Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკამეზღვაურთა შრომის შესახებმუხლი 20

მეზღვაურთა შრომის შესახებ

მუხლი 20. გემთმფლობელის პასუხისმგებლობა

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 13 ივნ. 2023
თემები:საზღვაო უსაფრთხოებასაერთაშორისო საზღვაოსაზღვაო ეკიპაჟიპიროვნული დაზიანებამგზავრის უფლებებიგემის რეგისტრაცია

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678

1.ქართულ გემზე პასუხისმგებელმა გემთმფლობელმა უნდა უზრუნველყოს გემისთვის ისეთი ფინანსური გარანტიის არსებობა, რომელიც საკმარისი იქნება ნებისმიერი მეზღვაურისთვის საწარმოო ტრავმის, ავადმყოფობის ან საფრთხის შედეგად გარდაცვალების ან შრომისუუნარობის ხანგრძლივად დაკარგვის გამო კომპენსაციის გადასახდელად. კომპენსაციის ზღვარი უნდა განისაზღვროს მეზღვაურის შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით.

2.ქართულ გემზე პასუხისმგებელმა გემთმფლობელმა უნდა აანაზღაუროს ამ გემზე დასაქმებულ მეზღვაურთან შრომითი ურთიერთობის დაწყების თარიღიდან რეპატრიაციის დასრულების თარიღამდე პერიოდში ან ამ თარიღებს შორის პერიოდში მისი ავადმყოფობით ან ტრავმით გამოწვეული ჯანმრთელობის დაცვისა და სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფის ხარჯები შემდეგი მოცულობით: ა) ავადმყოფი ან ტრავმირებული მეზღვაურის მკურნალობის (საჭირო მედიკამენტებითა და სამკურნალო აღჭურვილობით მომარაგების ჩათვლით), სახლის გარეთ კვებისა და ცხოვრების ხარჯები მის გამოჯანმრთელებამდე ან ავადმყოფობის ან ტრავმის მუდმივი ხასიათის გამო მის შრომისუუნაროდ გამოცხადებამდე; ბ) მეზღვაურის ნეშტის გადასვენების ხარჯები, ხოლო მისი გადასვენების შეუძლებლობის შემთხვევაში − დაკრძალვის ხარჯები, თუ იგი გემზე ან ნაპირზე, მეზღვაურის შრომითი ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში გარდაიცვალა; გ) ფინანსური გარანტიის უზრუნველყოფის ხარჯები საწარმოო ტრავმის, ავადმყოფობის ან საფრთხის შედეგად მეზღვაურის გარდაცვალების ან შრომისუნარიანობის ხანგრძლივად დაკარგვის გამო საქართველოს კანონმდებლობით, მეზღვაურის შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით გათვალისწინებული კომპენსაციის გადასახდელად.

3.თუ მეზღვაურის ავადმყოფობა ან ტრავმა მის შრომისუუნარობას იწვევს, გემთმფლობელი ვალდებულია: ა) გადაუხადოს მეზღვაურს მეზღვაურის შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული საბაზისო ხელფასი მისი გემზე ყოფნის პერიოდში ან ამ კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად მის რეპატრიაციამდე; ბ) გადაუხადოს მეზღვაურს ხელფასი კოლექტიური ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოცულობით, მისი რეპატრიაციის ან ნაპირზე გადასვლის დღიდან სრულ განკურნებამდე.

4.ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება შეზღუდულია მეზღვაურის ავად გახდომის ან ტრავმირების დღიდან 16 კვირით და უნდა შეწყდეს იმ დღეს, როდესაც მეზღვაური შეძლებს მოთხოვნას ავადმყოფობისგან სავალდებულო დაზღვევის, უბედური შემთხვევისგან სავალდებულო დაზღვევის ან უბედური შემთხვევის დროს მშრომელთა კომპენსაციის ნებისმიერი სქემიდან, თუ ეს მეზღვაური რომელიმე ამ სქემის წევრია.

