„ნაგავსაყრელის მოწყობის, ოპერირების, დახურვისა და შემდგომი მოვლის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 14 (დანართი 1). ნაგავსაყრელის გეოლოგიური ბარიერის შერჩევის პირობები

რედაქცია №4 კონსოლიდირებული · 6 აგვ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ნაგავსაყრელისათვის სათანადო გეოლოგიური ბარიერის  შერჩევა ხდება შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით: ა) საკმარისი მზიდუნარიანობა და მდგრადობა ნარჩენების განთავსებით შექმნილი დატვირთვის შედეგად ძირის დაწევის გამოსარიცხად; ბ) ნაგავსაყრელზე დაგროვილი ნარჩენებიდან დაბინძურების გაჟონვისა და მიგრაციის შესაკავებლად საჭირო თვისებები.

2.ნაგავსაყრელის გეოლოგიური ბარიერი უნდა იყოს სტრუქტურულად მყარი და ხელს უწყობდეს ნაგავსაყრელის გარემოსდაცვითი უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვას: ა) ნაგავსაყრელის გეოლოგიური ბარიერისა და გვერდების მდგრადობის უზრუნველსაყოფად აუცილებელია სათანადო შემოწმების ჩატარება მოსალოდნელი დატვირთვების სხვადასხვა კომბინაციებზე. ბ) მოსალოდნელი დეფორმაციები (დაწევა საკუთარი სიმძიმის გამო, ჯდენა და სხვ.) უნდა დადგინდეს მოდელირებით. დეფორმაციების შეფასების შედეგები დასტურდება ან კორექტირდება ნაგავსაყრელის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ ნაგავსაყრელის რეალური ჯდენის შესწავლა-დაკვირვებით და გაზომვით, რომელიც ხორციელდება ნაგავსაყრელის ტერიტორიის თითოეულ 3 ჰა-ზე განთავსებულ ნიშნულებზე დამყარებული გეოდეზიური კვლევებით.

3.ფსკერი  უნდა შეიქმნას გრძივი და განივი ფერდებით, რათა უზრუნველყოფილ იქნეს გამონაჟონის გადინება და ნაგავსაყრელის ფსკერის მდგრადობა.

4.თუ ნაგავსაყრელის ტერიტორია ვერ აკმაყოფილებს მე-12 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს არსებული ბუნებრივი ბარიერის მიმართ, ქვედა საიზოლაციო ფენის კონსტრუქციაში გათვალისწინებული უნდა იყოს სათანადო ტექნიკური პროცესების განხორციელება ნაგავსაყრელზე განთავსებული ნარჩენების მასის უარყოფითი გავლენისაგან დაცვის მიზნით, მათ შორის: ა) ბუნებრივი ფსკერის გამკვრივება: დატკეპნით, არამდგრადი ფსკერის შეცვლით შესაფერისი მასალით (ისეთი შემაკავშირებელი მასალის ფენების გამოყენებით, რომლებშიც თიხის ნაწილაკების შემცველობა 10%-ზე მეტია და ტკეპნის კოეფიციენტი მეტია ან უდრის 0.95%-ს), არამდგრადი ბუნებრივი ფსკერის (ფერდების) გამაგრება გეოტექსტილის და ნიადაგის გამაგრების მეთოდების გამოყენებით; ბ) გაძლიერებული მინერალური ფენის გეომემბრანის, გეომემბრანის დამცავი ფენისა და შუალედური ფენის ჩართვით ქვედა საიზოლაციო სისტემაში.

5.ნაგავსაყრელის ბუნებრივი ფსკერის ქვეშ მდებარე არსებული მიწისქვეშა წყლების საშუალო წლიური ჰორიზონტი უნდა მდებარეობდეს ფსკერიდან 1 მეტრზე მეტ სიღრმეზე. სააგენტოს გადაწყვეტილებით, ინერტული ნარჩენების ნაგავსაყრელისთვის მიწისქვეშა წყლების სიღრმის მაჩვენებელი შეიძლება შემცირდეს. საქართველოს მთავრობის 2025 წლის 6 აგვისტოს დადგენილება №324 - ვებგვერდი, 07.08.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №4 · ძალაშია 1 აგვ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

„ნაგავსაყრელის მოწყობის, ოპერირების, დახურვისა და შემდგომი მოვლის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
14453 (და…22212312 (დ…29 (დ…15 (დ…7302914 (დანართი 1)
მითითებამნიშვნელობით ახლოსნაგავსაყრელის მოწყობის…ნარჩენების მართვის კოდ…წყლის რესურსების მართვ…წიაღის შესახებსახელმწიფო საზღვრის რე…კულტურული მემკვიდრეობი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №4 · ბოლოს შემოწმდა