Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს საბაჟო კოდექსიმუხლი 44

საქართველოს საბაჟო კოდექსი

მუხლი 44. შემოტანილი საქონლის საბაჟო ღირებულების ელემენტები

რედაქცია №10 კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2025
თემები:ბრენდის და გუდვილის შეფასებასხვა მოძრავი ქონების შეფასებააქტივების რეესტრის მართვასატყეო საქმე

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789

1.შემოტანილი საქონლის საბაჟო ღირებულების ამ კოდექსის 38-ე მუხლის საფუძველზე განსაზღვრისას გარიგების ფასს უნდა დაემატოს შემდეგი ხარჯები, თუ ეს ხარჯები მყიდველმა რეალურად გასწია, მაგრამ ისინი გარიგების ფასში შეტანილი არ არის: ა) საკომისიო და საბროკერო ხარჯები (გარდა შესყიდვის საკომისიოს ხარჯისა), რომლის ასანაზღაურებლად იმპორტიორმა თავის აგენტს გადაუხადა თანხა შესაფასებელი საქონლის შესყიდვისთვის გაწეული მომსახურების სანაცვლოდ; ბ) იმ კონტეინერის ღირებულება, რომელიც შემოტანილი საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურის მიზნისთვის ამ საქონელთან ერთად განიხილება. თუ ასეთი კონტეინერი მრავალჯერადი გამოყენებისაა, დეკლარანტის მოთხოვნით მისი ღირებულება ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების გამოყენებით, პროპორციულად უნდა გადანაწილდეს შესაფასებელ საქონელზე; გ) საქონლის შეფუთვის ღირებულება, გაწეული შრომისა და შესაფუთი მასალების ჩათვლით.

2.თუ საქონელი ან მომსახურება მყიდველის მიერ გამყიდველს უფასოდ ან ფასდაკლებით, პირდაპირ ან არაპირდაპირ მიეწოდება და გამოიყენება შემოტანილი საქონლის წარმოებასთან და საქართველოში საექსპორტოდ გაყიდვასთან დაკავშირებით, შემოტანილი საქონლის საბაჟო ღირებულების ამ კოდექსის 38-ე მუხლის საფუძველზე განსაზღვრისას გარიგების ფასს უნდა დაემატოს შემდეგი საქონლისა და მომსახურების პროპორციულად გადანაწილებული ღირებულება იმ ოდენობით, რომლითაც ეს ღირებულება შეტანილი არ არის ფაქტობრივად გადახდილ ან გადასახდელ ფასში: ა) საქონლის შემადგენლობაში შემავალი მასალები, ნედლეული, ნაწილები (დეტალები) და სხვა ანალოგიური კომპონენტები; ბ) საქონლის წარმოების დროს გამოყენებული სამუშაო ინსტრუმენტები, შტამპები, ჩამოსასხმელი ფორმები და მსგავსი კომპონენტები; გ) საქონლის წარმოების დროს გახარჯული მასალები; დ) საქართველოს ფარგლების გარეთ შესრულებული ინჟინერია, დამუშავება, საკონსტრუქტორო და სამხატვრო-დიზაინერული საქმიანობა, მხაზველობითი სამუშაოები, პროექტები, სქემები, ესკიზები და სხვა სამუშაოები (მომსახურება საქართველოს ფარგლების გარეთ გაწეულად მიიჩნევა, თუ მომსახურების გაწევის ადგილად საქართველოს საგადასახადო კოდექსის 162 1 მუხლის საფუძველზე არ მიიჩნევა საქართველო და ოპერაცია არ ექვემდებარება დამატებული ღირებულების გადასახადით უკუდაბეგვრას).

3.ამ მუხლის მე-2 ნაწილის მიზნისთვის საქონლის ან მომსახურების ღირებულება, რომელიც შეტანილი უნდა იქნეს საბაჟო ღირებულებაში, უნდა განისაზღვროს იმ ფასით, რომლითაც იგი შეიძინა მყიდველმა. თუ ეს საქონელი მყიდველის მიერ არის წარმოებული, მისი ღირებულება განისაზღვრება მყიდველის საბუღალტრო დოკუმენტაციაზე დაყრდნობით. თუ აღნიშნული საქონელი ამორტიზებულია, მისი ღირებულება განისაზღვრება ამორტიზაციის ნორმების გათვალისწინებით.

