Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკადაზღვევის შესახებმუხლი 9²

დაზღვევის შესახებ

მუხლი 9². შიდა აუდიტი

რედაქცია №37 კონსოლიდირებული · 28 მაი. 2026
თემები:რისკების მართვააუდიტიმარეგულირებელ მოთხოვნებთან შესაბამისობაეთიკა და ანტიკორუფციაპროფესიული უსაფრთხოებამიმდინარე შესაბამისობა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789101112131415161718

1.მზღვეველის საქმიანობა ექვემდებარება შიდა აუდიტორული შემოწმების ჩატარებას ამ მუხლით დადგენილი წესით და განსაზღვრული პირობებით.

2.შიდა აუდიტორული შემოწმების ჩატარების ძირითადი მიზანია მზღვეველის მიმდინარე საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობისა და მართებულობის შემოწმება, მისი ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება, სამართლებრივი აქტების, შიდა პროცედურების/წესების დაცვის კონტროლი და მართვის შიდა სისტემების შეფასება.

3.შიდა აუდიტის ფუნქციას ასრულებს შიდა აუდიტორი ან სპეციალურად ამ მიზნით შექმნილი სტრუქტურული ერთეული – შიდა აუდიტის სამსახური.

4.შიდა აუდიტის სამსახურის უფროსს/თანამშრომელს/შიდა აუდიტორს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მზღვეველის სამეთვალყურეო საბჭო ხმათა უმრავლესობით.

5.შიდა აუდიტის სამსახურის უფროსად/თანამშრომლად/შიდა აუდიტორად არ შეიძლება დაინიშნოს პირი: ა) რომელიც ნასამართლევია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისთვის; ბ) რომელიც ნასამართლევია ეკონომიკური დანაშაულისთვის; გ) რომელიც არის მზღვეველის მნიშვნელოვანი წილის მფლობელი აქციონერის/ადმინისტრატორის ისეთი ახლო ნათესავი, რომელიც, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, პირველი ან მეორე რიგის კანონით მემკვიდრეა, ან რომელსაც მათთან საქმიანი/კომერციული ინტერესები აკავშირებს; დ) რომელსაც არ აქვს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიჭებული აკადემიური ხარისხის – კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი) აკადემიური უმაღლესი განათლების შესაბამისი საფეხურის დამთავრების შესახებ; ე) რომელიც არის ამავე მზღვეველის/სხვა მზღვეველის მმართველი ორგანოს წევრი/ადმინისტრატორი ან სხვა თანამშრომელი.

6.მზღვეველი ვალდებულია სამსახურს წინასწარ წარუდგინოს ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული გარემოების დამადასტურებელი ინფორმაცია/დოკუმენტაცია შიდა აუდიტის სამსახურის უფროსად/თანამშრომლად/შიდა აუდიტორად დასანიშნი პირის იმავე პუნქტის მოთხოვნებთან შესაბამისობის შესაფასებლად.

7.მზღვეველი ვალდებულია შიდა აუდიტის სამსახურის უფროსის/შიდა აუდიტორის მიერ თანამდებობის დატოვების ან მისი თანამდებობიდან გათავისუფლების შემთხვევაში ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს სამსახურს შესაბამისი მიზეზის მითითებით.

8.შიდა აუდიტის სამსახური/შიდა აუდიტორი თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ანგარიშვალდებულია მზღვეველის სამეთვალყურეო საბჭოს წინაშე. დაუშვებელია მისი უფლებამოსილებებისთვის მიკუთვნებული საკითხების მზღვეველის სხვა სტრუქტურული ერთეულებისთვის და სხვა მესამე პირებისთვის განსახილველად გადაცემა.

9.მზღვეველის სამეთვალყურეო საბჭო შიდა აუდიტის ფუნქციის სრულყოფილად შესრულების უზრუნველსაყოფად ვალდებულია შეიმუშაოს აუცილებელი შიდა დოკუმენტები შიდა აუდიტის პოლიტიკის, შიდა აუდიტორული შემოწმების ჩატარების წესისა და პროცედურების შესახებ.

10.მზღვეველის სამეთვალყურეო საბჭო ვალდებულია ყოველწლიურად დაამტკიცოს შიდა აუდიტის წლიური პროგრამა/კვარტალური პროგრამა. იგი უნდა შეიცავდეს სულ მცირე: ა) საქმიანობის იმ სფეროების ჩამონათვალს, რომლებშიც აუდიტორული შემოწმება უნდა ჩატარდეს; ბ) აუდიტორული შემოწმების შინაარსის აღწერას საქმიანობის იმ სფეროებისთვის, რომლებშიც აუდიტორული შემოწმება უნდა ჩატარდეს.

11.შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი/შიდა აუდიტორი სამეთვალყურეო საბჭოს წარუდგენს შიდა აუდიტორული შემოწმების შემდეგ ანგარიშებს: ა) გეგმურ ანგარიშს შიდა აუდიტის წლიური პროგრამით/კვარტალური პროგრამით განსაზღვრული შიდა აუდიტორული შემოწმების შედეგების შესახებ; ბ) არაგეგმურ ანგარიშს, თუ, მისი დასაბუთებული მოსაზრებით, შემოწმების შედეგად არსებითი დარღვევებია გამოვლენილი. ამასთანავე, არაგეგმური ანგარიში მზღვეველის სამეთვალყურეო საბჭოს უნდა წარედგინოს დარღვევების გამოვლენიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა. მზღვეველის სამეთვალყურეო საბჭო ვალდებულია არაგეგმური ანგარიშის წარდგენიდან უმოკლეს დროში უზრუნველყოს მისი განხილვა.