5.გემთმფლობელის ვალდებულება, სრულად ან ნაწილობრივ გადაუხადოს ხელფასი იმ მეზღვაურს, რომელიც, ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, გემზე აღარ იმყოფება, შეზღუდულია მეზღვაურის ავად გახდომის ან ტრავმირების დღიდან 16 კვირით და უნდა შეწყდეს იმ დღეს, როდესაც მეზღვაური შეძლებს მოთხოვნას ავადმყოფობისგან სავალდებულო დაზღვევის, უბედური შემთხვევისგან სავალდებულო დაზღვევის ან უბედური შემთხვევის დროს მშრომელთა კომპენსაციის ნებისმიერი სქემიდან, თუ ეს მეზღვაური რომელიმე ამ სქემის წევრია.

6.ამ მუხლით გათვალისწინებული მეზღვაურისთვის ხელფასის გადახდის ვალდებულება გემთმფლობელზე არ ვრცელდება, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი გარემოება: ა) მეზღვაურს ტრავმა გემზე მუშაობის გამო არ მიუღია; ბ) მეზღვაურის ავად გახდომა, ტრავმირება ან გარდაცვალება მისი განზრახი ქმედების შედეგია; გ) მეზღვაურმა თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მეზღვაურის შრომითი ხელშეკრულების ხელმოწერისას შეგნებულად დამალა.

7.გემთმფლობელმა ან მისმა წარმომადგენელმა უნდა უზრუნველყოს ავადმყოფი ან ტრავმირებული მეზღვაურის ან გარდაცვლილი მეზღვაურის გემზე დარჩენილი ნივთების შენახვა და მისთვის/გარდაცვლილის მემკვიდრისთვის პირველივე შესაძლებლობისთანავე გადაცემა.

8.გემთმფლობელი უფლებამოსილია საქართველოში მოქმედი საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელი პირის მომსახურებით ისარგებლოს იმ შემთხვევაში, როდესაც ეს პირი მას წარუდგენს ამ კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად სააგენტოს მიერ გაცემულ საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელი პირის აღიარების სერტიფიკატს.

წინა მუხლი 19შემდეგი მუხლი 21

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • FELA სარჩელი4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • გემების კონტრაქტები1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • დოკერების სარჩელი1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ნავის ავარიები1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
ნინი ჩახუნაშვილი

ნინი ჩახუნაშვილი

სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაცია

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
არმაზ ძირკვაძე

არმაზ ძირკვაძე

კომერციული იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2023-06-13

1
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
0
რედაქცია
2
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 16მუხლი 9

მიუთითებენ მასზე

მუხლი 22

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

მეზღვაურთა შრომის შესახებ

  • 19ჯანმრთელობის დაცვა და სამედიცინო მომსახურება
  • 17მეზღვაურის კომპენსაცია გემის დაღუპვის, დაკარგვის ან ჩაძირვის შემთხვევაში
  • 21სახელშეკრულებო ვალდებულებების ფინანსური გარანტიების დაფარვა

საზღვაო კოდექსი

  • 172—
  • 53—
  • 337—

მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ

  • 53გემთმფლობელის ვალდებულებანი
  • 49მეზღვაურის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება
  • 66მეზღვაურთა სერტიფიცირების წესების დარღვევა

მეთევზე-მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ

  • 14გემთმფლობელის პასუხისმგებლობა

საქართველოს საჰაერო კოდექსი

  • 76პასუხისმგებლობა ეკიპაჟის წევრის ჯანმრთელობის დაზიანებისათვის

საზღვაო-სამაშველო სამსახურის შესახებ

  • 9ხელშეკრულება დახმარების შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
91725333776534966141692219172120
მითითებამნიშვნელობით ახლოსმეზღვაურთა შრომის შესა…საზღვაო კოდექსიმეზღვაურთა განათლებისა…მეთევზე-მეზღვაურთა გან…საქართველოს საჰაერო კო…საზღვაო-სამაშველო სამს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 13 ივნ. 2023