4.შემოტანილი საქონლის საბაჟო ღირებულების ამ კოდექსის 38-ე მუხლის საფუძველზე განსაზღვრისას გარიგების ფასს უნდა დაემატოს ამ საქონელთან დაკავშირებული საავტორო ჰონორარი ან სალიცენზიო გადასახდელი იმ ოდენობით, რომლითაც იგი შეტანილი არ არის გადახდილ ან გადასახდელ ფასში და რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ უნდა გადაიხადოს მყიდველმა, როგორც შემოტანილი საქონლის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობა. სალიცენზიო გადასახდელებია გადასახდელები პატენტებზე, სასაქონლო ნიშნებზე, საავტორო უფლებებზე, ნოუ-ჰაუზე. ამასთანავე, სალიცენზიო გადასახდელები და ინტელექტუალური საკუთრების გადასახდელები შეიტანება საქონლის საბაჟო ღირებულებაში, თუ ინტელექტუალური საკუთრების ნიმუშები შემოტანილი საქონლისგან განუყოფელია და ეს პირობა აღნიშნულია კონტრაქტში. თუ მყიდველი სალიცენზიო გადასახდელს მესამე პირს უხდის, ეს შეთანხმებული უნდა იყოს გამყიდველთან.

5.შემოტანილი საქონლის საბაჟო ღირებულების ამ კოდექსის 38-ე მუხლის საფუძველზე განსაზღვრისას გარიგების ფასს უნდა დაემატოს იმ მოგების ნაწილის ღირებულება, რომელიც საქონლის ყოველი შემდგომი გადაყიდვის, განკარგვისა და გამოყენების შედეგად პირდაპირ ან არაპირდაპირ ეკუთვნის გამყიდველს.

6.შემოტანილი საქონლის საბაჟო ღირებულებაში შეიტანება ამ საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის ადგილამდე გაწეული შემდეგი ხარჯები: ა) ტრანსპორტირების ხარჯები, დატვირთვა-გადმოტვირთვისა და დამუშავების (მათ შორის, საწყობში შენახვის) ხარჯები. თუ სხვადასხვა სასაქონლო პარტია ერთი და იმავე სატრანსპორტო საშუალებით არის შემოტანილი, ტრანსპორტირების ხარჯები პროპორციულად განაწილდება, რაც უნდა განისაზღვროს გადამზიდავთან დადებული ხელშეკრულებით; ბ) სადაზღვევო ხარჯი, თუ ეს ხარჯი დეკლარანტმა გასწია.

7.ფაქტობრივად გადახდილ ან გადასახდელ ფასს ამ მუხლით გათვალისწინებული ხარჯები დაემატება მხოლოდ დოკუმენტურად დადასტურებული მონაცემების საფუძველზე.

8.შემოტანილი საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრისას დაუშვებელია გარიგების ფასისთვის იმ ხარჯის დამატება, რომელიც ამ მუხლით გათვალისწინებული არ არის.

