Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკადაგროვებითი პენსიის შესახებმუხლი 12

დაგროვებითი პენსიის შესახებ

მუხლი 12. საპენსიო ფონდის კომიტეტები

რედაქცია №13 კონსოლიდირებული · 16 სექ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678910

1.მმართველობითი საბჭო ვალდებულია სპეციალური ფუნქციების ეფექტიანად შესასრულებლად თავისი შესაბამისი განათლებისა და გამოცდილების მქონე პროფესიონალი წევრებისგან შექმნას შემდეგი კომიტეტები: ა) საინვესტიციო კომიტეტი; ბ) რისკის კომიტეტი; გ) აუდიტის კომიტეტი.

2.კომიტეტის ხმის უფლების მქონე წევრთა უმრავლესობას უნდა შეადგენდნენ მმართველობითი საბჭოს წევრები. კომიტეტის წევრი შეიძლება იყოს აგრეთვე საპენსიო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, თანამშრომელი, მოწვეული პირი. აღმასრულებელი დირექტორები არ უნდა შეადგენდნენ კომიტეტის წევრთა ნახევარს ან ნახევარზე მეტს. ამ პუნქტის მოთხოვნები არ ვრცელდება აუდიტის კომიტეტზე.

3.კომიტეტი უნდა შედგებოდეს სულ მცირე ამ კანონის შესაბამისად განსაზღვრული 3 წევრისგან. კომიტეტი მმართველობითი საბჭოს შესაბამისი პროფესიონალი წევრებისგან ირჩევს კომიტეტის თავმჯდომარეს. კომიტეტის თავმჯდომარედ არ შეიძლება არჩეულ იქნეს საპენსიო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი. კომიტეტის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს კომიტეტის საქმიანობას. კომიტეტის სხდომა გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება კომიტეტის სრული შემადგენლობის ორი მესამედი. კომიტეტი გადაწყვეტილებას იღებს მის სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით. კომიტეტის მიერ გადაწყვეტილების მიღებისას ხმის უფლება აქვთ მმართველობითი საბჭოს წევრებსა და აღმასრულებელ დირექტორებს.

4.კომიტეტი ანგარიშვალდებულია მმართველობითი საბჭოს წინაშე. კომიტეტის შექმნისა და ფუნქციონირების წესები და პროცედურები დგინდება საპენსიო ფონდის დებულებით.

5.საინვესტიციო კომიტეტის ხმის უფლების მქონე წევრთა უმრავლესობას უნდა შეადგენდნენ ამ კანონის მე-9 მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად დანიშნული მმართველობითი საბჭოს პროფესიონალი წევრები. საინვესტიციო კომიტეტი შეიმუშავებს საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტს და მისი განხორციელების პროცედურებს და მათ დასამტკიცებლად წარუდგენს მმართველობით საბჭოს, აგრეთვე მმართველობითი საბჭოს მიერ დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად შეარჩევს ამ კანონის 28 1 მუხლით განსაზღვრულ აქტივების მმართველ კომპანიასა და სპეციალიზებულ დეპოზიტარს. საინვესტიციო კომიტეტი საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებებს საინვესტიციო საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

6.რისკის კომიტეტის ხმის უფლების მქონე წევრთა უმრავლესობას უნდა შეადგენდნენ ამ კანონის მე-9 მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად დანიშნული მმართველობითი საბჭოს პროფესიონალი წევრები. რისკის კომიტეტი შეიმუშავებს რისკის მართვის ჩარჩოს და მისი განხორციელების პროცედურებს და მათ დასამტკიცებლად წარუდგენს მმართველობით საბჭოს. რისკის კომიტეტი რისკის მართვის ჩარჩოს შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებებს რისკის მართვასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

7.აუდიტის კომიტეტი უნდა შედგებოდეს მმართველობითი საბჭოს იმ წევრებისგან, რომლებიც საპენსიო ფონდის აღმასრულებელი დირექტორები არ არიან. აუდიტის კომიტეტი უფლებამოსილია მოიწვიოს შიდა აუდიტის უფროსი. შიდა აუდიტის უფროსი უფლებამოსილი არ არის, მონაწილეობა მიიღოს აუდიტის კომიტეტის მიერ გადაწყვეტილების მიღებაში. აუდიტის კომიტეტი განიხილავს და ზედამხედველობს საპენსიო ფონდის ფინანსურ ანგარიშგებასთან, რისკების მართვასთან, შიდა კონტროლის სისტემასთან, შიდა აუდიტის საქმიანობასა და აუდიტორულ მომსახურებასთან დაკავშირებულ საკითხებს, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გარე აუდიტის განსახორციელებლად შეარჩევს აუდიტორულ ფირმას და მას მმართველობით საბჭოს დასანიშნად წარუდგენს. აუდიტორული ფირმა უნდა შეირჩეს მსოფლიოს 4 უმსხვილესი აუდიტორული ფირმიდან. შერჩეულ აუდიტორულ ფირმასთან კონტრაქტი ფორმდება არაუმეტეს 3 წლის ვადით.