12.შიდა აუდიტორული შემოწმების ანგარიში უნდა შეიცავდეს სულ მცირე შემდეგ მონაცემებს: ა) შიდა აუდიტორული შემოწმების აღწერას; ბ) შიდა აუდიტორული შემოწმების შედეგად გამოვლენილ დარღვევებსა და უზუსტობებს და მათ აღმოსაფხვრელად განსახორციელებელ ღონისძიებებს/შემუშავებულ რეკომენდაციებს; გ) საქმიანობის იმ სფეროს/მიმართულების ხელმძღვანელის პოზიციას და სავარაუდო სამოქმედო გეგმას, რომელშიც შიდა აუდიტორული შემოწმების შედეგად დარღვევები და უზუსტობები გამოვლინდა; დ) დასკვნას შემოწმების შედეგად გამოვლენილი დარღვევებისა და უზუსტობების აღმოფხვრის შესახებ.

13.შიდა აუდიტის სამსახური/შიდა აუდიტორი გასცემს დასკვნებს და წარადგენს წინადადებებს შიდა აუდიტის ფუნქციის შესრულებასთან დაკავშირებით მზღვეველის სამეთვალყურეო საბჭოს მიერ დასმულ არაგეგმურ საკითხებზე, აგრეთვე თავისი ინიციატივით დასმულ საკითხებზე.

14.სამსახური უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს, ხოლო მზღვეველი ვალდებულია მას მოთხოვნისთანავე წარუდგინოს შიდა აუდიტორული შემოწმების ანგარიში (ანგარიშები).

15.შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი/თანამშრომელი/შიდა აუდიტორი მისთვის დაკისრებულ მოვალეობებს ობიექტურად და მიუკერძოებლად უნდა ასრულებდეს.

16.შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი/თანამშრომელი/შიდა აუდიტორი მისთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულებისას უფლებამოსილია მოითხოვოს და მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია, ჩამოართვას ახსნა-განმარტებები მზღვეველის თანამშრომლებსა და ადმინისტრატორებს, აგრეთვე სრულად მიუწვდებოდეს ხელი კომპიუტერულ ფაილებზე (მათში ცვლილების შეტანის უფლების გარეშე). ამასთანავე, იგი ვალდებულია არ გაამჟღავნოს ის ინფორმაცია, რომელიც მისთვის შიდა აუდიტორული შემოწმების ჩატარებისას გახდა ცნობილი, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

17.მზღვეველი ვალდებულია უზრუნველყოს შიდა აუდიტის ფუნქციის შეუფერხებლად შესრულება და ამ მიზნით შიდა აუდიტის სამსახურს/შიდა აუდიტორს შეუქმნას მისთვის დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად აუცილებელი ყველა პირობა.

18.მზღვეველის მმართველი ორგანოები ვალდებული არიან, განსაზღვრონ შიდა აუდიტორული შემოწმების შედეგად გამოვლენილი დარღვევებისა და უზუსტობების აღმოფხვრის ღონისძიებები და უზრუნველყონ მათი განხორციელება. საქართველოს 2017 წლის 22 დეკემბრის კანონი №1821 - ვებგვერდი, 28.12.2017წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №25 · ძალაშია 1 იან. 2020-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 31 მაი. 1997 – 1 იან. 2018 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 იან. 2018· გამოქვეყნდა 28 დეკ. 2017
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 9¹შემდეგი მუხლი 9³

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • მამხილებელთა პროგრამები6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ოპერაციული რისკის კონსულტირება6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • რისკის შემცირების სტრატეგიები6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • შესაბამისობის აუდიტი6 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
ნინი ჩახუნაშვილი

ნინი ჩახუნაშვილი

სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაცია

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ალექსანდრე ხარატიშვილი

ალექსანდრე ხარატიშვილი

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 28 მაი. 2026 · №37

  • 1 ცვლილება · ბოლო 28 დეკ. 2017
  • 3 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

დაზღვევის შესახებ

  • 9³მზღვეველის აუდიტის კომიტეტი

სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ

  • 19შიდა აუდიტორის უფლებები და მოვალეობები
  • 20შიდა აუდიტის სუბიექტის უფროსი
  • 18შიდა აუდიტის სუბიექტის უფლებამოსილება და მიზნები

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ

  • 51სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ შემოწმების განხორციელება

დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ

  • 22აუდიტი

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ

  • 10გენერალური აუდიტორის უფლებამოსილება
  • 20აუდიტის განმახორციელებელი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოსამსახურეები და მათი უფლება-მოვალეობები
  • 6სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფლებამოსილება

ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ

  • 33შიდა აუდიტის ფუნქცია

ბუღალტრული აღრიცხვის,ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ

  • 15აუდიტის ჩატარების წესი

საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ

  • 18ეროვნული ბანკის შიდა აუდიტის სამსახური

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
102069³19201818152251339²
მნიშვნელობით ახლოსსახელმწიფო შიდა ფინანს…დაზღვევის შესახებპერსონალურ მონაცემთა დ…დეპოზიტების დაზღვევის …სახელმწიფო აუდიტის სამ…ნებაყოფლობითი კერძო პე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 28 მაი. 2026 · რედაქცია №37 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026