Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკა„ნაგავსაყრელის მოწყობის, ოპერირების, დახურვისა და შემდგომი მოვლის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზემუხლი 15 (დანართი 1)

„ნაგავსაყრელის მოწყობის, ოპერირების, დახურვისა და შემდგომი მოვლის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 15 (დანართი 1). ნაგავსაყრელის ქვედა საიზოლაციო ფენის სისტემა

რედაქცია №4 კონსოლიდირებული · 6 აგვ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456

1.ქვედა საიზოლაციო ფენა უნდა დაპროექტდეს როგორც ნაგავსაყრელის ფსკერისა და გვერდითი ფერდების საფარი სისტემა შემდეგი კომპონენტებით (ქვემოდან ზემოთ): ა) ქვედა საფენი; ბ) გაუმტარი მინერალური ფენა; გ) გეომემბრანა; დ) გეომემბრანის დამცავი ფენა; ე) სადრენაჟო სისტემა; ვ) შუალედური ფენა.

2.ფენის ცალკეული კომპონენტების სახეობა და სპეციფიკაცია დამოკიდებულია: ა) ბუნებრივი ძირის მიერ ნაგავსაყრელზე განთავსებული ნარჩენების მასით გამოწვეული გამონაჟონისა და მასთან დაკავშირებული დაბინძურების გადინების წინააღმდეგ გეოლოგიური ბარიერის ფუნქციის შესრულების შესაძლებლობებზე; ბ) ნარჩენების განთავსების შემოთავაზებული ტექნოლოგიასა და საოპერაციო პროცესებზე; გ) ნაგავსაყრელზე განთავსებული ნარჩენების გეოტექნიკურ თვისებებზე.

3.ნარჩენების სახეობისა და გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე ზიანის მიყენების საფრთხის შეფასების საფუძველზე, სააგენტოს გადაწყვეტილებით, ფენის ცალკეული კომპონენტები (როგორიცაა გეომემბრანა, დამცავი ფენა და ქვედა საფენი) შეიძლება არ იყოს სავალდებულოდ გამოსაყენებელი.

4.ქვედა საიზოლაციო ფენა, გეოლოგიურ საფუძვლისა  და გვერდით ფერდებთან ერთად, უნდა დაპროექტდეს საჭირო მზიდუნარიანობისა და მდგრადობის გათვალისწინებით, რათა გაუძლოს ნაგავსაყრელზე მოსალოდნელ სტრუქტურულ დატვირთვას.

5.თხრილებისა და ნაყარი ფერდობების გასწვრივ დასაგები ქვედა საიზოლაციო საფენი, გეომემბრანასა და მის დამცავ ფენასთან ერთად უნდა დაპროექტდეს ისე, რომ შენარჩუნებული იქნას დაცურების მიმართ მისი მდგრადობა. სანდოობის კოეფიციენტი უნდა დადგინდეს შემდეგი შემთხვევებისთვის: ა) დაცურება გეომემბრანასა და თიხის მინერალურ საფარს შორის არსებულ შეხების ზედაპირთან; ბ)  დაცურება გეომემბრანასა და მის დამცავ საფარს შორის არსებულ შეხების ზედაპირთან.

6.საჭირო საპროექტო გათვლები მდგრადობის უზრუნველსაყოფად უნდა გაკეთდეს დატვირთვის სხვადასხვა ძირითადი კომბინაციებისთვის სეისმური ზემოქმედების გაუთვალისწინებლად. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ საპროექტო გათვლებში არადამაკმაყოფილებელი შედეგების მიღების შემთხვევაში უნდა მომზადდეს სანდოობის კოეფიციენტის საპროექტო სიდიდის მიღწევის მიზნით ტექნიკური ღონისძიებების შემდეგი გეგმები ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ან კომბინირებით: ა) ფერდის დახრილობის შემცირება; ბ) ზედაპირული ხახუნის კოეფიციენტის გაზრდა ისეთი სტრუქტურირებული გეომემბრანების შერჩევის გზით, რომლებსაც შეუძლიათ ხახუნის სასურველი კოეფიციენტის უზრუნველყოფა დაცურების თავიდან ასაცილებლად; გ) მინერალური საფარის, დამცავი ფენის ან სადრენაჟო სისტემის ფენის გამაგრება გეობადით, რომლის პარამეტრებიც უნდა ემყარებოდეს საპროექტო გათვლებს. საქართველოს მთავრობის 2025 წლის 6 აგვისტოს დადგენილება №324 - ვებგვერდი, 07.08.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №4 · ძალაშია 1 აგვ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 14 (დანართი 1)შემდეგი მუხლი 16 (დანართი 1)

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 6 აგვ. 2025 · №4

  • 2 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

„ნაგავსაყრელის მოწყობის, ოპერირების, დახურვისა და შემდგომი მოვლის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

  • 21 (დანართი 1)ზედა საიზოლაციო სისტემა
  • 29 (დანართი 1)დამატებითი მოთხოვნები ნაგავსაყრელის მოწყობის მიმართ
  • 18 (დანართი 1)ხელოვნური საიზოლაციო ფენა ( გეომემბრანა )

კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ

  • 27ნიადაგის ნაყოფიერი ფენის შენახვა

განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ

  • 8შენობის ნაწილები და მახასიათებლები

ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების შესახებ

  • 47 (დანართი 1)მიწის ნაკვეთის საზღვრებს გარეთ ატმოსფერული ნალექების გადაყვანისა და ძირითად საინჟინრო კომუნიკაციების სისტემებთან დაერთების წესი
  • 31 (დანართი 1)ზელოკალური და ლოკალური საინჟინრო ინფრასტრუქტურისთვის განკუთვნილი ტერიტორია და ობიექტები

საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი

  • 39გენერალური გეგმის შემადგენლობა

ნარჩენების მართვის კოდექსი

  • 2კოდექსის
  • 21ნაგავსაყრელის კატეგორიები
  • 22ნაგავსაყრელის მოწყობასთან, ოპერირებასთან, დახურვასთან და შემდგომ მოვლასთან დაკავშირებული მოთხოვნები

„მუნიციპალური ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების წესის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

  • 3 (დანართი 1)ტერმინთა განმარტება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2212221 (დ…29 (დ…18 (დ…3 (და…39847 (დ…31 (დ…2715 (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსნაგავსაყრელის მოწყობის…კანონი საქართველოს საბ…განსაკუთრებული მნიშვნე…ტერიტორიების გამოყენებ…საქართველოს სივრცის და…ნარჩენების მართვის კოდ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 6 აგვ. 2025 · რედაქცია №4 · ბოლოს შემოწმდა 22 ოქტ. 2026