9.შემოტანილი საქონლის საბაჟო ღირებულებაში არ უნდა იქნეს შეტანილი შემდეგი ხარჯები, თუ ეს ხარჯები ფაქტობრივად გადახდილი ან გადასახდელი ფასისგან დამოუკიდებლად/განცალკევებულად არის ნაჩვენები: ა) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადები და მოსაკრებლები; ბ) საქართველოს საბაჟო საზღვრის გადმოკვეთის შემდეგ გაწეული ტრანსპორტირების ხარჯები; გ) სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების, საწყობის, მომსახურების ან ტექნიკური დახმარების ხარჯები, რომლებიც გაწეულ იქნა საქონლის შემოტანის შემდეგ; დ) საქართველოს საბაჟო საზღვრის გადმოკვეთის პროცედურებთან დაკავშირებული ხარჯები და სხვა ხარჯები, რომლებიც დაკავშირებულია საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლის გადაადგილებასთან; ე) მყიდველის მიერ შემოსატანი საქონლის ყიდვასთან დაკავშირებით დადებული საფინანსო შეთანხმებით გათვალისწინებული პროცენტები, თუ: ე.ა) ეს პროცენტები გამოყოფილია საქონლის ფაქტობრივი ფასისგან; ე.ბ) საფინანსო შეთანხმება შედგენილია წერილობით; ე.გ) საჭიროების შემთხვევაში მყიდველს შეუძლია დაადასტუროს, რომ საქონელი ფაქტობრივად გაყიდულია დეკლარირებული ფასით და საპროცენტო განაკვეთი არ აღემატება საშუალო საპროცენტო განაკვეთს, რომელიც დაფინანსების მომენტში მოქმედებს მსგავსი საფინანსო შეთანხმების მიმართ იმ ქვეყანაში, რომელშიც დამფინანსებელი პირი იმყოფება. ეს დებულება გამოიყენება მიუხედავად იმისა, გარიგებას აფინანსებს გამყიდველი, ბანკი თუ მესამე პირი; ვ) შემოტანილი საქონლის საქართველოში გადამუშავების უფლების მოპოვებისთვის აუცილებელი ხარჯები; ზ) მყიდველის მიერ შემოტანილი საქონლის დისტრიბუციის ან გაყიდვის უფლების მისაღებად გაწეული ხარჯები. საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6818  – ვებგვერდი, 22.07.2020წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. შემოტანილი საქონლის საბაჟო ღირებულების ამ კოდექსის 38-ე მუხლის საფუძველზე განსაზღვრისას გარიგების ფასს უნდა დაემატოს შემდეგი ხარჯები, თუ ეს ხარჯები მყიდველმა რეალურად გასწია, მაგრამ ისინი გარიგების ფასში შეტანილი არ არის: ა) საკომისიო და საბროკერო ხარჯები (გარდა შესყიდვის საკომისიოს ხარჯისა), რომლის ასანაზღაურებლად იმპორტიორმა თავის აგენტს გადაუხადა თანხა შესაფასებელი საქონლის შესყიდვისთვის გაწეული მომსახურების სანაცვლოდ; ბ) იმ კონტეინერის ღირებულება, რომელიც შემოტანილი საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურის მიზნისთვის ამ საქონელთან ერთად განიხილება. თუ ასეთი კონტეინერი მრავალჯერადი გამოყენებისაა, დეკლარანტის მოთხოვნით მისი ღირებულება ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების გამოყენებით, პროპორციულად უნდა გადანაწილდეს შესაფასებელ საქონელზე; გ) საქონლის შეფუთვის ღირებულება, გაწეული შრომისა და შესაფუთი მასალების ჩათვლით. 2. თუ საქონელი ან მომსახურება მყიდველის მიერ გამყიდველს უფასოდ ან ფასდაკლებით, პირდაპირ ან არაპირდაპირ მიეწოდება და გამოიყენება შემოტანილი საქონლის წარმოებასთან და საქართველოში საექსპორტოდ გაყიდვასთან დაკავშირებით, შემოტანილი საქონლის საბაჟო ღირებულების ამ კოდექსის 38-ე მუხლის საფუძველზე განსაზღვრისას გარიგების ფასს უნდა დაემატოს შემდეგი საქონლისა და მომსახურების პროპორციულად გადანაწილებული ღირებულება იმ ოდენობით, რომლითაც ეს ღირებულება შეტანილი არ არის ფაქტობრივად გადახდილ ან გადასახდელ ფასში: ა) საქონლის შემადგენლობაში შემავალი მასალები, ნედლეული, ნაწილები (დეტალები) და სხვა ანალოგიური კომპონენტები; ბ) საქონლის წარმოების დროს გამოყენებული სამუშაო ინსტრუმენტები, შტამპები, ჩამოსასხმელი ფორმები და მსგავსი კომპონენტები; გ) საქონლის წარმოების დროს გახარჯული მასალები; დ) საქართველოს ფარგლების გარეთ შესრულებული ინჟინერია, დამუშავება, საკონსტრუქტორო და სამხატვრო-დიზაინერული საქმიანობა, მხაზველობითი სამუშაოები, პროექტები, სქემები, ესკიზები და სხვა სამუშაოები (მომსახურება საქართველოს ფარგლების გარეთ გაწეულად მიიჩნევა, თუ მომსახურების გაწევის ადგილად საქართველოს საგადასახადო კოდექსის 162 1 მუხლის საფუძველზე არ მიიჩნევა საქართველო და ოპერაცია არ ექვემდებარება დამატებული ღირებულების გადასახადით უკუდაბეგვრას). 3. ამ მუხლის მე-2 ნაწილის მიზნისთვის საქონლის ან მომსახურების ღირებულება, რომელიც შეტანილი უნდა იქნეს საბაჟო ღირებულებაში, უნდა განისაზღვროს იმ ფასით, რომლითაც იგი შეიძინა მყიდველმა. თუ ეს საქონელი მყიდველის მიერ არის წარმოებული, მისი ღირებულება განისაზღვრება მყიდველის საბუღალტრო დოკუმენტაციაზე დაყრდნობით. თუ აღნიშნული საქონელი ამორტიზებულია, მისი ღირებულება განისაზღვრება ამორტიზაციის ნორმების გათვალისწინებით. 