„ნაგავსაყრელის მოწყობის, ოპერირების, დახურვისა და შემდგომი მოვლის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 18 (დანართი 1). ხელოვნური საიზოლაციო ფენა ( გეომემბრანა )

რედაქცია №4 კონსოლიდირებული · 6 აგვ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ხელოვნური საიზოლაციო ფენა  (გეომემბრანა) გათვალისწინებული უნდა იყოს სახიფათო და არასახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელებისთვის.

2.ხელოვნური საიზოლაციო ფენა: ა) უნდა ფარავდეს მინერალური გადახურვისა და ბუნებრივი ფსკერის დაწევით გამოწვეულ დეფორმაციებს; ბ) მინერალურ საფართან და ბუნებრივ ფსკერთან ერთად უზრუნველყოფს გეოლოგიური ბარიერისა და მიწისქვეშა წყლების დაცვას გაჟონვისაგან და ნარჩენებიდან წარმოქმნილი გამონაჟონის მათში მოხვედრისაგან; გ) უნდა იყოს ქიმიურად მდგრადი ნარჩენებიდან წარმოქმნილი გამონაჟონის ზემოქმედების მიმართ.

3.ხელოვნური საიზოლაციო ფენის შესაქმნელად გამოყენებული გეომემბრანის სინთეტიკური მასალა (მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენი, პოლიპროპილენი, პოლიქროლვინილი და სხვ.), უნდა იყოს არანაკლებ 2 მმ სისქის, 4 მ სიგანის და უნდა ჰქონდეს შემდეგი თვისებების გლუვი ან უხეში ტექსტურა: ა)   სიმტკიცე ჭიმვაზე 23 o C  ტემპერატურის პირობებში მეტია ან ტოლია 400 N; ბ) სიმტკიცე ჭიმვაზე 70 o C  ტემპერატურის პირობებში მეტია ან ტოლი 23 o C  ტემპერატურის პირობებში ჭიმვაზე სიმტკიცის 0.25-ის; გ) 50 მმ სიგანის ზოლების გაჭიმვის უნარი მეტია 5%-ზე; დ) მდგრადობა წერტილოვანი წყაროების ზემოქმედების მიმართ. დაცემის მაქსიმალური სიმაღლე, რა დროსაც არ ხდება  გეომემბრანაში შეღწევა, უნდა იყოს  750 მმ-ზე მეტი წერტილოვანი წყაროს ზემოქმედების ადგილში 500 გ. დატვირთვის დროს; ე) გეომემბრაბის ცალკეული პანელების შედუღების ფიზიკური სიმტკიცე უნდა იყოს მასალის სიმტკიცის 90%-ზე მეტი ნაწილობრივ კრისტალიზებად პოლიმერებში და არანაკლებ 60% ამორფული პოლიმერების შემთხვევაში; ვ)    გამონაჟონის ზემოქმედების შემთხვევაში წონის არაუმეტეს 15%-ის დაკარგვა და ფიზიკური თვისებების არაუმეტეს 25%-ის შემცირება; ზ) ნარჩენების მასიდან წარმოქნილი აირების ზემოქმედების შემთხვევაში ფიზიკური თვისებების არაუმეტეს 20%-ის შემცირება; თ) მიკროორგანიზმების ზემოქმედების შემთხვევაში წონის არაუმეტეს 5%-ის დაკარგვა და ფიზიკური თვისებების არაუმეტეს 15%-ის შემცირება; ი) მდგრადი ფესვების შეღწევის მიმართ; კ) მდგრადი მღრღნელების შეღწევის მიმართ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 14 აგვ. 2015-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

„ნაგავსაყრელის მოწყობის, ოპერირების, დახურვისა და შემდგომი მოვლის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
345025 (დ…15 (დ…21 (დ…10 (დ…885043 (დ…31 (დ…47 (დ…2718 (დანართი 1)
მითითებამნიშვნელობით ახლოსნაგავსაყრელის მოწყობის…კანონი საქართველოს საბ…სახიფათო ნარჩენების შე…ტერიტორიების გამოყენებ…საქართველოს სივრცის და…საქართველოს საზღვაო სი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №4 · ბოლოს შემოწმდა