Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკამიკრობანკების საქმიანობის შესახებმუხლი 23

მიკრობანკების საქმიანობის შესახებ

მუხლი 23. აუდიტის კომიტეტი

რედაქცია №5 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026
თემები:საბანკო შესაბამისობა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.მიკრობანკის სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით, სამეთვალყურეო საბჭოს წევრებისგან იქმნება აუდიტის კომიტეტი. აუდიტის კომიტეტის წევრთა უმრავლესობას სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრები უნდა შეადგენდნენ.

2.მიკრობანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი დამოუკიდებლად მიიჩნევა, თუ იგი არ განიცდის მიკრობანკის ან სხვა მხარის გავლენას, რომელმაც შეიძლება ხელი შეუშალოს საქმიანობის განხორციელებისას ობიექტური და დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღებაში. მიკრობანკის სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრის განსაზღვრის დამატებითი კრიტერიუმები დგინდება საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით.

3.აუდიტის კომიტეტის სულ მცირე 2 წევრს, მათ შორის, აუდიტის კომიტეტის თავმჯდომარეს, უნდა ჰქონდეს ფინანსური ანგარიშგების ანალიზის უნარი ან გამოცდილება ან ფინანსური განათლება.

4.აუდიტის კომიტეტი მიკრობანკის სამეთვალყურეო საბჭოს პერიოდულად აბარებს ანგარიშს თავისი საქმიანობის შესახებ.

5.აუდიტის კომიტეტის ძირითადი ფუნქციებია: შიდა კონტროლის საკითხებთან მიმართებით მიკრობანკის მიდგომებისა და ფინანსური ანგარიშგების პოლიტიკის განსაზღვრა, ფინანსური ანგარიშგების პროცესის მონიტორინგი, შიდა აუდიტისა და მიკრობანკის აუდიტორების ფუნქციონირების ხელშეწყობა. აუდიტის კომიტეტის ფუნქციები და პასუხისმგებლობა დამატებით საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განისაზღვრება.

წინა მუხლი 22შემდეგი მუხლი 24

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ბანკის შესაბამისობის აუდიტი1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-04-01 · №5

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

მიკრობანკების საქმიანობის შესახებ

  • 21მიკრობანკის სამეთვალყურეო საბჭო
  • 22მიკრობანკის დირექტორატი

კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ

  • 16აუდიტის კომიტეტი
  • 14სამეთვალყურეო საბჭო

საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ

  • 17¹ეროვნული ბანკის საბჭოსთან არსებული აუდიტის კომიტეტი
  • 16¹ეროვნული ბანკის საფინანსო სექტორის ზედამხედველობის კომიტეტი

დაზღვევის შესახებ

  • 9³მზღვეველის აუდიტის კომიტეტი

მეწარმეთა შესახებ

  • 57სდპ-ის აუდიტის კომიტეტი

ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ

  • 9¹აუდიტის კომიტეტი

არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ

  • 8სამეთვალყურეო საბჭო

დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ

  • 7საბჭოს შემადგენლობა

საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

  • 41⁴დავების განმხილველი კომისია

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
89¹9³161417¹16¹41⁴757212223
მნიშვნელობით ახლოსკომერციული ბანკების სა…საქართველოს ეროვნული ბ…მიკრობანკების საქმიანო…დაზღვევის შესახებმეწარმეთა შესახებფასიანი ქაღალდების ბაზ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 1 აპრ. 2026