4. შემოტანილი საქონლის საბაჟო ღირებულების ამ კოდექსის 38-ე მუხლის საფუძველზე განსაზღვრისას გარიგების ფასს უნდა დაემატოს ამ საქონელთან დაკავშირებული საავტორო ჰონორარი ან სალიცენზიო გადასახდელი იმ ოდენობით, რომლითაც იგი შეტანილი არ არის გადახდილ ან გადასახდელ ფასში და რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ უნდა გადაიხადოს მყიდველმა, როგორც შემოტანილი საქონლის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობა. სალიცენზიო გადასახდელებია გადასახდელები პატენტებზე, სასაქონლო ნიშნებზე, საავტორო უფლებებზე, ნოუ-ჰაუზე. ამასთანავე, სალიცენზიო გადასახდელები და ინტელექტუალური საკუთრების გადასახდელები შეიტანება საქონლის საბაჟო ღირებულებაში, თუ ინტელექტუალური საკუთრების ნიმუშები შემოტანილი საქონლისგან განუყოფელია და ეს პირობა აღნიშნულია კონტრაქტში. თუ მყიდველი სალიცენზიო გადასახდელს მესამე პირს უხდის, ეს შეთანხმებული უნდა იყოს გამყიდველთან. 5. შემოტანილი საქონლის საბაჟო ღირებულების ამ კოდექსის 38-ე მუხლის საფუძველზე განსაზღვრისას გარიგების ფასს უნდა დაემატოს იმ მოგების ნაწილის ღირებულება, რომელიც საქონლის ყოველი შემდგომი გადაყიდვის, განკარგვისა და გამოყენების შედეგად პირდაპირ ან არაპირდაპირ ეკუთვნის გამყიდველს. 6. შემოტანილი საქონლის საბაჟო ღირებულებაში შეიტანება ამ საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის ადგილამდე გაწეული შემდეგი ხარჯები: ა) ტრანსპორტირების ხარჯები, დატვირთვა-გადმოტვირთვისა და დამუშავების (მათ შორის, საწყობში შენახვის) ხარჯები. თუ სხვადასხვა სასაქონლო პარტია ერთი და იმავე სატრანსპორტო საშუალებით არის შემოტანილი, ტრანსპორტირების ხარჯები პროპორციულად განაწილდება, რაც უნდა განისაზღვროს გადამზიდავთან დადებული ხელშეკრულებით; ბ) სადაზღვევო ხარჯი, თუ ეს ხარჯი დეკლარანტმა გასწია. 7. ფაქტობრივად გადახდილ ან გადასახდელ ფასს ამ მუხლით გათვალისწინებული ხარჯები დაემატება მხოლოდ დოკუმენტურად დადასტურებული მონაცემების საფუძველზე. 8. შემოტანილი საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრისას დაუშვებელია გარიგების ფასისთვის იმ ხარჯის დამატება, რომელიც ამ მუხლით გათვალისწინებული არ არის. 9. შემოტანილი საქონლის საბაჟო ღირებულებაში არ უნდა იქნეს შეტანილი შემდეგი ხარჯები, თუ ეს ხარჯები ფაქტობრივად გადახდილი ან გადასახდელი ფასისგან დამოუკიდებლად/განცალკევებულად არის ნაჩვენები: ა) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადები და მოსაკრებლები; ბ) საქართველოს საბაჟო საზღვრის გადმოკვეთის შემდეგ გაწეული ტრანსპორტირების ხარჯები; გ) სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების, საწყობის, მომსახურების ან ტექნიკური დახმარების ხარჯები, რომლებიც გაწეულ იქნა საქონლის შემოტანის შემდეგ; დ) საქართველოს საბაჟო საზღვრის გადმოკვეთის პროცედურებთან დაკავშირებული ხარჯები და სხვა ხარჯები, რომლებიც დაკავშირებულია საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლის გადაადგილებასთან; ე) მყიდველის მიერ შემოსატანი საქონლის ყიდვასთან დაკავშირებით დადებული საფინანსო შეთანხმებით გათვალისწინებული პროცენტები, თუ: ე.ა) ეს პროცენტები გამოყოფილია საქონლის ფაქტობრივი ფასისგან; ე.ბ) საფინანსო შეთანხმება შედგენილია წერილობით; ე.გ) საჭიროების შემთხვევაში მყიდველს შეუძლია დაადასტუროს, რომ საქონელი ფაქტობრივად გაყიდულია დეკლარირებული ფასით და საპროცენტო განაკვეთი არ აღემატება საშუალო საპროცენტო განაკვეთს, რომელიც დაფინანსების მომენტში მოქმედებს მსგავსი საფინანსო შეთანხმების მიმართ იმ ქვეყანაში, რომელშიც დამფინანსებელი პირი იმყოფება. ეს დებულება გამოიყენება მიუხედავად იმისა, გარიგებას აფინანსებს გამყიდველი, ბანკი თუ მესამე პირი; ვ) შემოტანილი საქონლის საქართველოში გადამუშავების უფლების მოპოვებისთვის აუცილებელი ხარჯები; ზ) მყიდველის მიერ შემოტანილი საქონლის დისტრიბუციის ან გაყიდვის უფლების მისაღებად გაწეული ხარჯები. საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6818  – ვებგვერდი, 22.07.2020წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №3 · ძალაშია 5 ოქტ. 2020-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 5 ოქტ. 2020 – 1 იან. 2021 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 იან. 2021· გამოქვეყნდა 22 ივლ. 2020
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 43შემდეგი მუხლი 45

