დაზღვევის შესახებ

მუხლი 9³. მზღვეველის აუდიტის კომიტეტი

რედაქცია №37 კონსოლიდირებული · 28 მაი. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.მზღვეველის სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით, სამეთვალყურეო საბჭოში მისი წევრებისგან იქმნება აუდიტის კომიტეტი. აუდიტის კომიტეტი შედგება არანაკლებ 3 წევრისგან. მათგან არანაკლებ 1 წევრი უნდა იყოს დამოუკიდებელი წევრი. აუდიტის კომიტეტის წევრები უნდა იყვნენ სადაზღვევო სფეროში საქმიანობის გამოცდილების მქონე პირები. მათგან არანაკლებ 1 წევრი უნდა იყოს ბუღალტრული აღრიცხვის ან/და აუდიტის სფეროში კომპეტენტური პირი.

2.აუდიტის კომიტეტის თავმჯდომარედ მზღვეველის სამეთვალყურეო საბჭო ირჩევს დამოუკიდებელ წევრს, რომელიც იმავდროულად არ შეიძლება იყოს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.

3.აუდიტის კომიტეტის წევრებს მუდმივად უნდა შეეძლოთ მზღვეველის ხელმძღვანელი ორგანოსა და შიდა აუდიტისგან შესაბამისი ინფორმაციის მიღება.

4.აუდიტის კომიტეტი მზღვეველის სამეთვალყურეო საბჭოს სამეთვალყურეო საბჭოს მიერ განსაზღვრული პერიოდულობით წარუდგენს საკუთარი საქმიანობის შესახებ ანგარიშს, აგრეთვე დაუყოვნებლივ ატყობინებს თავისი ფუნქციების შესრულებისას წარმოშობილი წინააღმდეგობების შესახებ.

5.აუდიტის კომიტეტის ძირითადი ფუნქციებია: ა) განახორციელოს ფინანსური ანგარიშგების შედგენის პროცესის ზედამხედველობა; ბ) განახორციელოს ხარისხის კონტროლის, რისკების მართვისა და მზღვეველის სამეთვალყურეო საბჭოს მიერ განსაზღვრულ ფარგლებში ფინანსური ინფორმაციის შიდა აუდიტის ეფექტიანობის ზედამხედველობა; გ) განახორციელოს ფინანსური ანგარიშგების/კონსოლიდირებული ანგარიშგების აუდიტის განხორციელების პროცესის ზედამხედველობა ხარისხის კონტროლის მონიტორინგის ანგარიშში ასახული დასკვნების გათვალისწინებით; დ) განახორციელოს აუდიტორის/აუდიტორული (აუდიტური) ფირმის მიერ „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების (მათ შორის, დამოუკიდებლობის შესახებ ნორმების) დაცვის ზედამხედველობა; ე) მონიტორინგი გაუწიოს მზღვეველის შიდა და გარე აუდიტორებს და აქტიურად ითანამშრომლოს მათთან, აგრეთვე უზრუნველყოს შიდა და გარე აუდიტორების ფუნქციების ადეკვატურობა, მათი დამოუკიდებლობა და ეფექტიანი ურთიერთთანამშრომლობა; ვ) მონიტორინგი გაუწიოს მზღვეველის სააღრიცხვო პოლიტიკისა და პრაქტიკის ჩამოყალიბებას; უზრუნველყოს ფინანსური ანგარიშგების პოლიტიკის სამართლიანობა, სისრულე და სათანადო კანონმდებლობასა და სტანდარტებთან შესაბამისობა; ზ) განიხილოს მზღვეველის გარე აუდიტორის მიერ მომზადებული სარეკომენდაციო წერილი და მონიტორინგი გაუწიოს გამოვლენილი ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად მზღვეველის ხელმძღვანელი პირების მიერ შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას. საქართველოს 2023 წლის 15 ივნისის კანონი №3277 – ვებგვერდი, 30.06.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №32 · ძალაშია 30 ივნ. 2023-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 31 მაი. 1997 – 30 ივნ. 2023 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
89¹9¹9²161412572202321249³
მნიშვნელობით ახლოსმეწარმეთა შესახებმიკრობანკების საქმიანო…ფასიანი ქაღალდების ბაზ…კომერციული ბანკების სა…დაზღვევის შესახებდაგროვებითი პენსიის შე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №37 · ბოლოს შემოწმდა