„ნაგავსაყრელის მოწყობის, ოპერირების, დახურვისა და შემდგომი მოვლის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 30 (დანართი 1). ნაგავსაყრელის ოპერირებაში მონაწილე პერსონალი

რედაქცია №4 კონსოლიდირებული · 6 აგვ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ნაგავსაყრელს უნდა მართავდეს პერსონალი, რომელმაც გაიარა სამინისტროს მიერ დამტკიცებული ნაგავსაყრელის მართვის კურსი.

2.ნაგავსაყრელის ოპერატორი ვალდებულია უზრუნველყოს ნაგავსაყრელის ოპერირებასა და მომსახურებაში მონაწილე პერსონალი საწყისი და პერიოდული ტრენინგებით და კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობით.

3.ტრენინგები უნდა ჩატარდეს, სულ მცირე, შემდეგ საკითხებზე: ა) ნაგავსაყრელის მართვა, მათ შორის ნარჩენების ადგილზე შემოწმება, ნაგავსაყრელის საოპერაციო და მომსახურების პროცედურები; ბ) გარემოსა და ჯანმრთელობის დაცვასთან/უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ვალდებულებები და ნაგავსაყრელის ოპერატორისა და პერსონალის პასუხისმგებლობა მათ შესრულებასთან დაკავშირებით.

4.ნაგავსაყრელზე მომსახურე პერსონალი დაიშვება სამუშაო ადგილზე მხოლოდ შესაბამისი საწყისი ტრენინგის გავლისა და ინსტრუქციების მიღების შემდეგ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 14 აგვ. 2015-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
77212223735 (დ…5 (და…28 (დ…8 (და…7 (და…17 (დ…19 (დ…30 (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსნაგავსაყრელის მოწყობის…ნარჩენების მართვის კოდ…მუნიციპალური ნარჩენები…ნარჩენების შეგროვების,…სახიფათო ნარჩენების შე…საგზაო მოძრაობის შესახ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №4 · ბოლოს შემოწმდა