8.კომიტეტმა უნდა შეიმუშაოს თავისი წესდება, რომლითაც განისაზღვრება ამ კომიტეტის მანდატი, საქმიანობის მიმართულებები და პროცედურები, რომლებიც, მათ შორის, მოიცავს მმართველობითი საბჭოს წინაშე კომიტეტის რეგულარული ანგარიშგების, სხვა კომიტეტებთან თანამშრომლობის, კომიტეტის წევრობასთან დაკავშირებული შეზღუდვებისა და კომიტეტის წევრთა ფუნქციების შესახებ ინფორმაციას. კომიტეტის წესდებას ამტკიცებს მმართველობითი საბჭო.

9.კომიტეტის წევრებს, გარდა კომიტეტის თავმჯდომარისა და მოწვეული პირებისა, კომიტეტში საქმიანობისთვის შრომის ანაზღაურება არ ეძლევათ.

10.მმართველობითი საბჭო უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში, გარდა ამ მუხლით განსაზღვრული კომიტეტებისა, შექმნას სხვა კომიტეტები, რომელთა შექმნისა და საქმიანობის წესი დგინდება საპენსიო ფონდის დებულებით. საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის კანონი №3601 – ვებგვერდი, 20.11.2023წ. საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4312 – ვებგვერდი, 12.07.2024წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. მმართველობითი საბჭო ვალდებულია სპეციალური ფუნქციების ეფექტიანად შესასრულებლად თავისი შესაბამისი განათლებისა და გამოცდილების მქონე პროფესიონალი წევრებისგან შექმნას შემდეგი კომიტეტები: ა) საინვესტიციო კომიტეტი; ბ) რისკის კომიტეტი; გ) აუდიტის კომიტეტი. 2. კომიტეტის ხმის უფლების მქონე წევრთა უმრავლესობას უნდა შეადგენდნენ მმართველობითი საბჭოს წევრები. კომიტეტის წევრი შეიძლება იყოს აგრეთვე საპენსიო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, თანამშრომელი, მოწვეული პირი. აღმასრულებელი დირექტორები არ უნდა შეადგენდნენ კომიტეტის წევრთა ნახევარს ან ნახევარზე მეტს. ამ პუნქტის მოთხოვნები არ ვრცელდება აუდიტის კომიტეტზე. 3. კომიტეტი უნდა შედგებოდეს სულ მცირე ამ კანონის შესაბამისად განსაზღვრული 3 წევრისგან. კომიტეტი მმართველობითი საბჭოს შესაბამისი პროფესიონალი წევრებისგან ირჩევს კომიტეტის თავმჯდომარეს. კომიტეტის თავმჯდომარედ არ შეიძლება არჩეულ იქნეს საპენსიო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი. კომიტეტის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს კომიტეტის საქმიანობას. კომიტეტის სხდომა გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება კომიტეტის სრული შემადგენლობის ორი მესამედი. კომიტეტი გადაწყვეტილებას იღებს მის სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით. კომიტეტის მიერ გადაწყვეტილების მიღებისას ხმის უფლება აქვთ მმართველობითი საბჭოს წევრებსა და აღმასრულებელ დირექტორებს. 4. კომიტეტი ანგარიშვალდებულია მმართველობითი საბჭოს წინაშე. კომიტეტის შექმნისა და ფუნქციონირების წესები და პროცედურები დგინდება საპენსიო ფონდის დებულებით. 5. საინვესტიციო კომიტეტის ხმის უფლების მქონე წევრთა უმრავლესობას უნდა შეადგენდნენ ამ კანონის მე-9 მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად დანიშნული მმართველობითი საბჭოს პროფესიონალი წევრები. საინვესტიციო კომიტეტი შეიმუშავებს საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტს და მისი განხორციელების პროცედურებს და მათ დასამტკიცებლად წარუდგენს მმართველობით საბჭოს, აგრეთვე მმართველობითი საბჭოს მიერ დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად შეარჩევს ამ კანონის 28 1 მუხლით განსაზღვრულ აქტივების მმართველ კომპანიასა და სპეციალიზებულ დეპოზიტარს. საინვესტიციო კომიტეტი საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებებს საინვესტიციო საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე. 6. რისკის კომიტეტის ხმის უფლების მქონე წევრთა უმრავლესობას უნდა შეადგენდნენ ამ კანონის მე-9 მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად დანიშნული მმართველობითი საბჭოს პროფესიონალი წევრები. რისკის კომიტეტი შეიმუშავებს რისკის მართვის ჩარჩოს და მისი განხორციელების პროცედურებს და მათ დასამტკიცებლად წარუდგენს მმართველობით საბჭოს. რისკის კომიტეტი რისკის მართვის ჩარჩოს შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებებს რისკის მართვასთან დაკავშირებულ საკითხებზე. 7. აუდიტის კომიტეტი უნდა შედგებოდეს მმართველობითი საბჭოს იმ წევრებისგან, რომლებიც საპენსიო ფონდის აღმასრულებელი დირექტორები არ არიან. აუდიტის კომიტეტი უფლებამოსილია მოიწვიოს შიდა აუდიტის უფროსი. შიდა აუდიტის უფროსი უფლებამოსილი არ არის, მონაწილეობა მიიღოს აუდიტის კომიტეტის მიერ გადაწყვეტილების მიღებაში. აუდიტის კომიტეტი განიხილავს და ზედამხედველობს საპენსიო ფონდის ფინანსურ ანგარიშგებასთან, რისკების მართვასთან, შიდა კონტროლის სისტემასთან, შიდა აუდიტის საქმიანობასა და აუდიტორულ მომსახურებასთან დაკავშირებულ საკითხებს, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გარე აუდიტის განსახორციელებლად შეარჩევს აუდიტორულ ფირმას და მას მმართველობით საბჭოს დასანიშნად წარუდგენს. აუდიტორული ფირმა უნდა შეირჩეს მსოფლიოს 4 უმსხვილესი აუდიტორული ფირმიდან. შერჩეულ აუდიტორულ ფირმასთან კონტრაქტი ფორმდება არაუმეტეს 3 წლის ვადით. 8. კომიტეტმა უნდა შეიმუშაოს თავისი წესდება, რომლითაც განისაზღვრება ამ კომიტეტის მანდატი, საქმიანობის მიმართულებები და პროცედურები, რომლებიც, მათ შორის, მოიცავს მმართველობითი საბჭოს წინაშე კომიტეტის რეგულარული ანგარიშგების, სხვა კომიტეტებთან თანამშრომლობის, კომიტეტის წევრობასთან დაკავშირებული შეზღუდვებისა და კომიტეტის წევრთა   ფუნქციების შესახებ ინფორმაციას. კომიტეტის წესდებას ამტკიცებს მმართველობითი საბჭო. 9. კომიტეტის წევრებს, გარდა კომიტეტის თავმჯდომარისა და მოწვეული პირებისა, კომიტეტში საქმიანობისთვის შრომის ანაზღაურება არ ეძლევათ. 10. მმართველობითი საბჭო უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში, გარდა ამ მუხლით განსაზღვრული კომიტეტებისა, შექმნას სხვა კომიტეტები, რომელთა შექმნისა და საქმიანობის წესი დგინდება საპენსიო ფონდის დებულებით. საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის კანონი №3601 – ვებგვერდი, 20.11.2023წ. საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4312 – ვებგვერდი, 12.07.2024წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №11 · ძალაშია 1 იან. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 11შემდეგი მუხლი 13

