპერატორის მიერ უნდა შეირჩეს მონიტორინგის, სულ მცირე, ერთი წერტილი მიწისქვეშა წყლების შედინებისშედინებისა და მეორე წერტილი – მიწისქვეშა წყლების გამოდინების ადგილზე. 2. მონიტორინგის დამატებითი წერტილები შეიძლება საჭირო გახდეს ნაგავსაყრელის ტერიტორიის ბუნებიდან (მათ შორის, შესაძლო რეცეპტორების მდებარეობიდან),   ჰიდროლოგიური კვლევების შედეგებიდან და მიწისქვეშა წყლებში გამონაჟონის შემთხვევითი ჩაღვრის ადრეული გამოვლენის მიზნით. 3 . საწყისი მონაცემების დასადგენად, ნიმუშების აღება უნდა განხორციელდეს, სულ მცირე, სამ ადგილზე ამოვსების ოპერაციების შესრულებამდე. 4. გამონაჟონისა და მიწისქვეშა წყლების სინჯების აღება და ანალიზი განისაზღვრება მოსალოდნელი დაბინძურების ინდიკატორების შეფასებით, რომლებიც აუცილებელია მიწისქვეშა წყლების ხარისხის ცვლილებების ადრეული გამოვლენისთვის. აღებულ ნიმუშებში პარამეტრები უნდა გაანალიზდეს გამონაჟონის მოსალოდნელი შემადგენლობიდან და ტერიტორიაზე არსებული მიწისქვეშა წყლების ხარისხიდან. 5. მიწისქვეშა წყლების დონის მონიტორინგი ოპერირების და დახურვის შემდგომ მოვლის ეტაპზე ხორციელდება 6 თვეში ერთხელ. იქ, სადაც მიწისქვეშა წყლების დონე ცვალებადია, სიხშირე უნდა გაიზარდოს, რაც განისაზღვრება სანებართვო პირობების შესაბამისად. 6. მიწისქვეშა წყლების შემადგენლობის მონიტორინგის სიხშირე ოპერირების და დახურვის შემდგომ მოვლის ეტაპზე დამოკიდებულია ნაგავსაყრელის მახასიათებლებზე. 7. მიწისქვეშა წყლების შემადგენლობა – ემისიების ზღვრული დონის გამოვლენის შემთხვევაში აუცილებელია შედეგის გადამოწმება სინჯების აღებისა და ანალიზის დამატებითი პროცესის საშუალებით. იმ შემთხვევაში, თუ ემისიები აღემატება ზღვრულ დონეს, მიღებულ უნდა იქნეს ნაგავსაყრელის ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით გათვალისწინებული და კონტროლისა და მონიტორინგის გეგმაში განსაზღვრული ზომები. 8. ნაგავსაყრელის  სტრუქტურის და შემადგენლობის მონიტორინგი ოპერირების ეტაპზე ხორციელდება წელიწადში ერთხელ. 9.  ნაგავსაყრელის სტრუქტურის და შემადგენლობის მონიტორინგი მოიცავს სამშენებლო გეგმისთვის საჭირო ტოპოგრაფიულ და სხვა მონაცემებს, როგორიცაა ნარჩენებით დაკავებული ზედაპირი, ნარჩენების მოცულობა და შემადგენლობა, განთავსების მეთოდები, განთავსების დრო და ხანგრძლივობა, ნაგავსაყრელზე აუთვისებელი ტევადობის გამოთვლა საპროექტო მოცულობაზე დაყრდნობით. 10. ნაგავსაყრელის ზედაპირის დაწევის მონიტორინგი ხორციელდება ოპერირებისა და დახურვის შემდგომ მოვლის ეტაპზე ყოველწლიურად. თავი V ნაგავსაყრელის დახურვა და დახურვის შემდგომი მოვლა
რედაქციების შედარება

ტექსტობრივი ცვლილება არ არის

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 აგვ. 2025· გამოქვეყნდა 7 აგვ. 2025
წინა მუხლი 38შემდეგი მუხლი 40

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

ძალადაკარგული

კონსოლიდირებული 2025-08-06 · №4

0
ციტირებულია მუხლი
1
ცვლილება
ბოლო 2025-08-07
2
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

წყლის რესურსების მართვის შესახებ

  • 32წყლის რესურსების სახელმწიფო მონიტორინგის სისტემა
  • 28წყლის ხარისხის შენარჩუნებისა და გაუმჯობესების ღონისძიებათა პროგრამები
  • 29წყლის რესურსების დაცვის ძირითადი მოთხოვნები

სამრეწველო ემისიების შესახებ

  • 24ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის პირობების შესრულების მონიტორინგი

წყლის შესახებ

  • 80წყლის სახელმწიფო მონიტორინგი (მდგომარეობაზე დაკვირების და ანალიზის სისტემა)
  • 18იმ საწარმოს, ნაგებობის და სხვა ობიექტის განლაგება, დაპროექტება, მშენებლობა და საექსპლუატაციოდ გადაცემა, რომელიც გავლენას ახდენს წყლის მდგომარეობაზე
  • 84წყლის დაცვისა და გამოყენების ნორმები

ნიადაგის დაცვის შესახებ

  • 3ნიადაგის დაცვის ღონისძიებები და საშუალებები

აკვაკულტურის შესახებ

  • 39ეკოლოგიური მონიტორინგი
  • 14გარემოსდაცვითი მონიტორინგის პროგრამა

ნარჩენების მართვის კოდექსი

  • 23არსებული ნაგავსაყრელი

საქართველოს ზღვის, წყალსატევებისა და მდინარეთა ნაპირების რეგულირებისა და საინჟინრო დაცვის შესახებ

  • 8სანაპიროს საინჟინრო დაცვის ზონის მონაცემთა ბაზის შექმნა და მონიტორინგი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
880188432339142432282939
მნიშვნელობით ახლოსწყლის რესურსების მართვ…სამრეწველო ემისიების შ…წყლის შესახებნიადაგის დაცვის შესახე…აკვაკულტურის შესახებნარჩენების მართვის კოდ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 6 აგვ. 2025