საზღვაო კოდექსი

მუხლი 161

რედაქცია №42 კონსოლიდირებული · 23 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.თუ ტვირთის ღირებულება არ იყო გაცხადებული და შეტანილი კონოსამენტში, დაკარგვის, დანაკლისის, დაზიანების ან გაფუჭების ანაზღაურება ტვირთის ერთეულზე არ უნდა აღემატებოდეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის 666.67 საანგარიშო ერთეულს (SDR) ან დაკარგული, დაკლებული, დაზიანებული ან გაფუჭებული ტვირთის ერთ კილოგრამ ბრუტო – მასაზე 2.0 საანგარიშო ერთეულს, იმის მიხედვით, თუ კონტეინერის ღირებულების ან გამგზავნის სხვა სატრანსპორტო საშუალებათა ღირებულების გამოკლების შედეგად რომელი თანხაა მეტი. ამ თანხას გამოაკლდება გამგზავნის კუთვნილი კონტეინერის ან სხვა სატრანსპორტო საშუალებების ღირებულება.

2.შეთანხმება ამ თანხების შემცირების შესახებ ბათილია.

3.გადამზიდავის პასუხისმგებლობა არ შემოიფარგლება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ნორმებით, თუ დამტკიცდა, რომ დაკარგვა, დანაკლისი, დაზიანება, ან გაფუჭება უხეში გაუფრთხილებლობით ან განზრახ ქმედებით არის გამოწვეული.

4.გადამზიდავის აგენტის ან მოსამსახურის პასუხისმგებლობა არ შემოიფარგლება ამ თავში გათვალისწინებული ნორმებით, თუ დამტკიცდა, რომ დაკარგვა, დანაკლისი, დაზიანება ან გაფუჭება გამოწვეულია უხეში გაუფრთხილებლობით ან განზრახ ქმედებით.

5.თუ კონოსამენტში აღნიშნულია კონტეინერში ან სხვა სათავსში განლაგებული ტვირთის ადგილებისა და ერთეულების რაოდენობა, ამ მუხლის მიზნებისათვის ეს რაოდენობა მიიღება კონოსამენტის მიხედვით.

6.თუ კონოსამენტში აღნიშნული არ არის კონტეინერში ან სხვა სათავსში განლაგებული ტვირთის ადგილებისა და ერთეულების რაოდენობა, ტვირთის რაოდენობა ჩაითვლება ტვირთის ერთ ადგილად ან ტვირთის ერთ ერთეულად.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 14 ივნ. 1997-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

არმაზ ძირკვაძე

არმაზ ძირკვაძე

კომერციული იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საზღვაო კოდექსი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
4622151311591601506936926861744161
მნიშვნელობით ახლოსსაზღვაო კოდექსისაქართველოს სამოქალაქო…საქართველოს სარკინიგზო…საქართველოს ადმინისტრა…საქართველოს საბაჟო კოდ…დეპოზიტების დაზღვევის …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №42 · ბოლოს შემოწმდა