დაზღვევის შესახებ

მუხლი 9¹. მზღვეველის მმართველი ორგანოები

რედაქცია №37 კონსოლიდირებული · 28 მაი. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.მზღვეველის მმართველი ორგანოების ფორმირება და ფუნქციონირება ხორციელდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით.

2.მზღვეველის მმართველი ორგანოებია: აქციონერთა საერთო კრება, სამეთვალყურეო საბჭო და ხელმძღვანელი ორგანო. მზღვეველის მმართველი ორგანოები მოქმედებენ საქართველოს კანონმდებლობისა და მზღვეველის წესდების შესაბამისად. აქციონერთა საერთო კრება ირჩევს სამეთვალყურეო საბჭოს, რომელიც უზრუნველყოფს მზღვეველის საქმიანობის კონტროლს. სამეთვალყურეო საბჭო შედგება არანაკლებ 3 და არაუმეტეს 21 წევრისგან. სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა რაოდენობა უნდა შეესაბამებოდეს მზღვეველის საქმიანობის მასშტაბსა და კომპლექსურობას.“ 2 1 . მზღვეველის სამეთვალყურეო საბჭოში უნდა იყოს არანაკლებ 1 დამოუკიდებელი წევრი. თუ პირს აღნიშნული თანამდებობა უკავია ამ მზღვეველის ან გადამზღვეველის კონტროლისადმი დაქვემდებარებულ მზღვეველში ან გადამზღვეველში ან/და იმ მზღვეველში ან გადამზღვეველში, რომლის კონტროლსაც ექვემდებარება ეს მზღვეველი ან გადამზღვეველი, იგი მიჩნეული იქნება დამოუკიდებელ წევრად ორივე მზღვეველისთვის ან გადამზღვეველისთვის.

3.მზღვეველის აქციონერთა საერთო კრება ირჩევს მზღვეველის სამეთვალყურეო საბჭოს წევრს (მათ შორის, დამოუკიდებელ წევრს) არაუმეტეს 3 წლის ვადით. სამეთვალყურეო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადა მისი ამოწურვის შემდეგ ავტომატურად გრძელდება აქციონერთა საერთო კრების გამართვამდე და ამ კრებაზე სამეთვალყურეო საბჭოს ახალი წევრის არჩევამდე. ამასთანავე, აღნიშნულ თანამდებობაზე პირის განმეორებით არჩევა შეუზღუდავია.

4.მზღვეველის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომები იმართება არანაკლებ კვარტალში ერთხელ. მზღვეველი ვალდებულია სხდომის გამართვიდან 7 სამუშაო დღის ვადაში წერილობით აცნობოს სამსახურს სხდომის გამართვის თარიღი და სხდომის დღის წესრიგი და მიუთითოს სხდომაში მონაწილე სამეთვალყურეო საბჭოს წევრები. საკითხის აქტუალურობიდან გამომდინარე, სამსახური უფლებამოსილია კომპეტენციის ფარგლებში დამატებით გამოითხოვოს ინფორმაცია სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით.

5.მზღვეველის ხელმძღვანელი ორგანო უნდა შედგებოდეს არანაკლებ 3 წევრისგან (ხელმძღვანელი პირისგან). ხელმძღვანელ პირს თანამდებობაზე არაუმეტეს 3 წლის ვადით ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მზღვეველის სამეთვალყურეო საბჭო. ამასთანავე, თანამდებობაზე ხელმძღვანელი პირის განმეორებით დანიშვნა შეუზღუდავია.

6.მზღვეველის წესდებით განსაზღვრული უნდა იყოს ხელმძღვანელი ორგანოს უფლებამოსილება, მის მიერ გადაწყვეტილების მიღების წესი და ხელმძღვანელ პირებს შორის ფუნქციათა განაწილება ისე, რომ  არანაკლებ 1 ხელმძღვანელ პირს ჰქონდეს მინიჭებული სრული ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილება. საქართველოს 2016 წლის 8 ივნისის კანონი №5384 - ვებგვერდი, 17.06.2016წ. საქართველოს 2023 წლის 15 ივნისის კანონი №3277 – ვებგვერდი, 30.06.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №32 · ძალაშია 30 ივნ. 2023-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 31 მაი. 1997 – 1 იან. 2018 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. · გამოქვეყნდა 17 ივნ. 2016

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ბუიღლიშვილი

გიორგი ბუიღლიშვილი

ქონების შემფასებელი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ანა შავარდენიძე

ანა შავარდენიძე

კორპორაციული სამართლისა და ბიზნეს შესაბამისობის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
66¹⁴9³22¹9141446212352113379¹
მნიშვნელობით ახლოსდაზღვევის შესახებსაქართველოს ტერიტორიაზ…საავტორო და მომიჯნავე …კომერციული ბანკების სა…ნებაყოფლობითი კერძო პე…მიკრობანკების საქმიანო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №37 · ბოლოს შემოწმდა