ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ

მუხლი 23. გადაზღვევის საქმიანობა

რედაქცია №14 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სადაზღვევო რისკის მთლიანად ან ნაწილობრივ მიღებისას გადამზღვეველმა კომპანიამ, სადაზღვევო ბროკერმა სხვა იურისდიქციაში რეგისტრირებულ მზღვეველთან საქმიანი ურთიერთობის დამყარებამდე მის მიმართ, ამ კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პრევენციული ღონისძიებების გარდა, უნდა განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები: ა) საჯაროდ ხელმისაწვდომ წყაროებზე დაყრდნობით უნდა შეისწავლოს მზღვეველის რეპუტაცია და მასზე განხორციელებული ზედამხედველობის ხარისხი, მათ შორის, მიმდინარეობდა ან მიმდინარეობს თუ არა მზღვეველის მიმართ გამოძიება ფულის გათეთრების ან ტერორიზმის დაფინანსების შესაძლო ფაქტზე ან განხორციელდა ან ხორციელდება თუ არა მის მიმართ საზედამხედველო ღონისძიება ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის შესახებ კანონმდებლობის დარღვევის გამო; ბ) უნდა შეაფასოს მზღვეველის შესაბამისობის კონტროლის სისტემის ეფექტიანობა; გ) ხელმძღვანელობისგან უნდა მიიღოს მზღვეველთან საქმიანი ურთიერთობის დამყარების ნებართვა; დ) მკაფიოდ უნდა განსაზღვროს როგორც მზღვეველის, ისე გადამზღვეველი კომპანიის, სადაზღვევო ბროკერის ვალდებულებები.

2.გადამზღვეველმა კომპანიამ, სადაზღვევო ბროკერმა მზღვეველთან საქმიანი ურთიერთობის მიმდინარეობისას უნდა მიიღოს გონივრული ზომები საეჭვო გარიგების გამოსავლენად და სათანადო პერიოდულობით, მზღვეველის რისკის დონის შესაბამისად უნდა განახორციელოს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ღონისძიებები. საქართველოს 2024 წლის 30 მაისის კანონი №4237 – ვებგვერდი, 31.05.2024წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. სადაზღვევო რისკის მთლიანად ან ნაწილობრივ მიღებისას გადამზღვეველმა კომპანიამ, სადაზღვევო ბროკერმა სხვა იურისდიქციაში რეგისტრირებულ მზღვეველთან საქმიანი ურთიერთობის დამყარებამდე მის მიმართ, ამ კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პრევენციული ღონისძიებების გარდა, უნდა განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები: ა) საჯაროდ ხელმისაწვდომ წყაროებზე დაყრდნობით უნდა შეისწავლოს მზღვეველის რეპუტაცია და მასზე განხორციელებული ზედამხედველობის ხარისხი, მათ შორის, მიმდინარეობდა ან მიმდინარეობს თუ არა მზღვეველის მიმართ გამოძიება ფულის გათეთრების ან ტერორიზმის დაფინანსების შესაძლო ფაქტზე ან განხორციელდა ან ხორციელდება თუ არა მის მიმართ საზედამხედველო ღონისძიება ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის შესახებ კანონმდებლობის დარღვევის გამო; ბ) უნდა შეაფასოს მზღვეველის შესაბამისობის კონტროლის სისტემის ეფექტიანობა; გ) ხელმძღვანელობისგან უნდა მიიღოს მზღვეველთან საქმიანი ურთიერთობის დამყარების ნებართვა; დ) მკაფიოდ უნდა განსაზღვროს როგორც მზღვეველის, ისე გადამზღვეველი კომპანიის, სადაზღვევო ბროკერის ვალდებულებები. 2. გადამზღვეველმა კომპანიამ, სადაზღვევო ბროკერმა მზღვეველთან საქმიანი ურთიერთობის მიმდინარეობისას უნდა მიიღოს გონივრული ზომები საეჭვო გარიგების გამოსავლენად და სათანადო პერიოდულობით, მზღვეველის რისკის დონის შესაბამისად უნდა განახორციელოს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ღონისძიებები. საქართველოს 2024 წლის 30 მაისის კანონი №4237 – ვებგვერდი, 31.05.2024წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №12 · ძალაშია 1 დეკ. 2024-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 31 მაი. 2024

    23-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში გადაზღვევის ბროკერი შეიცვალა სადაზღვევო ბროკერით, ხოლო ღონისძიებათა ფორმულირება გახდა იმპერატიული და დაკონკრეტდა, რომ ეს მზღვეველთან ურთიერთობას ეხება.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ალექსანდრე ხარატიშვილი

ალექსანდრე ხარატიშვილი

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ავთანდილ კუჭავა

ავთანდილ კუჭავა

CEO

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
72021221¹16¹257231014248275223
მითითებამნიშვნელობით ახლოსფულის გათეთრებისა და ტ…დაზღვევის შესახებბუღალტრული აღრიცხვის,ა…ნებაყოფლობითი კერძო პე…ადვოკატთა შესახებსაქართველოს სისხლის სა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №14 · ბოლოს შემოწმდა