„მუნიციპალური ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების წესის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 3 (დანართი 1). ტერმინთა განმარტება

რედაქცია №2 კონსოლიდირებული · 6 აგვ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ამ ტექნიკური რეგლამენტის მიზნებისათვის ქვემოთ მოცემულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) შეგროვების სისტემა – ნარჩენების შეგროვების სისტემის სხვადასხვა მახასიათებლები, მათ შორის კონტეინერების ტიპი და განლაგება, ნარჩენების შემგროვებელი ავტომანქანების ტიპი და მარშრუტები, შემგროვებელი ტექნიკის შეკეთება და პრევენციის ღონისძიებები, ასევე შეგროვების სისტემასთან დაკავშირებული მონაცემების აღრიცხვა; ბ) საერთო სარგებლობის კონტეინერები – მუნიციპალური ნარჩენების შეგროვებისთვის განკუთვნილი კონტეინერები, რომლებიც განლაგებულია ქუჩებში მოსახლეობის საერთო სარგებლობისათვის ან/და რამოდენიმე ოჯახის საერთო სარგებლობისთვის; გ) საექსპლუატაციო პერიოდი – დროის მონაკვეთი, რომლის განმავლობაშიც სატრანსპორტო საშუალება  განიცდის ცვეთას; დ) იზოლირებული დასახლება – დასახლება, საიდანაც უახლოესი ქალაქის კატეგორიის დასახლება, რომლის მოსახლეობის სიმჭიდროვე სულ მცირე 1 კვადრატულ კმ-ზე 250 მოსახლეს შეადგენს, სულ მცირე 50 კმ–ით დაშორებულია ან რომლიდანაც საგზაო მიმოსვლა ქალაქის კატეგორიის დასახლებამდე წელიწადის უმეტეს დროს  გართულებულია  რელიეფისა ან/და  მეტეოროლოგიური პირობების გამო; ე) ნაგავსაყრელის ოპერატორი - ნაგავსაყრელის მართვაზე პასუხისმგებელი ფიზიკური ან იურიდიული პირი. ნაგავსაყრელის სასიცოცხლო ციკლის ცალკეულ ეტაპებზე - მისი მოწყობის, ოპერირების, დახურვისა და დახურვის შემდგომი მოვლის ეტაპებზე ნაგავსაყრელის ოპერატორი შეიძლება იყოს სხვადასხვა პირი; ვ) ნარჩენების დამუშავების ხარისხი - მდგომარეობა, როდესაც გარკვეული სასარგებლო მიზნით ნარჩენების დამუშავების შედეგად შეიცვლება ნარჩენების ფიზიკური, ქიმიური და ბიოდეგრადაციის მახასიათებლები; ზ) შეგროვების პუნქტი – ადგილი, სადაც  ნარჩენების წარმომქმნელის მიერ განთავსდება ნარჩენები შემგროვებელის მიერ მისი გატანის მიზნით; თ) მომსახურების დაფარვის ზონა - ნარჩენების შეგროვების მომსახურების მიწოდების ზონის გეოგრაფიული არეალი, ასევე ნარჩენების შეგროვების მომსახურების მიმღები მოსახლეობის ნაწილი (გამოსახული მთლიანი მოსახლეობის პროცენტული წილიდან); ი) ქუჩის დასუფთავების ნარჩენები - ქუჩისა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების დაგვისა და დასუფთავების, ასევე მუნიციპალიტეტის საწრეტი არხების დასუფთავების შედეგად წარმოქმნილი ნარჩენები; კ) ნარჩენების შემგროვებელი – პირი, რომელიც პასუხისმგებელია ნარჩენების შეგროვებაზე, მათ შორის წინასწარ დახარისხებასა და წინასწარ შენახვაზე ნარჩენების გადამტვირთავ სადგურამდე ან დამუშავების ობიექტამდე ტრანსპორტირების მიზნით; ლ) სამინისტრო - საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო; მ) სააგენტო − საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის  სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი − გარემოს ეროვნული სააგენტო.

2.ამ ტექნიკური რეგლამენტის მიზნებისათვის ასევე გამოიყენება  ნარჩენების მართვის კოდექსის მე-3 მუხლში მოცემული ტერმინები. საქართველოს მთავრობის 2025 წლის 6 აგვისტოს დადგენილება №331 - ვებგვერდი, 07.08.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №2 · ძალაშია 1 აგვ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
132 (და…2 (და…28 (დ…43 (და…3 (და…19 (დ…13 (დ…9 (და…33 (დანართი 1)
მითითებამნიშვნელობით ახლოსნარჩენების მართვის კოდ…ნაგავსაყრელის მოწყობის…სახიფათო ნარჩენების შე…მუნიციპალური ნარჩენები…რადიოაქტიური ნარჩენები…ნარჩენების შეგროვების,…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №2 · ბოლოს შემოწმდა