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 16 სექ. 2026 · №13

  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 4 რედაქცია
  • 2 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 28¹მუხლი 9

მიუთითებენ მასზე

მუხლი 38

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

დაგროვებითი პენსიის შესახებ

  • 13საპენსიო ფონდის აღმასრულებელი დირექტორები
  • 9მმართველობითი საბჭო
  • 8საპენსიო ფონდის სპეციალური ფუნქციები

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 201საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს პროფესიონალი წევრობის კანდიდატების შესარჩევი კომისიის წევრების დანიშვნის წესი

ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ

  • 13საპენსიო კომპანიის მართვა და ხელმძღვანელობა
  • 36საპენსიო ფონდი
  • 31ზოგადი მოთხოვნები

საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ

  • 52³საპენსიო ფონდის ზედამხედველობა

მეწარმეთა შესახებ

  • 57სდპ-ის აუდიტის კომიტეტი

საინვესტიციო ფონდების შესახებ

  • 8მოთხოვნები აქტივების მმართველი კომპანიის მიმართ
  • 9აქტივების მმართველი კომპანიის ფუნქციები

დაზღვევის შესახებ

  • 9³მზღვეველის აუდიტის კომიტეტი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
9³52³89928¹381385713363120112
მითითებამნიშვნელობით ახლოსდაგროვებითი პენსიის შე…საქართველოს პარლამენტი…ნებაყოფლობითი კერძო პე…საქართველოს ეროვნული ბ…მეწარმეთა შესახებსაინვესტიციო ფონდების …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 16 სექ. 2026 · რედაქცია №13 · ბოლოს შემოწმდა 24 ოქტ. 2026