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ბრენდის ღირებულების გაუფასურების ტესტირება (Impairment Test)1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • საბალანსო და საბაზრო ღირებულების შეჯერება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • საბაჟო შეფასებასერვისის გვერდი
  • საოფისე ავეჯის და ინვენტარის შეფასებასერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი საბანაშვილი

გიორგი საბანაშვილი

არქიტექტორი , ურბანისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 17 დეკ. 2025 · №10

  • 1 ცვლილება · ბოლო 22 ივლ. 2020
  • ციტირებულია 5 მუხლი
  • 3 რედაქცია
  • 2 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

საქართველოს საგადა… 162¹მუხლი 38

მიუთითებენ მასზე

მუხლი 38მუხლი 39მუხლი 40მუხლი 42მუხლი 45

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს საბაჟო კოდექსი

  • 42შედგენილი ღირებულების მეთოდი
  • 38გარიგების ფასის მეთოდი
  • 40მსგავსი საქონლის გარიგების ფასის მეთოდი

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 164¹დასაბეგრი თანხა საბაჟო პროცედურების დროს
  • 18საქონლის/მომსახურების ფასის განსაზღვრის პრინციპები
  • 145სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების აღრიცხვის წესი

ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ

  • 11საექსპორტო ფასი
  • 12ფასების სამართლიანი შედარება

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 692ტვირთის ღირებულება ტვირთის მთლიანად ან ნაწილობრივ დაკარგვისას

სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

  • 1² (დანართი 1)პროცედურები სამშენებლო პროდუქტების იმპორტისას

სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურის შესახებ

  • 5გარიგების ღირებულების განსაზღვრის საფუძველი

საზღვაო კოდექსი

  • 161

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
5161692162¹164¹181451² (დ…3840423945111244
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საბაჟო კოდ…საქართველოს საგადასახა…ვაჭრობაში ანტიდემპინგუ…საქართველოს სამოქალაქო…სამშენებლო პროდუქტების…სანოტარო მოქმედებათა შ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 17 დეკ. 2025 · რედაქცია №10 · ბოლოს შემოწმდა 26 ოქტ. 2026