საზღვაო კოდექსი

მუხლი 264

რედაქცია №42 კონსოლიდირებული · 23 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.გემის უგზო-უკვლოდ დაკარგვის შემთხვევაში მზღვეველი პასუხს აგებს სრული სადაზღვევო თანხით.

2.გემი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება, თუ მის შესახებ არავითარი ცნობა არ არსებობს სამი თვის განმავლობაში, ხოლო თუ ცნობის მიღებას ხელი შეუშალა მიმდინარე სამხედრო მოქმედებებმა, მაშინ ეს ვადა ექვს თვემდე იზრდება.

3.თუ გემი გარკვეული ვადითაა დაზღვეული, საზღვაო დაზღვევის ხელშეკრულების მიხედვით, მზღვეველი პასუხს აგებს გემის უგზო-უკვლოდ დაკარგვისათვის, თუ გემის შესახებ უკანასკნელი ცნობა მიღებულია ხელშეკრულების ვადის გასვლამდე და თუ მზღვეველი ვერ დაამტკიცებს, რომ გემი დაიღუპა ვადის გასვლის შემდეგ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 14 ივნ. 1997-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საზღვაო კოდექსი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2799156251279216891158171820264
მნიშვნელობით ახლოსმეზღვაურთა შრომის შესა…საზღვაო კოდექსისაქართველოს საგადასახა…საქართველოს სამოქალაქო…საზღვაო-სამაშველო სამს…საქართველოს სისხლის სა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №42 · ბოლოს შემოწმდა